ნენია – სოფელი თამბაქოს პლანტაციებში

ნენია ზღვის დონიდან 700 მეტრზე მდებარე, შუახევის პატარა სოფელია. მთაგორიანი გზებით, ფერდობებზე შეფენილი ხის სახლებით და შემოდგომაზე მწკრივებად აცმული თამბაქოს ფოთლების შრიალით. სიტყვა „ნენია“ საგალობელს ნიშნავს. ხელისგულისოდენა სოფელში დაახლოებით 220 ოჯახი ცხოვრობს. პატარა გორაკებზე ხის კოხტა სახლები დგას მზის გულზე. აივნებზე ძაფზე აცმული თამბაქოს მწკრივები შრება, ნალიებზე წითელი წიწაკა და სიმინდის ტაროები გაუფენიათ. როცა დაზამთრდება …

პრაშანტ ჯოში „შუახევი ჰესის“ გამოწვევებსა და წარმატებებზე

როგორ აშენდა და როგორ ფუნქციონირებს შუახევი ჰესი? აჭარისწყალი ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორი, პრაშანტ ჯოში, იმაზე თუ რა გამოწვევები ჰქონდა გუნდს და როგორ გადალახეს არსებული წინააღმდეგობები. ნახეთ, ვიდეო:

Bookshop-ის 20% ფასდაკლება ბათუმელებისთვის

ბათუმში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, English Book Education-ის მაღაზია bookshop-ი, რომელიც მდებარეობს ძმები ზუბალაშვილებისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაში, ოქტომბრის თვის განმავლობაში თავის ერთგულ მომხარებელს სთავაზობს 20% ფასდაკლებას. ფასდაკლება ვრცელდება მხოლოდ მხატვრულ ლიტერატურასა და ბრენდირებულ აქსესუარებზე. მაღაზიაში თქვენ ნახავთ ყველასათვის საყვარელ ჰარი პოტერების სპეციალურ გამოცემას, სტივენ კინგის საშინელებათა ჟანრის წიგნებს, სხვადასხვა საკოლექციო გამოცემას, მსოფლიო ლიტერატურის კლასიკად აღიარებულ …

ჰესების 4 ინჟინერი საქართველოდან – ახალი თაობა

იცნობთ საქართველოში ინჟინრების ახალ თობას? იცით, რას აკეთებენ, სად მიიღეს განათლება, რა გამოცდილება დააგროვეს? დღეს მოგიყვებით „შუახევი ჰესში“ მომუშავე 4 ინჟინერზე, რომლებსაც თავიანთი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში, იმაში, რომ ჩვენს სახლებში ელექტროენერგიის უწყვეტი ნაკადი მოედინება. გიორგი ლაკირბაია, ინჟინერ – მშენებელი გიორგი ლაკირბაია პროფესიით ჰიდროინჟინერია. როგორც ამბობს, ის ოჯახში ამ პროფესიის მესამე თაობის წარმომადგენელია. მასზე ბაბუამ …

აჭარის განათლების სამინისტროში კულტურის მუშაკებთან ონლაინ შეხვედრა გამართეს

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ აკაკი ძნელაძემ და კულტურის დეპარტამენტის უფროსმა თამარ გუდავამ სამინისტროს საქვეუწყებო, კულტურის დაწესებულებების ხელმძღვანელებთან ონლაინ შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების არსებულ რეალობასთან ადაპტირებისა და განხორციელების გზები. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბათუმის სახელოვნებო სკოლებიც, მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან სწავლებას დისტანციურ რეჟიმში დაიწყებენ. მოსწავლეებთან დისტანციური გაკვეთილების ჩასატარებლად, მასწავლებლები …

ფინკა ბანკის მმართველ გუნდს ირაკლი ელაშვილი უხელმძღვანელებს

ირაკლი ელაშვილი ფინკა ბანკი საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავჯდომარეა. ის ფინკა ბანკს აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე 2020 წლის სექტემბერში შემოუერთდა. მას ფინანსურ და საბანკო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საქართველოში, აზერბაიჯანსა და დიდ ბრიტანეთში ისეთ ორგანიზაციებში როგორიცაა Barclays Bank, BNP Paribas და თიბისი კაპიტალი. 2017-2019 წლებში ირაკლი თიბისი კაპიტალის დირექტორი და საქართველოს საფონდო ბირჟის …

აჭარის მუნიციპალიტეტებში დასრულებული მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინტენსიურად აგრძელებს ხუთივე მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების რეაბილიტაციას, ხიდებისა და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობას. ამ ეტაპზე დასრულდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში მორიგი ინფრასტრუქტურული პროექტები: [checklist] კვირიკე-კვირიკეს მეურნეობის საავტომობილო გზაზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები. [/checklist] პროექტის ფარგლებში ორკილომეტრიან მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი მოეწყო. დასრულებულია ერთი ახალი ხიდის მშენებლობა, მოეწყო შესაბამისი ხელოვნური და დამცავი ნაგებობები. …

თიბისი ბიზნესებს 250 000 ლარამდე სესხს სთავაზობს უზრუნველყოფის გარეშე

პირველად საქართველოში, ბიზნესების მხარდასაჭერად და მათი საქმიანობის გასამარტივებლად, თიბისიში უკვე შესაძლებელია 250 000 ლარამდე სესხით სარგებლობა ქონების და ძირითადი საშუალებების უზრუნველოფის გარეშე. შეთავაზებით სარგებლობისთვის, ბიზნესების წარმომადგენლებმა ონლაინ განაცხადი უნდა შავსონ, რის შემდეგაც მათ თიბისიდან დაუკავშირდებიან. სესხის დაფარვის ვადა და საპროცენტო განაკვეთი ინდივიდუალურია და ის ბიზნესის ფინანსური მდგომარეობიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე განისაზღვრება. „საქართველოში და ზოგადად, მსოფლიოში …

გამოწვევები ქართულ საზღვაო სფეროში და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის კეთილი ნების საზღვაო ელჩის როლი

ნუგზარ ბოლქვაძე შორეული ნაოსნობის კაპიტანი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საზღვაო ელჩი საქართველოში საქართველოსთვის, როგორც საზღვაო ქვეყნისთვის, დიდი გამოწვევაა საზღვაო სფეროს სრულყოფილად გამოყენება და განვითარება ქვეყნის საკეთილდღეოდ. საქართველოს მეზღვაურებმა მრავალი რთული პერიოდი გამოიარეს რამაც მაინც არ გაუნელა სურვილი მომავალ თაობებს ზღვაში წასვლისა. ლეგენდარული ქართველი კაპიტნის–ანატოლი კაჭარავას ავტორიტეტით, დამსახურებითა და მოთხოვნით 1967 წელს შექმნილმა საქართველოს საზღვაო სანაოსნომ მხოლოდ …

შემოდგომა აჭარაში შუამთის მისტიურ ტბებზე

„სათოვლია რომ გეიშლება მთიდან უნდა გედეიბარგო“, – ამბობენ აჭარის მაღალმთიანეთში მემთეურები. სათოვლია ალპური, თეთრი ყვავილია შროშანისებრთა გვარიდან. სხვაგვარად უცუნასაც ეძახიან. სათოვლიების გაშლა მალე აცივების და გათოვების მანიშნებელია. შუამთის ალპური ველებზე უკვე  ყვავის ეს თეთრი ყვავილები. მემთეურთა სახლები ცარიელია. ირგვლივ სრული სიჩუმეა. გესმის მხოლოდ ხეობებიდან მონაბერი სექტემბრის ქარების ხმა და ქინქლების ბზუილი. ალპურ ზონაში ხეები არ …

„ნიკო“ – ქუჩის ხელოვნების ფესტივალი ბათუმში და ოთხი ახალი ნამუშევარი ქალაქის კედლებზე

მიმდინარე წლის 12-19 სექტემბერს ბათუმი ქუჩის ხელოვნების ფესტივალი „ნიკო“ გაიმართა. 2020 წელს სამინისტროს მიერ 7 ფესტივალი დაფინანსდა, მათ შორისაა „ნიკოც“, რომელიც ბათუმში წელს მეორედ ჩატარდა. ქუჩის ხელოვნების მოძრაობა ბოლო წლებში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ყოველწლიურად საქართველოს 5 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში – ახალგაზრდა არტისტები კედლის მხატვრობის ნიმუშებს ქმნიან. პანდემიის მიუხედავად, …

კოლეჯ “Golden Sea“-სა და სასტუმრო „Grand Gloria“-ს ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი

შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯმა „Golden Sea“-მ, სასტუმრო „Grand Gloria“-სთან პარტნიორობით, სასტუმროს ბაზაზე 2019 წლის 24 სექტემბერს დაიწყო მზარეულის გრძელვადიანი სასწავლო კურსის განხორციელება. COVID19-ის პანდემიის ფონზე აუცილებელი გახდა საქართველოს განათლების სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე მორგება, ამიტომ სასწავლო პროცესი დისტანციურად წარიმართა და ამ ეტაპისთვისაც, Covid19-ის ფონზე, სასტუმრო „Grand Gloria“- სა და კოლეჯის ერთობლივი …

თიბისიმ ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო

აქ. ახლა, თიბისიში ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო. მომხმარებელი, რომელიც ფულად გზავნილს თიბისიში გაანაღდებს ან გაგზავნის, შესაძლებლობა აქვს, დასაჩუქრდეს სუპერ პრიზით – 20,000 ლარით ან აღმოაჩინოს 20,000 მომენტალური საჩუქრიდან ერთ-ერთი. თიბისის ფულადი გზავნილების აქცია 18 სექტემბერს დაიწყო და 25 დეკემბრამდე გაგრძელდება. აქციაში მომხმარებლები ავტომატურად ჩაერთვებიან. გზავნილის განაღდებისას ყოველი მესამე მომხმარებელი დასაჩუქრდება მომენტალური პრიზით, მათ შორის: PSP-ს, …

ხუცუბნის ახალი სკოლის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

ხუცუბნის ახალი სკოლის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა.პროექტის მიხედვით აშენდება სამსართულიანი შენობა, რომელშიც განთავსდება 12 საკლასო ოთახი, ლაბორატორიები, კომპიუტერული კაბინეტი, ბიბლიოთეკა, კვების სივრცე. შენობაში ასევე იქნება სპორტდარბაზი და სააქტო დარბაზი არანაკლებ 150 მაყურებელზე. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული, დამონტაჟდება ლიფტი. პროექტი ითვალისწინებს სკოლის ტერიტორიის სრულ კეთილმოწყობასაც.პროექტის ღირებულებაა 3 369 897 ლარი.სამუშაოების დასრულების ვადა 21 თვე. მშენებლობის …

„სქროლის“ სკუტერები „სეიფსეპტის“ სადეზინფექციო ხსნარით აღჭურვეს

მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის, სქროლის გუნდი ცდილობს შეამციროს პანდემიის გავრცელების რისკები. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ელექტროსკუტერი, სოციალური დისტანცირების თვალსაზრისით,  ყველაზე ოპტიმალური სატრანსპორტო ალტერნატივაა. ამასთანავე, სქროლის გუნდი ცდილობს მისი მომხარებლის ჯანმრთელობაზე ზრუნვა კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანოს და სეიფსეპტთან მეგობრობის ფარგლებში სკუტერები სადეზინფექციო ხსნარით აღჭურვა. „სქროლის პირველი გამოჩენა, სწორედ ეპიდაფეთქების პერიოდში მოხდა, რაც ერთგვარი გამბედავი …

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის დელეგაცია წინანდლის ფესტივალის გახსნას დაესწრო

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი  დელეგაციასთან ერთად წინანდლის მამულში გამართულ კონცერტს დაესწრნენ.  სტუმრებს შორის იყვნენ ესპანეთის, პორტუგალიის, საბერძნეთის, რუმინეთის, მაროკოს, საუდის არაბეთის, კონგოს, კენიის და სხვა ქვეყნების წარმოამდგენლები,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – მარიამ ქვრივიშვილი. წინანდლის ფესტივალის პირველ საკონცერტო დღეს ღია …

თიბისის მხარდაჭერით თბილისში ვეგანური კაფე SEED გაიხსნა

თიბისის პროგრამა „სტარტაპერის“ მხარდაჭერით, თბილისში, გ.ტაბიძის 24 ნომერში ცოტა ხნის წინ ახალი ვეგანური კაფე – SEED გაიხსნა, რომელიც გამორჩეული ადგილია ჯანსაღი და გემრიელი კერძების, სასიამოვნო გარემოსა და ახალი გემოების აღმოჩენის მოყვარულებისთვის. SEED-ის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ გემრიელი კერძების დაგემოვნებასთან ერთად, მას საგანმანათლებლო ფუნქციაც აქვს – აქ სტუმრებს დამფუძნებლები დეტალურად აცნობენ თითოეული კერძის შექმნის ისტორიას და …

უცნობი ტრადიციული კერძები აჭარიდან

აჭარის მთიანეთსა თუ ბარში გავრცელებულ კერძებს განთქმულ ქართულ სამზარეულოში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. აჭარულ სამზარეულოსაც ცალკე თავისებური სახესხვაობები აქვს: ლაზური კერძების ძირითადი ინგრედიენტი ხშირად თევზია, მთიან აჭარაში ნაღების, კარაქის, რძისა თუ ყველისგან დამზადებულ კერძებს ვხვდებით. ქობულეთში გარდა რძის პროდუქტებისა, ხორცისგან დამზადებული კერძების მრავალფეროვნებაცაა. არაფერს ვამბობთ ბორანოზე, სინორზე, აჭარულ ხაჭაპურსა და აჩმაზე. ეჭვიც არ გვეპარება, რომ დაგიგემოვნებიათ …

როგორ გავუმკლავდეთ სტრესს – 5 ოქროს წესი

აქამდე სამსახურსა თუ პირად ურთიერთობებში არსებულ ყოველდღიურ სტრესს ახლა პანდემიისა და მისი შედეგების შიშიც დაემატა, ამიტომ ახლა ისე როგორც არასდროს მნიშვნელოვანია შევძლოთ სტრესის მართვა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ სტრესის მართვის 5 ოქროს რჩევა შემოგთავაზოთ: 1. იმოძრავეთ რეგულარული ვარჯიში სხეულისა და გონების დასვენების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. გარდა ამისა, ვარჯიში აუმჯობესებს თქვენს განწყობას, მაგრამ გახსოვდეთ, საუკეთესო შედეგისთვის ფიზიკურ …

„ანრის“ გენერალურმა დირექტორმა ბათუმის N28 საჯარო სკოლას კომპიუტერები აჩუქა

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ „ანრის“ გენერალურმა დირექტორმა ანზორ დიასამიძემ ბათუმის N28 საჯარო სკოლას (ურეხის დასახლება) კომპიუტერები აჩუქა. ეს ტენდენცია სასწავლებელში დიდიხანია დამკვიდრდა და მომავალშიც გაგრძელდება. სასწავლებლის ადმინისტრაცია ყოველთვის უწყობდა ხელს მომავალი თაობების განვითარებას, რადგან ბათუმის უმაღლეს საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ „ანრის“ მიზანია, თავისი საქმიანობით წვლილი შეიტანოს ქალაქის, რეგიონისა და მთლიანად ქვეყნის განვითარებაში. დღეს, როდესაც სასწავლო …

სილქნეტის მომსახურების ოფისები დროებით იკეტება

შექმნილი რეალობიდან გამომდინარე,15 სექტემბრიდან, ჩვენი მომხმარებლებისა და სერვისცენტრის თანამშრომლების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დროებით დაიხურება მომსახურების ოფისები თბილისსა და რეგიონებში. პანდემიის პირველი დღიდან კომპანია ითვალისწინებდა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ რეგულაციებს. ამასთან, ავითარებდა სხვადასხვა პროდუქტს თუ მომსახურებას, რათა მომხმარებლებისთვის დისტანციურადაც ხელმისაწვდომი ყოფილიყო ყველა აუცილებელი სერვისი.  დღესაც, ისევე როგორც პანდემიის საწყის დღეებში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს სხვადასხვა ონლაინ მომსახურებით …

ულიმიტო წუთები და ინტერნეტ პაკეტები – სილქნეტი სოციალურ ქსელში გათამაშებას იწყებს

მიჩვეულზე 7 –ჯერ უფრო სწრაფი ინტერნეტის კამპანიის ფარგლებში, სილქნეტმა სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის საჩუქრები შეარჩია.  ყოველ კვირას, სილქნეტის Facebook და Instagram გვერდზე გამოქვეყნდება შეკითხვა. პირველი 10 სწორი პასუხის ავტორს  საჩუქარად გადაეცემა მომსახურების პაკეტი: [checklist] 15GB  ულიმიტო საუბარი; 5GB +100 წთ; [/checklist] გათამაშებაში მონაწილეობა ყველას შეეძლება.  მთავარია  მსურველი იყოს ფეისბუკის და ინსტაგრამის აქტიური მომხმარებელი, მისი პირადი მონაცემები …

თიბისი ბიზნესებს ინვოისების მართვას უმარტივებს

თიბისი ბიზნესებს მხარდაჭერის მიზნით, ინვოისინგის ახალ სერვისს სთავაზობს, რომელიც მნიშვნელოვნად ამარტივებს იმ რუტინას, რომლის შესრულებაც კომპანიებს ყოველდღიურად უწევთ. ახალი ფუნქციონალის მეშვეობით შესაძლებელია ინვოისების, ჩარიცხვების და გადარიცხვების ეფექტური კონტროლი და რეპორტინგი. ეს ბიზნესს საშუალებას მისცემს უზრუნველყოს გაწეული მომსახურების თანხის კომპანიის ანგარიშზე დროულად ჩარიცხვა. ინვოისების მართვის მოქნილი სქემა, რომელიც invoice.ge-მ შექმნა, ინტეგრირებულია თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკთან. მისი მეშვეობით …

აჭარაში სკოლების მშენებლობა რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ჯემალ სურმანიძემ სკოლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და სამინისტროს კონტრაქტორ კომპანიებს კიდევ ერთხელ მოუწოდა მკაცრად დაიცვან ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები, რომელიც დადგენილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ. ამ დროისათვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ხორციელდება …

აჭარის განათლების სამინისტროში მოსწავლეების ტრანსპორტირების საკითხზე შეხვედრა გაიმართა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ჯემალ სურმანიძე და პროგრამის კოორდინატორი ჯაბა აბულაძე იმ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც ახორციელებენ საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფას. შეხვედრაზე სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად მოსწავლეთა ტრანსპორტით მომსახურების საკითხები განიხილეს, მათ შორის, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული (COVID-19) რეკომენდაციების დაცვა. მოსწავლეთა ტრანსპორტირების დროს აუცილებელია კომპანიამ უზრუნველყოს …

ბათუმის ბულვარის ზოოკუთხეს ახალი ბინადრები ჰყავს [ვიდეო]

ბათუმის ბულვარის ზოოკუთხეს ახალი ბინადრები ჰყავს. იშვიათი ჯიშის თუთიყუშები ბულვარს ამირან მურვანიძემ აჩუქა, იგი წლებია ზოოკუთხის მოვლა-პატრონობას ხელმძღვანელობს და თითოეული ბინადარი საკუთარი ოჯახის წევრივით უყვარს. თუთიყუშების კუთხეს ბევრი დამთვალიერებელი და მოყვარული ჰყავს ბათუმის ბულვარში. მათი მხიარულება და ფერები განსაკუთრებით უყვართ ბავშვებს.

ბათუმის ბულვარის ტერიტორია სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა

დღეს დილიდან სადეზინფექციო საშუალებებით ბათუმის ბულვარის ტერიტორია მოირეცხა. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა სანაპიროს გასწვრივ არსებული პრომენადი, სასეირნო ბილიკები, ველობილიკი. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ბათუმის მერიას ბულვარში ჩატარებული პრევენციული სამუშაოებისთვის. Covid-19 პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებები, რაც უზრუნველყოფს ჯერ კიდევ საზაფხულო სეზონზე ზღვისპირა პარკის ვიზიტორების უსაფრთხოებას.

კონკურსი მოსწავლეებისთვის სკოლა პროგრესში

საერთაშორისო სკოლა პროგრესი აცხადებს კონკურსს ბათუმში მცხოვრები IX – X და XI კლასის მოსწავლეებისთვის! სწავლა მოიცავს სასკოლო მოდულთან ერთად მოსამზადებელ პროგრამას  ეროვნული გამოცდებისთვის სამ საგანში: ქართული, მათემატიკა და არჩევითი საგანი. თუ გსურს მოიპოვოთ 30 %-იანი გრანტი და გახდეთ პროგრესელი: გამოაგზავნეთ განაცხადი 7 სექტემბრამდე! წარმოადგინეთ გასული წლის აკადემიური ნიშნები! გაიარეთ ინგლისური ენის ტესტირება და გასაუბრება! დაგვიკავშირდით: ტელ.: …

„შენი იდეა ბათუმს” – იდეების წარდგენის ვადა 5 სექტემბერს იწურება

თუ გსურთ საკუთარ ქალაქში რაიმეს შეცვლა, სიახლეების დანერგვა და არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება, პროექტი „შენი იდეა ბათუმს“ თქვენთვისაა. იჩქარეთ, თუ რამის გაკეთება გსურთ ბათუმისთვის, პროექტში 2021 წლის იდეების მიღების ვადა 3 დღეში, 5 სექტემბერს იწურება. იმისთვის, რომ 2021 წლისთვის ქალაქთან დაკავშირებული თქვენი იდეები რეალობად იქცეს, პროექტისთვის – „შენი იდეა ბათუმს“,  ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან 500 000 ლარია …

ვითიბი ბანკი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სპონსორი გახდა

ვითიბი ბანკისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. დღეს გამართულ პრეს კონფერენციაზე, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმად ვითიბი ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სპონსორი გახდა. ახალი შეთანხმების თანახმად ვითიბი ბანკი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სპონსორი ორი წლის განმავლობაში იქნება. თანამშრომლობა მოიცავს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით გამართულ ყველა ჩემპიონატის, სხვადასხვა პროექტებისა და ღონისძიებების მხარდაჭერას. ამასთან ერთად …

„ევრონიუს საქართველო“ მაუწყებლობას იწყებს

დღეიდან „ევრონიუს საქართველო“, სრულფასოვან ქართულენოვან მაუწყებლობას იწყებს. არხი მაყურებელს სთავაზობს დილის, დღისა და საღამოს ახალი ამბების გამოშვებებს უწყვეტ რეჟიმში. „ევრონიუსი“, დასავლური სტანდარტების შესაბამისი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ახალი ამბების არხია. სარედაქციო პოლიტიკის თანახმად, „ევრონიუსის“ მიზანია განსხვავებული მოსაზრებები მიუკერძოებლად მიაწოდოს აუდიტორიას და საკუთარი აზრის ჩამოყალიბების შესაძლებლობა მისცეს. „ევრონიუს საქართველოც“ „ევრონიუსის“ ღირებულებებს ეფუძნება – სარედაქციო დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას. …

თიბისის მხარდაჭერით იმერეთში თაფლის წარმოება ფართოვდება

საქართველოში თაფლს განსაკუთრებული ხარისხი, უნიკალური არომატი და გემო აქვს, რაც მის წარმოებას ძალიან პერსპექტიულს და ხელსაყრელს ხდის. თაფლის წარმოება თითქმის ყველა რეგიონშია გავრცელებული, ბოლო პერიოდში მეფუტკრეობას სულ უფრო მეტი ფერმერი მისდევს იმერეთის მხარეში. გიორგაძეების საოჯახო მეურნეობა, რომელიც ვანის რაიონში რამდენიმე სოფელში მდებარეობს, 300 სკას მოიცავს. მეფუტკრემ წელს შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა და თიბისის მხარდაჭერით თაფლის ჩამოსასხმელი …

აჭარის გზების დეპარტამენტი განაგრძობს გზების, ახალი ხიდებისა და ნაგებობების მოწყობას

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინტენსიურად განაგრძობს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების კეთილმოწყობას, ახალი ხიდების მშენებლობას, ხელოვნური ნაგებობების მოწყობას. ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ვეისალიძეები-ვანაძეები-ქაქუთის მიმართულებით 1800 მეტრ მონაკვეთზე დასრულდა ორფენიანი ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები. პროექტის ღირებულება 656 999 ლარს შეადგენს. ახალი გზით კომფორტულ გადაადგილებას სოფელში მცხოვრები 250 ოჯახი შეძლებს. ასევე, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდა სასოფლო გზებზე ცემენტობეტონის …

აჭარის განათლების სამინისტროს ფესტივალების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ფესტივალების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტებია: [checklist] „BIAFF- საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი“; „ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი“; ბათუმის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“; „ბათუმის ფრანების ფესტივალი“; „ქუჩის ხელოვნების ფესტივალი „ნიკო 2020“; „ექსპერიმენტული (ელექტრონული) მუსიკის ფესტივალი „SOUNDSPRING”; საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი “ზე-კართან 2020“. [/checklist] აჭარის …

„ანრი“ აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის ლექტორის პოზიციაზე

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი „ანრი“ აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის ლექტორის პოზიციაზე უმაღლეს (ბაკალავრიატი) საგანმანათლებლო პროგრამებზე საზღვაო ნავიგაცია და გემის მექანიკა. აუცილებელი მოთხოვნები: [checklist] უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში პედაგოგად მუშაობის გამოცდილება ინგლისური ენის ფილოლოგის მაგისტრის ხარისხი საზღვაო ინგლისურის (Maritime English) ცოდნა [/checklist] საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატს შეიძლება ეთხოვოს საჩვენებელი ლექციის ჩატარება. სამუშაო განაკვეთი: საათობრივი დაინტერესებულ …

შუამთის ტბები და 3 ახალი საშემოდგომო მარშრუტი აჭარის მთიანეთში

შემოდგომაზე აჭარის მთიანეთში მოგზაურობა სიჭრელეშეპარულ ტყეებში დაკარგვას, საუკუნოვანი ხიდებიდან აქაფებული მდინარეების ყურებას, სასიამოვნო სიგრილეს, დღის დასასრულს კი კარავს ან ხის საოჯახო სასტუმროებში თავშეფარებას ნიშნავს. ეს სულაც არ არის ყველაფერი – საღამოობით აგუზგუზებულ ბუხართან ჯდომა, იქვე, დაბალ მაგიდაზე მორთმეული ტყის ჩაის არომატი და ფიქრი, რომ ზამთარი ახლოა, მაგრამ ჯერ კიდევ გაქვს დრო გაზაფხულამდე გამოემშვიდობო მთებს და …

Exit mobile version