24 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 164 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში აღებულ იქნა 4000-მდე PCR ტესტი.
დღეის მონაცემებით აჭარაში სტაციონარში მკურნალობს 497 პაციენტი, მათ შორის – 47 არასრულწლოვანი და 14 ორსული.
კოვიდკარანტინში მეთვალყურეობის ქვეშაა 694 პაციენტი.
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და სტაციონარი დატოვა 9 პაციენტმა, საკარანტინო სივრციდან კი ბინაზე გაეწერა 38 პაციენტი,
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ ერთი პაციენტი.