ქედის სოფლებს მალე მესამე ნაგავმზიდი მოემსახურება

წელს ქედის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ შპს „ქედის კომუნალურსერვისის“ ავტოპარკს მეორე ავტომობილი შეუძინა. მიმდინარე წლის იანვარში მერიამ „მანის“ მარკის ნაგავმზიდი 280 000 ლარად იყიდა, ხოლო ამჯერად მცირეტვირთამწეობის სატვირთო მანქანა – 14 700 ლარად. მიუხედავად იმისა, რომ ყველა სოფლიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენები უკვე სისტემატიურად გააქვთ, ქედის მერია სერვისის გასაუმჯობესებლად კვლავ აქტიურად მუშაობს. ახალი ავტომობილი მალე იმ უბნებს მოემსახურება, საიდანაც …

„სახალხო აფთიაქი“ საკუთარ ფილიალებში თქვენი პროდუქციის რეალიზაციას გთავაზობთ

შპს სახალხო აფთიაქი ყველა დაინტერესებულ კომპანიას სთავაზობს პროდუქციის რეალიზების შესაძლებლობას ქვეყნის მასშტაბით 75 ფილიალში, მათ შორის ისეთ მოშორებულ ან ძნელად მისადგომ რეგიონებში, სადაც სხვა ფარმაცევტული ქსელიც არ არის და ზოგადად, ქსელური სავაჭრო ობიექტების ნაკლებობაცაა. მაგალითად, სტეფანწმინდაში, ლენტეხში, თიანეთში, თეთრიწყაროში, წალკაში, ცაგერში. „სახალხო აფთიაქის” საუბნო ტიპის აფთიაქებში მედიკამენტების გარდა ჩვენს მომხმარებლებს ბევრ სხვა საინტერესო პროდუქციას ვთავაზობთ. მათ …

საქართველოში შვეიცარიული კომპანია „შტადლერის“ რეგიონული ქარხანა აშენდება

საქართველოში ვიზიტით იმყოფება  შვეიცარიული კომპანია „შტადლერი“-ს მფლობელი, პიტერ შპულერი.  მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელი ლიდერი კომპანიის დამფუძნებელს შეხვედრა ჰქონდა „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ   დირექტორ დავით ფერაძესთან და თბილისის ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესთან. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში „შტადლერის“ რეგიონული ქარხნის  მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება. ახალი ქარხანა მოძრავი შემადგენლობებით, როგორც ,,საქართველოს რკინიგზას“, ასევე, თბილისის მეტროს უზრუნველყოფს. ტექნიკური და კომერციული მიზანშეწონილობის მიხედვით, …

პირველად საქართველოში – თმის ცვენის კონტროლი ქიმიოთერაპიის დროს

„პაქსმენი“  საქართველოშია – კლინიკა „ნიუ პლაზმამ“ ბათუმში „პაქსმენის“ ინოვაციური აპარატის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ადგილობრივი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ასევე ესწრებოდა თავად „პაქსმენის“ სამედიცინო წარმომადგენელი, რომლის ხელმძღვანელობით კლინიკის პერსონალს სერტიფიცირებული ტრენინგი ჩაუტარდა. რა არის თვის კანის გაგრილების სისტემა ?  „პაქსმენი“ წარმოადგენს აპარატს, რომლის სპეციალური ქუდის საშუალებით ხდება თავის კანის (სკალპის) …

17 – 18 სექტემბერს „საგიტარიუსში“ კონსულტაციებსა და ოპერაციებს ოფთალმოლოგი გელა ობერიუხტინი ჩაატარებს

17-18 სექტემბერს კლინიკა „საგიტარიუსში“ კონსულტაციებსა და ქირურგიულ ჩარევებს ჩაატარებს საქართველოს წამყვანი ოფთალმოლოგი, მედიცინის დოქტორი, გელა ობერიუხტინი.  მოზრდილთა და ბავშვთა ასაკის თვალის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა; სიელმის მკურნალობა; ასტიგმატიზმი; მიოპია; ჰიპერმეტროპია და სხვა. კონსულტაციასა და ოპერაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 0422 27 95 53; 577 77 97 97. მისამართი: ქ.ბათუმი, ზ.გორგილაძის ქ. #91

ხავერდოვანი პერიოდის დაუვიწყარი საღამოები ბათუმში

ზაფხული ეს-ესაა დასრულდა, მზის მწველი მცხუნვარება რბილ, სასიამოვნო სითბოდ იქცა, ზღვა სექტემბრის მუქ ლურჯ ცას ირეკლავს და კამკამებს. სექტემბრის ბათუმში დასვენება საუკეთესო პერიოდია განსატვირთად და უშფოთველი შვებულების მოსაწყობად. ზღვა სექტემბერში განსაკუთრებით მშვიდი და სუფთაა, მზეც არ გწვავთ და ზომიერ, ოქროსფერ რუჯს იღებთ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. შემოდგომის პირველი თვე აუცილებლად გამოსაყენებელი პერიოდია, რაც ზაფხულის ხმაურიანი და …

„Agro Batumi 2018“ 12-14 ოქტომბერს გაიმართება

2018 წლის 12-14 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში, სპორტულ ცენტრში, კომპანია „GEONET EXPO–ს“ ორგანიზებით გაიმართება მე-8 საერთაშორისო აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების გამოფენა-გაყიდვა „Agro Batumi 2018“. GEONET EXPO საქართველოში ერთ-ერთი პირველი საგამოფენო .კომპანიაა მისი ძირითადი მიზანი ბათუმში საერთაშორისო გამოფენის ორგანიზებაა. „Agro Batumi 2018“ ფართო მასშტაბის მატარებელია, ის წლიდან წლამდე უფრო მიმზიდველი და ეფექტური ხდება. გამოფენაში მონაწილე კომპანიები სამი …

„ანრის“ პროფესიული პროგრამების განხორციელების უფლება მიენიჭა

საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ „ანრის“ კიდევ ერთი დიდი გამარჯვება: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის  პირველი სექტემბრის გადაწყვეტილებით, შპს ბათუმის უმაღლეს საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ „ანრის“ მიენიჭა ორი პროფესიული მოდულური საგანმანათლებლო პროგრამის სრული უპირობო განხორციელების უფლება. [checklist] საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია გემის სამანქანო განყოფილების ექსპლუატაცია [/checklist] „ანრი“ ულოცავს ყველას,  ვინც გულშემატკივრობდა და თავისი წვლილი შეიტანა მოდულური პროგრამების მომზადებასა და მიღწეულ …

საკონდიტრო „თავადური“ ხელვაჩაურის პურპროდუქტების საწარმოსგან

ხელვაჩაურის პურპროდუქტების საწარმო ცნობილია თავისი  სურნელოვანი და გემრიელი პურით. თუმცა, გარდა პურპროდუქტებისა, ხელვაჩაურის საწარმოში ნატურალური პროდუქტით მზადდება უგემრიელესი საკონდიტრო ნაწარმი „თავადური“, რომელიც ქალაქის თითქმის ყველა მაღაზიაში იყიდება. „ტრადიციული მეთოდით, ნატურალური ინგრედიენტებით დამზადებულ საკონდიტრო ნაწარმს ვაწვდით მომხმარებელს. ვხელმძღვანელობთ ბებიების რეცეპტით: მხოლოდ სოდა, შაქარი, ფქვილი, მარილი, ნატურალური კვერცხი და კარგი ხარისხის კარაქი – ეს ის ძირითადი ინგრედიენტებია, …

ქედის მუნიციპალიტეტში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები

აჭარის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა გრძელდება. სამუშაოები კონკრეტულ მუნიციპალიტეტში არსებული ბიუჯეტის მიხედვით, ადგილობრივი მოსახლეობის უშუალო ჩართულობითა და ინტერესების გათვალისწინებით მიმდინარეობს. გზების მშენებლობის პროექტები აქტიურ ფაზაშია ქედის მუნიციპალიტეტში, სადაც გასული თვის განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობისთვის მართლაც მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა. დასრულებული სამუშაოები მიმდინარე კვირაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, თავისი გუნდის წევრებთან ერთად პირადად მოინახულა და …

ბათუმის საკრებულოს სხდომის გადაწყვეტილებები [31.08.2018]

ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილეს. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით დამტკიცდა ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესი, ასევე, სანებართვო …

ბაგა-ბაღი „აისი“ აცხადებს აღსაზრდელთა მიღებას

თუ თქვენი ბავშვისთვის საბავშვო ბაღს ეძებთ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სადაც იქნება უსაფრთხო, ოჯახური და მეგობრული გარემო – ბაგა-ბაღი „აისი“ საუკეთესო არჩევანია. ბაღში მცირე – 10-ბავშვიანი ჯგუფებია და თქვენს შვილს აქ ყოფნის პერიოდში ყურადღება არ მოაკლდება. აქვს ფართო სივრცე, მზიანი ოთახები, კლასებში ინვენტარი მორგებულია ყველა ასაკობრივ ჯგუფზე. დღის რეჟიმი [checklist] სამჯერადი კვება შუადღის ძილი ეზოში გასეირნება …

Manpa-მრავალფეროვანი და გემოვნებიანი ავეჯი თქვენი სახლისთვის

თუ უკვე დაასრულეთ რემონტი და სრული კომფორტისთვის ავეჯის ყიდვაღა გაკლიათ, ან უბრალოდ ძველი ავეჯის ახლით ჩანაცვლება გსურთ, დიდხანს ფიქრი არ მოგიწევთ. ავეჯის შესაძენად ჩვენ „მანპას“ ფირმის პროდუქციას გირჩევთ. „მანპა“ ავეჯს საკუთარ ქარხანაში ამზადებს. შესაბამისად აქ ადგილზე აკონტროლებენ ხარისხს და ნებისმიერი ავეჯის შეძენისას მომხმარებელს ორწლიან გარანტიას სთავაზობენ. სავარძლები, დივნები, ტელევიზორის დგამები, პუფები და დაწნული ავეჯი, ჟურნალის …

აჭარა ლიტერატურულ ფესტივალს მასპინძლობს

აჭარის მაღალმთიანეთში ლიტერატურული ფესტივალი “ზე-კართან” დაიწყო. ფესტივალის მიზანია თანამედროვე ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობა, აჭარის მაღალმთიანეთის პოპულარიზაცია მწერლებსა და პოეტებში, აჭარის ისტორიასა და კულტურაზე ახალი ლიტერატურული ნაწარმოებების შექმნა. ფესტივალი უკვე მეექვსე წელია ტარდება აჭარაში. ოთხი დღის განმავლობაში გაიმართება პოეზიის საღამოები, საჯარო ლექციები, მასტერკლასები წიგნების პრეზენტაციები, ინტელექტუალური თამაშები, ექსკურსიები ადგილობრივი ისტორიული ძეგლების, მუზეუმების, კულტურული კერების სანახავად. ფესტივალში მონაწილეობას …

ქირავდება ბინა დამსვენებლებზე ბათუმის ცენტრში

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, ზღვასთან ახლოს, ქირავდება სამოთახიანი კეთილმოწყობილი ბინა დამსვენებლებზე, კონდიცირებითა და კარგი ბიბლიოთეკით. შესაძლებელია 5 ადამიანის განთავსება. ფასი: 80 ლარი დარეკეთ: 599 45 44 61 

„საქართველოს რკინიგზისა“ და „დოიჩე ბანის“ გენერალური დირექტორების შეხვედრა ბიზნესმენებთან

გერმანიის ფედერალური კანცლერის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ქართული და გერმანული ბიზნესის წარმომადგენლების მონაწილეობით გამართული „მრგვალი მაგიდის“ მუშაობას საქართველოს რკინიგზისა და „დოიჩე ბანის“ გენერალური დირექტორები, დავით ფერაძე და რიჩარდ ლუცი დაესწრნენ. შეხვედრაზე გერმანულ კომპანიებს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და ბიზნესის წარმოების შესაძლებლობები გააცნეს. შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს, საქართველოს რკინიგზა და ევროპის ყველაზე მსხვილ სატრანსპორტო კომპანია „დოიჩე ბანი“ ოფიციალური …

ფასდაკლების აქცია „ჯივილიში“ – „აიღე ორი ერთის ფასად“

საბავშვო ტანსაცმლის მაღაზია „ჯივილი“ ნარინჯისფერი ეტიკეტით არსებულ სეზონურ ტანსაცმელზე გთავაზობთ ფასდაკლების აქციას. ფასდაკლება გაგრძელდება სეზონის დასრულებამდე. მის.: ბათუმი, ზურაბ გორგილაძის 88.

„ბათუმი ფოტოდღეები“ 31 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება

წელს პირველად ჩატარდება „ბათუმი ფოტოდღეების“ ფესტივალი განახლებული და მრავლისმომცველი კონცეფციით. ფესტივალი 2014 წლიდან ცნობილია საერთაშორისო საზოგადოებისთვის სახელწოდებით – „ოდესა//ბათუმი ფოტოდღეები“. ფოტოდღეების თემა და, შესაბამისად, მთავარი გამოფენის სახელწოდებაც არის se@ experience – რომელიც შეიძლება ითარგმნოს, როგორც „ნახე გამოცდილება“ ან „ზღვა გამოცდილება“. ეს იდეა დაფუძნებულია განსხვავებული ხედვისა და ღრმა განცდის უნარზე, ზღვა – როგორც სუბსტანციის სიმბოლო, გარემოს …

ფესტივალის „ზე-კართან“ კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

28-31 აგვისტოს აჭარის მაღალმთიანეთში ლიტერატურული ფესტივალი „ზე–კართან” გაიმართება. ფესტივალის მიზანია თანამედროვე ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობა, აჭარის მაღალმთიანეთის პოპულარიზაცია მწერლებსა და პოეტებში, აჭარის ისტორიასა და კულტურაზე ახალი ლიტერატურული ნაწარმოებების შექმნა. ფესტივალის ფარგლებში კონკურსი გამოცხადდა ახალგაზრდა ნიჭიერი რეჟისორებისა და პოეტების შესარჩევად, რომლებიც ხულოსა და შუახევში ვიდეორგოლებს გადაიღებენ. კომისიამ საქართველოს მასშტაბით შემოსული ათეულობით განაცხადიდან შეარჩია ოთხი რეჟისორი – ქეთი …

ჰელიკობაქტერიოზი – „ფარული“ ეპიდემია

მოსახლეობის უმრავლესობას  არასერიოზული დამოკიდებულება გააჩნია ისეთი დაავადების მიმართ, როგორიცაა გასტრიტი. „ეს ყველაფერი ნერვიულობისგან ან არასწორი კვების გამო მაქვს“, – ვამბობთ ხშირად. თუმცა ბოლო 30 წლის განმავლობაში გაირკვა, რომ ქრონიკული გასტრიტისა და კუჭის წყლულის ერთ- ერთი  ძირითადი მიზეზია ბაქტერია ჰელიკობაქტერპილორი(H.pylori). ამ აღმოჩენისთვის ექიმებმა – ბარი მარშალმა და რობინ უორენმა ნობელის პრემია მიიღეს. ჰელიკობაქტერიის აღმოჩენამ რადიკალურად შეცვალა …

თორნიკე რიჟვაძე ქედაში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

აჭარის რეგიონის პირველი პირი მთავრობის წარმომადგენლებთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ქედაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს 18 აგვისტოს გაეცნო: „დღეს ქედის მუნიციპალიტეტში დავათვალიერეთ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. მათ შორის ვნახეთ მშენებარე ბაღი, რომელიც ძალიან მალე შეძლებს მიიღოს პატარები. ასევე დავათვალიერეთ გზის მონაკვეთი, რომელიც უკვე დასრულებულია. ქედაში 12 კმ-მდე ასფალტო-ბეტონის გზა დაიგო წელს და ეს კარგი მაჩვენებელია. თუმცა …

გაექეცი ზაფხულს კურორტ გოდერძიზე

თუ აქამდე ფიქრობდით, რომ გოდერძი მხოლოდ ზამთრის კურორტია, ცდებით. ზაფხულის გამთანგველ სიცხეში, როცა გრილ ადგილას თავშეფარება და ახალი ადგილების აღმოჩენა გსურთ, აუცილებლად გოდერძის უნდა მიაშუროთ. ალპური ბოტანიკური ბაღი, მწვანე ტბა, რომელიც მართლა მწვანეა, კურორტი ბეშუმი თავისი იაილებით და ადგილობრივ მემთეურთა საზაფხულო ყოფა: მთის ყველისა და კარაქის მზადება, ხის სახლებში ზაფხულობით მცხოვრებთა ყოველდღიურობა – ამ ყველაფრით …

მერლაბი – ფართო სპექტრის სამედიცინო-კვლევითი ლაბორატორია ბათუმში

სამედიცინო კვლევითი ლაბორატორია „მერლაბი“ ბათუმში უკვე მესამე წელია ფუნქციონირებს. ლაბორატორია თურქული კომპანიის ფილიალია საქართველოში. აქ იშვიათი კვლევები ტარდება ძვირადღირებული აპარატურის მეშვეობით, რის შესახებაც საქართველოს მოქალაქეებს ინფორმაცია ნაკლებად აქვთ. პაციენტები ხშირად მეტ დროს, ფინანსებსა და ძალისხმევას ხარჯავენ, რათა თურქეთში ჩაიტარონ ზუსტად იგივე კვლევები, რასაც ბათუმში, „მერლაბში“ ბევრად უფრო ხელმისაწვდომი პირობებით შესთავაზებენ. საჭიროების შემთხვევაში ანალიზები კვლევითი ლაბორატორიიდან …

„ანრი“ აცხადებს მიღებას პროფესიულ პროგრამებზე

ავტორიზებული და აკრედიტებული შპს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი „ანრი” აცხადებს საბუთების მიღებას III საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების შემდეგ სპეციალობებზე: [checklist] გემბანის რიგითი მეზღვაური სამანქანო განყოფილების რიგითი მეზღვაური [/checklist] საბუთები მიიღება 2018 წლის 25 აგვისტომდე. მისამართი: ბათუმი, ანგისის დასახლება, შ. ხიმშიაშვილის ქ. №47-ის მიმდებარე ტერიტორია. მობ.: 593 40 22 18. ტელ.:042 244411

ბათუმი – 2019 წლის ევროპის სპორტის ქალაქი

ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, რომელმაც ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მოიპოვა! ACES Europe-მა (ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაციამ) ბათუმს 2019 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიანიჭა. განაცხადი სტატუსის მინიჭებაზე ბათუმის მერიამ გააკეთა. აღსანიშნავია, რომ ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოდან, რომელმაც აღნიშნულ ორგანიზაციას განაცხადით მიმართა და სტატუსი მოიპოვა. სპეციალური კომისია საქართველოს ივლისის თვეში სტუმრობდა ინსპექტირების მიზნით. ACES …

თორნიკე რიჟვაძე რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეცნობა

ბათუმში ნაპირდაცვის სამუშაოები მიმდინარეობს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ბათუმში ნაპირდაცვის სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით  ხორციელდება და მისი ღირებულება 55 მილიონ ლარს სცდება. მიმდინარე სამუშაოები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ დაათვალიერეს. სამუშაოების მიმდინარეობას ასევე გაეცნო აჭარის ა/რ …

„ახალგაზრდები დადებითი ცვლილებებისთვის“ – პროექტმა სტარტი ქედიდან აიღო

ENPARD-ის მეორე ეტაპის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ და ა(ა)იპ „ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი“ ახორციელებს პროექტს ,,ახალგაზრდები დადებითი ცვლილებებისთვის“. პროექტი, რომლის პრეზენტაციაც დღეს ქედაში გაიმართა, ვროკავშირი აფინანსებს. საინფორმაციო შეხვედრა ქედელი ახალგაზრდების მიერ მომზადებული ხორუმით გაიხსნა. ქედის კულტურის ცენტში შეკრებილ, აჭარის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ 100 ახალგაზრდას სიტყვით მიესალმნენ ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ დამფუძნებელი სოფიო …

„ვიზრუნოთ ერთმანეთზე, სიცოცხლე არ მეორდება“- ბაგა-ბაღ „მადაგასკარის“ აღსაზრდელების  კამპანია

ბაგა-ბაღ „მადაგასკარის“ აღსაზრდელებმა ჩაატარეს საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კამპანია – „ვიზრუნოთ ერთმანეთზე, სიცოცხლე არ მეორდება“. „შეიკარი ღვედი“, „დედა იარე ნელა“, „ნუ წაგვართმევთ სიცოცხლეს“, „ჩვენი უსაფრთხოებისთვის“ – ამ და სხვა გამაფრთხილებელი სლოგანებით „შეიარაღებული“ „მადაგასკარის“ აღსაზრდელები გზების იმ მონაკვეთებზე გამოჩნდნენ, სადაც მანქანები ინტენსიურად მოძრაობს. ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მცდელობა შედეგიანი გამოდგა – მათ ნამდვილად გამოუვიდათ მძღოლების ყურადღების მიქცევა. „მადაგასკარმა“ იზრუნა …

საკრებულოს გადაწყვეტილება საარჩევნო-სააგიტაციო საკითხებთან დაკავშირებით

ბათუმის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო-სააგიტაციო მასალის განთავსებისა და საარჩევნო პერიოდის განმავლობაში საარჩევნო სუბიექტების მიერ ღონისძიებების გამართვის ადგილი განსაზღვრა. საარჩევნო მასალების გავრცელება (გამოფენა), მათ შორის საარჩევნო პლაკატების გაკვრა მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობით დასაშვებია ქ. ბათუმის მთელს ტერიტორიაზე არსებულ ყველა ობიექტზე (შენობათა ფასადებზე და სხვა), გარდა იმ შენობა-ნაგებობების …

საკრებულოს გადაწყვეტილება აღმაშენებლის ძეგლის თაობაზე

ბათუმის საკრებულომ დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე დავით აღმაშენებლის ძეგლის განთავსების ადგილი განსაზღვრა. აღნიშნულ საკითხზე კენჭისყრაზე გავიდა ორი განკარგულების პროექტი – ერთი, რომელიც წარადგინა საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიამ და მეორე, რომელიც სხდომაზე ინიციატივის სახით, საკრებულოს ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააყენა. საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ მხარი კომიისიის მიერ წარდგენილ განკარგულების პროექტს დაუჭირა, რომლის მიხედვითაც …

ვითიბი ბანკი საკრედიტო ბარათებზე აქციას იწყებს

„ვითიბი ბანკი“ საკრედიტო ბარათზე – VTB  Credit Card -ზე აქციას იწყებს, რომლის ფარგლებშიც განაღდების საკომისიო „ვითიბისა“ და პარტნიორი ბანკების ბანკომატებში 1% -ია (ეფექტური 8.71%-დან). საკრედიტო ბარათის საშეღავათო პერიოდი 55 დღეა, მის მთავარ უპირატესობას დაბალი საპროცენტო განაკვეთი და გადახდის მოქნილი პირობები წარმოადგენს. აქცია სექტემბრის ბოლომდე გრძელდება. VTB Credit Card- ით სარგებლობა შეუძლიათ 23-65 წლის პირებს. საკრედიტო …

სახალხო დღესასწაული „შუამთობა -2018“

5 აგვისტოს მაღალმთიან აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართა. შუამთობის ტრადიციული დღესასწაული აჭარის მოსახლეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიულოცა. კურორტ ბეშუმის დამსვენებლებთან ერთად სახალხო დღესასწაულზე უცხოელი ტურისტების სიმრავლე შეინიშნებოდა. სადღესასწაულო კონცერტის დაწყებამდე მემთეურებს და მოწვეულ სტუმრებს „შუამთობა“ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს …

ზაფხულის ზღაპარი ბეშუმში

„იქაური ცხვრის რძე რომ 25 დღე სვა, ბრმაც იყო, დღისით ცაზე ვარსკვლავებს ნახავ“, „ძროხის ყიდვა თუ გინდა, დიდაჭარის იაილების შავი ძროხა სჯობს, ადიგენის „ბელასნეჟკას“ – მეტს იწველება. მწვანე ტბის ახლო ჭაობებში გარეული იხვი იცის, ნადირობის სეზონზეც კი არ კლავენ, – იცი რატომ? ეცოდებათ. ბუნება უყვართ იქაურებს“, – მსგავს ტექსტებს ბეშუმის შესახებ ბათუმიდან ამ კურორტისკენ მიმავალ …

თორნიკე რიჟვაძემ ხულოს მუნიციპალიტეტის საკურორტო ზონაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული ობიექტები მოინახულა

თორნიკე რიჟვაძე – „ მწვანე ტბა პოპულარულ ტურისტულ ადგილად უნდა იქცეს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მაღალმთიანი აჭარის ტურისტულად ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი – მწვანე ტბა და მიმდებარედ არსებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. https://www.youtube.com/watch?v=XU_7Duweg7M&t=25s მწვანე ტბის ირგვლივ მიმდინარე სამუშაოებს მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის მთავრობის და ხულოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც გაეცნენ. ამ ეტაპზე გოდერძის უღელტეხილი-მწვანე ტბის …

ფინკა ბანკის ვადიან დეპოზიტზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა

„ფინკა ბანკი“ განაგრძობს 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით მომხმარებლისთვის სიახლეების შეთავაზებას. საზაფხულო აქციის ფარგლებში, 2 აგვისტოდან საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა ლარში განთავსებულ ვადიან დეპოზიტზე. მომხმარებელს შეუძლია გახსნას ან გამოდმოიტანოს დეპოზიტი „ფინკა ბანკში“ და მიიღონ მაღალი საპროცენტო სარგებელი. ფიზიკური პირების მიერ ვადიან დეპოზიტზე თანხის 6 თვით განთავსების შემთხვევაში წლიური საპროცენტო განაკვეთი ლარში განთავსებულ დეპოზიტზე 9.5% (ეფექტური – 9.73 …

აჭარაში 105 კილომეტრამდე შიდა სასოფლო ბეტონის გზა დაიგება – დაიხარჯება 5,5 მილიონი [ფოტო]

საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი შიდა სასოფლო გზების კეთილმოწყობაა. სამუშაოები კონკრეტულ მუნიციპალიტეტში არსებული ბიუჯეტის მიხედვით, ადგილობრივი მოსახლეობის უშუალო ჩართულობითა და ინტერესების გათვალისწინებით იგეგმება. კალენდარული წლის ნახევარზე მეტი გავიდა და, შესაბამისად, დაგეგმილი პროექტების უმრავლესობა უკვე დასრულებულია ან გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. წელს რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტში 105-კილომეტრამდე ბეტონის გზა დაიგება, რაშიც 5,5-მდე მილიონი ლარი დაიხარჯება. აქედან, ქობულეთის …

Exit mobile version