250 ლარით დაწყებული ბიზნესი – მეწარმე, რომელმაც ხილის საშრობი დანადგარი შექმნა

„ბიზნესი 250 ლარით დავიწყე. ამ თანხაში მომივიდა კუთხსახეხი და სახრახნისი. მეორადი მასალებით ავაწყვე პირველი დანადგარი და მისი რეალიზაციით მიღებული თანხით ახალი მასალების შეძენა და საქმის გაგრძელება შევძელი“ – ამბობს ბადრი ციქუბაძე, რომელსაც კარალეთის დევნილთა დასახლებაში ხილ-ბოსტნეულის საშრობი დანადგარების საწარმო აქვს. „ენლილის“ დანადგარები ჩირის, ტყლაპის, ჩურჩხელისა და ჩაის დასამზადებლად გამოიყენება. კომპანიის ისტორია 2020 წელს დაიწყო. ამ …

ხილის საწარმო საოკუპაციო ხაზთან, სადაც ჩირს, ბადაგსა და წვენებს აწარმოებენ

„საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებში მუდმივად დაძაბულ სიტუაციაში ვცხოვრობთ. აქ ინვესტიციის ჩადებამდე ბევრი მეუბნებოდა, რომ თავი შემეკავებინა, ეგებ არ ღირსო“, – ამბობს დავით გელუტაშვილი, რომელსაც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში ხილის გადამამუშავებელი საწარმო აქვს. კომპანია „ფრუტერა“ 2021 წელს დაარსდა. „ფრუტერა“ ამჟამად ოცდაათამდე სახეობის ხილის ჩირს და ასევე, ბადაგსა და ხილის წვენებს აწარმოებს.  ნედლეულის სახით გამოყენებულია საწარმოს ბაღებში …

ქალების საწარმო საოკუპაციო ხაზთან, სადაც თექის ფაჩუჩებს ამზადებენ

„სკოლის ფანჯრებიდან რომ გახედავ, თვალის გაწვდენაზე ჩანს რუსული საგუშაგოები. ბუნებრივია, აქ ცხოვრება რთულია,“ – ამბობს ნათია ქვრივიშვილი, მცირე მეწარმე, რომელსაც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში სახელოსნო აქვს და ტრადიციული ქართული მეთოდით თექისგან ფაჩუჩებს ამზადებს. ნათიამ და მისმა დისშვილმა, ელენე ბლიაძემ კომპანია „ფაჩუჩი“ 2022 წელს დააფუძნეს. ისინი ქართული მატყლისგან 100 პროცენტით ნატურალურ ფაჩუჩებს ამზადებენ. მათი წარმოებული პროდუქტები …

როგორ იცავს აშშ-ის ეროვნული გვარდია კაპიტოლიუმს – ფოტო

აშშ-ის კონგრესში ტრამპის მხარდამჭერების შეჭრიდან ერთი კვირა გავიდა. ერთი  კვირაა კაპიტოლიუმის შენობას ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური გვარდია იცავს. ჯარისკაცები კონგრესის შენობას წუთითაც არ ტოვებენ, ამიტომ მათ იქვე უწევთ ძილი. ბიბისის თანახმად, ეროვნული გვარდიის 10 ათასი წევრი იქნება მობილიზებული ვაშინგტონში შაბათამდე. არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციისას კი შესაძლოა მათი რიცხვი გაორმაგდეს.

რისთვის იყენებენ ინტერნეტს ყველაზე ხშირად?

პანდემიის გამო ფიზიკური დისტანცირების პირობებში, საქართველოში, ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოში, სასწავლო და სამუშაო პროცესი ონლაინრეჟიმში მიმდინარეობს. ცხადია, გაზრდილია ინტერნეტის მნიშვნელობა პანდემიასთან დაკავშირებული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტრუქციებისა და სხვა აუცილებელი ინფორმაციის მიღების თვალსაზრისითაც. მიუხედავად ამისა, IDFI-ის ანგარიშის მიხედვით, დღეს საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 2/5-ს ინტერნეტზე წვდომა არ აქვს. „ყველას აქვს ინტერნეტზე წვდომისა და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის უფლება“ – …

კორონავირუსის პანდემია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში [ინფოგრაფიკა]

13 მაისის მონაცემებით, მსოფლიოში COVID-19-ის 4 200 953 დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელდა 1 502 591 ადამიანი და გარდაიცვალა 284 150, რაც ნიშნავს, რომ მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ახლა ინფიცირებულია 2 414 212 ადამიანი. „აქტიური შემთხვევები“ გულისხმობს რამდენი COVID-19-ით ინფიცრებული ადამიანი იყო კონკრეტულ ქვეყანაში კონკრეტულ დღეს. კონკრეტული ქვეყნის მონაცემების გამოსაკვეთად, კურსორი დააყენეთ დიაგრამაზე, ქვეყნის დასახელებასთან.

რა პრობლემები აქვს “შუახევი ჰესის” არეალში მცხოვრებ მოსახლეობას

„შუახევი ჰესი“ 2019 წლის ნოემბერში სატესტო რეჟიმში დაიწყებს მუშაობას. ზემო აჭარის სოფლებში – გორხანაულში, ყინჩაურში, წაბლანში, მახალაკიძეებში, ჩანჩხალოსა და ღურტაში მცხოვრები ადამიანები, ისინი, ვისაც უშუალოდ შეეხო „შუახევი ჰესის“ მშენებლობა, ამბობენ რომ ჰესმა მათი საცხოვრებელი გარემო მნიშვნელოვნად შეცვალა ან დააზიანა. ნახეთ, რას ჰყვებიან ადგილობრივები და რას პასუხობს კომპანია. ამავე თემაზე: „შუახევი ჰესი“ ნოემბერში ამოქმედდება – უსაფრთხოა …

საქართველოში ყოველი მეხუთე მშობელი აღიარებს, რომ ბავშვს სისტემატურად სცემს

ავტორი: ქრისტინა ფარჯიანი, Forset ნინოს ბავშვობის ყველაზე მძიმე მოგონება მეზობლისგან ნასესხები ნავთის დაქცევას უკავშირდება. ახსოვს, როგორ ცდილობდა დედის დარწმუნებას, რომ ნავთი მას არ დაუღვრია და როგორ ბანდა დედა სისხლიან პირს, თან სცემდა. ამ შემთხვევის გახსენებისას ლალი ყოველთვის ცდილობს დედის გამართლებას -ამბობს, რომ 90-იანი წლები იყო და ბევრი პრობლემის გამო მასაც სტრესი ჰქონდა, თუმცა თავად გადაწყვეტილი …

როგორ ჩავრთოთ ბავშვებისთვის უსაფრთხო რეჟიმი კომპიუტერში [ვიდეოინსტრუქცია]

? რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ დაიცვათ თქვენი შვილის უსაფრთხოება კომპიუტერთან – რა პროგრამებსა და თამაშებზე მიუწვდება ხელი? როგორ უნდა გააკონტროლოთ მის მიერ გატარებული დრო ინტერნეტში? – ამისათვის შეგიძლიათ კომპიუტერში გააქტიუროთ “მშობლის კონტროლის” ფუნქცია. Windows 7-ის შემთხვევაში უსაფრთხო რეჟიმის გასააქტიურებლად გთავაზობთ ვიდეო ინსტრუქციას. მიჰყევით მას: See more

აჭარაში 4061 სკოლის მოსწავლისთვის ბოლო ზარი დაირეკა

მეზღვაური, იურისტი, ექიმი, მენეჯერი – ეს იმ პროფესიების არასრული ჩამონათვალია, რომლებსც ბათუმის პირველი საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელები ირჩევენ. ზოგიერთს უხარია სკოლის დამთავრება, ზოგიერთი კიდევ ამბობს, რომ სკოლის დამთავრების გამო გული სწყდება. ნერვიულობენ მოსალოდნელ გამოცდებზე, თუმცა უხარიათ ის, რომ უმრავლესობა თბილისში აბარებს და სჯერათ, რომ სტუდენტობის დროს კლასელებთან ურთიერთობას არ გაწყვეტენ. დღეს ბათუმში სკოლა 1814-მა მეთორმეტეკლასელმა  დაამთავრა, …

საქართველოდან ქალები ემიგრაციაში ევროპაში მიდიან, კაცები – ძირითადად რუსეთში [ინფოგრაფიკა]

ბოლო საყოველთაო აღწერის შედეგებმა აჩვენა, რომ რუსეთის ფედერაციაში, საფრანგეთში, უკრაინასა და აზერბაიჯანში ემიგრირებულთა უმრავლესობას მამაკაცები შეადგენენ, ხოლო საბერძნეთში, თურქეთში, იტალიაში, გერმანიაში, აშშ-ში და ესპანეთში ემიგრანტი ქალები ჭარბობენ. ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი ემიგრანტი (21,7 %) ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, საბერძნეთში (15,9 %) და თურქეთში (11,2 %). ბოლო საყოველთაო აღწერა 2014 წელს ჩატარდა. აღწერის შედეგებით საქართველოდან ემიგრაციაში 88,5 ათასი ადამიანი იმყოფება, …

სუიციდის სტატისტიკა საქართველოში -2017 [ინფოგრაფიკა]

ავტორი: ია ფრანგიშვილი   ინფოგრაფიკა მომზადებულია ქალთა წინააღმდეგ ძალადობის მონიტორინგის პროექტის  ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი“. პროექტის პარტნიორია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. სტატიაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.   ამავე თემაზე: სუიციდის სტატისტიკა საქართველოში / ავტორი: ია ფრანგიშვილი სუიციდის სტატისტიკა საქართველოში [ინფოგრაფიკა]

ლელობურთი გურიაში [ფოტორეპორტაჟი]

ყოველი წლის აღდგომას გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელი შუხუთი ყურადღების ცენტრში ექცევა. ამ სოფელში ტრადიციული ლელობურთი იმართება და ერთმანეთს ქვემო და ზემო შუხუთის მცხოვრებლები ეჯიბრებიან. სოფელს ორი ღელე ჩამოუდის. ორივე ღელემდე შუხუთის ცენტრიდან 130-130 მეტრია. მოწინააღმდეგე მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომ  სილითა და ნახერხით სავსე 18-კილოგრამიანი ლელოს ბურთი როგორმე ღელემდე მიიტანონ. წელს ლელობურთი დაახლოებით სამ საათს …

ბათუმის თევზის ბაზარი [ფოტორეპორტაჟი]

ავტორი: მანანა ქველიაშვილი ბათუმის თევზის ბაზარში არ უყვართ ორშაბათი. კვირის ამ დღეს აქ ცოტა ხალხია. დღე მდორედ გადის და არც დიდი ფინანსური სარგებელი მოაქვს მოვაჭრეებისთვის. სამაგიეროდ უყვართ პარასკევი, შაბათი და კვირა. დღეები, როცა ბაზარში წასასვლელად ბათუმელებიც იცლიან და ტურისტებიც მრავლად არიან ქალაქში. გაყინული და აუზებში გამოყვანილი თევზის გარდა ბაზარში შავ ზღვაში დაჭერილი თევზიც იყიდება. თევზის …

32:29 – „ბათუმმა“ თბილისის „ლელო სარასენსი“ დაამარცხა [ფოტო]

დიდი 10-ის მეთექვსმეტე ტურის ბოლო მატჩი დღეს ბათუმში გაიმართა. სარაგბო კლუბი “ბათუმი” თბილისის “ლელო სარასენს” შეხვდა და 32:29 დაამარცხა. თამაში დაძაბული და ტრავმებით სავსე აღმოჩნდა “ბათუმისთვის”. ბათუმური კლუბის ერთ-ერთი მორაგბე, ვანო ფუტკარაძე, პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ სტადიონზე ვეღარ დაბრუნდა. ტაიმებს შორის მონაკვეთში ის სასწრაფო დახმარების მანქანამ წაიყვანა. ტრავმა მიიღო ნუკრი ფერსელიძემაც. მიუხედავად ამისა, “ბათუმი” მთელი …

ფიზიკა-მათემატიკის 80 წლის მასწავლებელი

ავტორი: ლელა დუმბაძე 80 წლის ზურაბ შალიკაძე სოფელ კირნათის სკოლაში ორ საგანს – ფიზიკასა და მათემატიკას ასწავლის. ის სკოლაში 1965 წლიდან მუშაობს და დღემდე პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი აქვს. ის ამბობს, რომ მაღალი პენსიის შემთხვევაში სკოლას დატოვებდა, რაც სკოლაში ახალი კადრების შემოსვლას შეუწყობდა ხელს. ამ სკოლაში ზურაბ შალიკაძის გარდა კიდევ 12 პენსიონერი მასწავლებელი მუშაობს. ერთ-ერთი მათგანი, ბიოლოგიის …

თამბაქოს დაჭრა

თამბაქო აჭარის მთაში მცხოვრები მოსახლეობის ერთ-ერთი შემოსავლის წყაროა. გასულ წელს თამბაქოს ფასის ზრდის გამო მთაში მცხოვრებმა იმ ოჯახებმაც დაიწყეს თამბაქოს მოიყვანა, რომლებსაც მანამდე სხვა კულტურა გამოჰყავდათ, თუმცა დღეს, გამომშრალი თამბაქოს ჩაბარების ფასი წინა წელთან შედარებით საკმაოდ დაბალია. თუ 2017 წელს ერთი კილოგრამი თამბაქოს ჩაბარების ფასი 30-70 ლარი იყო, წელს საუკეთესო ხარისხის ერთი კილოგრამი თამბაქო  30 …

ჯანმო: სოლარიუმი იწვევს კიბოს [ინფოგრაფიკა]

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის  (ჯანმო) ინფორმაციით, ღია ფერის კანის მქონე მოსახლეობაში, კიბოს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა კანის კიბოა. მისი მთავარი გამომწვევი მიზეზი კი ულტრაიისფერი გამოსხივებაა. ულტრაიისფერი გამოსხივების ძირითადი წყარო მზეა, მაგრამ ბოლო 30 წლის მანძილზე, მსოფლიო მასშტაბით იმატა ულტრაიისფერი სხივების ისეთმა ხელოვნურმა წყაროებმა, როგორიცაა სოლარიუმი და სხვა მსგავსი მოწყობილობები.

DPA: პრობლემური სესხების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება წლის აქტუალური პრობლემა იყო

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა პრობლემური სესხების შესახებ ინფორმაციის მესამე პირებისთვის უკანონოდ გამჟღავნების და მათთან უკანონოდ დაკავშირების 17 ფაქტი გამოავლინა 2017 წელს. ამის შესახებ აპერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ანგარიშში წერია. „მოქალაქეების ინფორმაციით, კომპანიები მათი ფინანსური დავალიანების შესახებ ინფორმაციას უმჟღავნებდნენ ოჯახის წევრებს, მეზობლებს, თანამშრომლებს და ფეისბუქის მეგობრებსაც კი,“ – წერია ანგარიშში. კომპანიები დაჯარიმდნენ 13 შემთხვევაში. …

წვიმიანი სანაპირო ბათუმში [ფოტო]

ავტორი: მანანა ქველიაშვილი როცა ბათუმში წვიმს, ზოგს უხარია, ზოგს არა. ზოგისთვის კი წვიმა არც არაფერს ცვლის. ვიღაცა უქოლგოდ სეირნობს, ვიღაც ისევ თევზაობს, ვიღაც ველოსიპედით ბულვარში დაქრის, უმეტესობა კი ქოლგას შეფარებული ცდილობს ამოყრილ ქვაფენილიან ტროტუარებზე სიარულისას ფეხსაცმელზე შესხმულ ტალახიან წყალს გადაურჩეს.            

სოფელ ვაიოს სკოლიდან გოგონები მაგიდის ჩოგბურთის მსოფლიო ოლიმპიადისთვის ემზადებიან

მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადაზე, რომელიც 2018 წლის აპრილში მალტაში ჩატარდება მაგიდის ჩოგბურთში, საქართველოდან ვაიოს საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი იასპარეზებს. გუნდმა, რომლის შემადგენლობაში ოთხი სპორტსმენია, მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადაზე საგზური 27 ივნისს, ქუთაისში გამართულ საფინალო თამაშში, თბილისის სასკოლო გუნდებთან გამარჯვებით მოიპოვა. ვაიოს საჯარო სკოლის გოგონათა გუნდს ჩემპიონატზე ოთხი სპორტსმენი წარადგენს – ელზა მახაჭაძე, ლინდა ჩიკვაიძე, მირანდა გორგილაძე და …

სელექციური აბორტის პრაქტიკა კვლავაც პოპულარულია საქართველოში [ინფოგრაფიკა]

სელექციური აბორტის პრაქტიკა კვლავაც პოპულარულია საქართველოში – ქვეყანა ამ თვალსაზრისით, 144 სახელმწიფოს შორის 137-ე ადგილზეა. ქვეყნის მასშტაბით გოგონების დეფიციტის 29% მოდის ქვემო ქართლზე, ხოლო მეორე ადგილზეა კახეთი, სადაც დეფიციტი 19%-ს უტოლდება. მთლიანობაში კი, ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირებული დაბადებამდე გაუჩინარებული გოგონების რაოდენობის 57% სამ რეგიონზე – ქვემო ქართლზე, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთზე მოდის.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებს იანვრიდან ელექტროენერგიის გადასახადი 1,28 თეთრით გაეზარდათ [ინფოგრაფიკა]

?„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებს იანვრიდან ელექტროენერგიის გადასახადი ყოველ მოხმარებულ 1კვტ/სთ-ზე 1,28 თეთრით გაეზარდათ. შესაბამისი გადაწყვეტილება სემეკმა მიიღო. პარალელურად ძალაშია ტარიფები საფეხურების მიხედვით, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით.

ბიძინა ივანიშვილის კომპანიას მთავრობამ ზღვისპირა ზოლში რამდენიმე მიწის ნაკვეთი მიჰყიდა [ინფოგრაფიკა]

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის კომპანიას მთავრობამ ზღვისპირა ზოლში რამდენიმე მიწის ნაკვეთი მიჰყიდა. ზოგი პირობით [მწვანე კონცხზე], ზოგიც უპირობოდ [ციხისძირში].

დაჟანგული ატრაქციონები [ფოტოამბავი]

ეს ჟანგმოდებული და მწყობრიდან გამოსული ატრაქციონები დაბა ქედაშია. რუსთაველის ქუჩაზე, მრავალსართულიანი კორპუსების ეზოში, ქედის მერიამ სავარჯიშო ატრაქციონები წლების წინ დაამონტაჟა. ქედის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, სულიკო ბოლქვაძის ინფორმაციით, ქედის მერიას დაბის რეაბილიტაციისთვის მიმდინარე წელს 300 000 ლარი აქვს გაწერილი, თუმცა კონკრეტულად რა უნდა გაკეთდეს ამ თანხით დაბაში, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. მისივე ინფორმაციით, სავარჯიშო ატრაქციონების …

მარტის თოვლი აჭარაში [ფოტოამბავი]

ხულოს მაღალმთიან სოფლებში მოთოვა. თოვლის საფარი 5 სანტიმეტრს აღწევს. ფოტოები ღორჯომის ხეობიდან ზაზა ბერიძემ მოგვაწოდა.   

შადრევანი უწყლოდ ხულოში [ფოტოამბავი]

ასე გამოიყურება ხულოს მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოსთან მდებარე სკვერში შადრევნისთვის მოწყობილი ინფრასტრუქტურა. შადრევანი აქ წლების წინ დაზიანდა. ხულოს მერიაში განმარტავენ, რომ მიმდინარე წელს დაბის სკვერის რეაბილიტაციაა დაგეგმილი და შადრევანსაც აღადგენენ.

ბათუმის „ხრუშჩოვკები“ [ფოტო]

ავტორი: ია ფრანგიშვილი ბათუმში ხრუშჩოვის პროექტით აშენებული რამდენი კორპუსია, ზუსტად არ არის დათვლილი. ასეთი კორპუსების ექსპლუატაციის ვადა გასულია, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ შენობები ავარიულია და აუცილებლად დაინგრევა. სპეციალისტების განმარტებით, გარდა გამაგრებითი სამუშაოებისა, მოძველებული კორპუსების მდგრადობისთვის მნიშვნელოვანია საექსპლუატაციო პერიოდში შენობის მოვლის ფაქტორიც, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენობის საექსპლუატაციო ვადა კიდევ უფრო მცირდება. ბათუმის მერიის …

სოფლის პეიზაჟი თამბაქოს ფოთლების ასხმით [ფოტო]

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოში თამბაქოს მოშენება ისევ პოპულარული მას შემდეგ გახდა, როცა გამომშრალი და დაჭრილი თამბაქოს ჩაბარების ფასი ადგილობრივ ბაზარზე გაიზარდა. აქ ძაფზე აკინძულ თამბაქოს თითქმის ყველა სახლსა და დამხმარე ნაგებობაზე ნახავთ, მათ შორის მიტოვებულ სახლებზეც.

ვაზის გასხვლა სირაბიძეების ვენახში [ვიდეო]

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგელიძეებში სირაბიძეების ოჯახმა ვაზის მოშენება გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო. სირაბიძეებს 18-მდე სახეობის ვაზი დაახლოებით 6 ათას მეტრზე აქვთ გაშენებული. ვენახს ფრიდონ სირაბიძე უვლის. ზამთრის მიწურულს ოჯახი ვაზის გასხვლას იწყებს. ტოტებს ინახავენ და ზაფხულში აქ მოსულ ტურისტებს წალამზე შემწვარ მწვადს სთავაზობენ. სირაბიძეებს სახლის მეორე სართულზე საოჯახო სასტუმრო აქვთ, სადაც ერთდროულად 20-მდე ტურისტის …

წყალქვეშა ფოტოგრაფიის კონკურსზე 2018 წლის გამარჯვებულები გამოავლინეს

წყალქვეშა ფოტოგრაფიის კონკურსი ბრიტანეთში ყოველ წელს ტარდება, 2018 წლის გამარჯვებულები 14 თებერვალს დააჯილდოვეს. კონკურსში 5000 ფოტოგრაფი მონაწილეობდა, საუკეთესო ფოტოები 11 სხვადასხვა კატეგორიაში გამოავლინეს. ფოტოკონკურსის მთავარი პრიზი წელს გერმანელ ფოტოგრაფს, ტობიას ფრიდრიხს გადასცეს და ის 2018 წლის საუკეთესო წყალქვეშა ფოტოგრაფად დაასახელეს. 2018 წლის საუკეთესო ბრიტანელი წყალქვეშა ფოტოგრაფის ტიტული კი შოტლანდიელ გრანტ ტომასს ერგო. 1. ომის ციკლი …

ცხოვრება სახლში, რომელიც ინგრევა

დაბა ხულოში, რუსთაველის ქუჩაზე, ყოფილი სასამართლოს ხის ერთსართულიან შენობაში ათი ოჯახი ცხოვრობს. სახლი ავარიულ მდგომარეობაშია. აქ მცხოვრებთა უმეტესობას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ოჯახები სოციალურად დაუცველები არიან და თვიდან თვემდე სახელმწიფოს დახმარებით გააქვთ თავი.     მარგალიტა დავითაძეს ოთხი წლის წინ, სხვენიდან ჩამოვარდნილი ძელი დაეცა. მას შემდეგ მოხუცი საწოლში წევს.     სევიე თავდგირიძე ავარიულ შენობაში წლებია …

Exit mobile version