რუსეთის ღამის თავდასხმა უკრაინაზე რაკეტებით – დაიღუპა 12 ადამიანი

1 სექტემბრის ღამეს რუსეთი კიევში რკინიგზის დეპოს ბალისტიკური რაკეტებით დაესხა თავს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს „უკრზალიზნიცის“ პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით. თავდასხმის ადგილას ხანძარი გაჩნდა, რკინიგზის ორი მონაკვეთი დროებით დაიკეტა. ოფიციალური ცნობებით, დაღუპულთაგან 6 დეპოს თანამშრომელია. კიევის ცნობით, 1 სექტემბრის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე დარტყმა განახორციელა ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით და 218 დრონით. …

ბათუმში ინტერპოლის მიერ ძებნილი ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში დააკავეს ინტერპოლის მიერ ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ. „ამჟამად, ორივე დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“ – წერს უწყება.

ნეპალსა და ტიბეტში მინიმუმ 1300 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა სტიქიის შემდეგ

ნეპალსა და ტიბეტში, 26 აგვისტოს მომხდარი დამანგრეველი სტიქიის შემდეგ, 1300-ზე მეტ დაკარგულ ადამიანს ეძებენ. მეწყერის, ღვაცოფისა და წყალდიდობის შედეგად განადგურებულია სოფლები. ბოლო ცნობებით, ნაპოვნია 165 ცხედარი, მათ შორის – ასობით უცხოელი ტურისტის. სამაშველო სამუშაოები გრძელდება. სტიქია სავარაუდოდ მოჰყა მიწისძვრასა და მყინვარის ჩამონგრევას, რამაც წყალდიდობა, მეწყერი და ღვაცოფი გამოიწვია. ზვავმა მდინარეების კალაპოტი გადაკეტა და ღვარცოფულმა ტალღებმა …

ორ პირს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს – მუხრანში მკვლელობის საქმე

პროკურატურის ცნობით, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მიმდინარე წლის 24 იანვარს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში, ბრალდებულებმა შურისძიების მოტივით, ორი პირის მიმართ, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა …

სხვისი ინტიმური ფოტოების უკანონოდ გავრცელებისთვის პირს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოიპოვა და შეინახა დაზარალებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები, რაც შემდგომ სოციალური ქსელით უკანონოდ გაავრცელა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ – წერს უწყება.

დრონები კრასნოდარში მდებარე ნავთობის ქარხანას დაესხნენ თავს

25 აგვისტოს, ღამით, დრონები თავს დაესხნენ კრასნოდარის მხარეში მდებარე აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. ხანძრის ამსახველი კადრები ტელეგრამის არხებზე ვრცელდება. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა და ადგილზე მეხანძრეები და სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ. ამავე დროს, ხელისუფლების განცხადებით, დრონის ნამსხვრევები აფიპსკაიას რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე დაეცა. კრასნოდარის გუბერნატორის განცხადებით, ორი ადამიანი დაიღუპა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია ნოვოშახტინსკის …

„პუტინმა გათვალა ყველაფერი, მაგრამ დაუშვა ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა“ – ზელენსკი

დღეს, 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი ხალხისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ პუტინს იმედი აქვს უკრაინის დაღლის, თუმცა ის მოკვდავია, უკრაინა კი ამ ბრძოლაში მებრძოლია და არა მსხვერპლი. „უკრაინასთან დაკავშირებულ თავის ყველა გეგმაში პუტინმა ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა. მტერმა დათვალა ჩვენი რესურსები, ჩვენი მარაგები, ჩვენი ტექნიკა, მაგრამ ვერ გაითვალისწინა ის, რაც …

ბათუმში ნახევარფაბრიკატების არალეგალური საწარმო გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბათუმში ნახევარფაბრიკატების არალეგალური საწარმო გამოავლინეს. სააგენტოს ცნობით, აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა კონტროლის ფარგლებში, შპს „აი გემო“ (მისამართი: ქალაქი ბათუმი, მაჭახელას ქ. პირველი შესახვევი N 20) შეამოწმეს. „ინსპექტირების შედეგად ობიექტზე აღინიშნა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის, წარმოების და შენახვის პროცესში ჰიგიენური ნორმების დარღვევა და ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. ამავდროულად, ბიზნესოპერატორი ნახევარფაბრიკატების წარმოება/რეალიზაციას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა …

ბათუმში დააკავეს ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ აჭარაში დააკავა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს. „დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“ – წერს უწყება.

რუსეთის ქალაქებში დრონები „ოზონის“ ლოჯისტიკურ ცენტრებს დაესხნენ თავს

24 აგვისტოს, გამთენიისას, რუსეთში დრონები თავს დაესხა კომპანია „ოზონის“ ლოჯისტიკურ ცენტრებს რუსეთის ქალაქებში: კრასნოდარში, სტავროპოლის მხარეში და დაღესტანში. შუაღამის შემდეგ სოციალურ ქსელებში კრასნოდარში „ოზონზე“ თავდასხმის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა გამოჩნდა, გავრცელდა ინფორმაცია „ოზონის“ საწყობში ხანძრის შესახებ. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა. ამავე დროს, ტელეგრამ-არხის, Astra-ს ცნობით, სტავროპოლის მხარეში, ნევინომისკში, „ოზონის“ დიდი …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 აგვისტოს 24 საათიდან 24 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით – ზოგან ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 26– 31 გრადუსი სითბო ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: …

რუსეთში უკრაინული დრონების სამიზნე ამჯერად „ოზონის“ საწყობი გახდა

22 აგვისტოს უკრაინის თავდაცვის ძალებმა პირველი წარმატებული დარტყმა განახორციელეს რუსეთში, სამარის ოლქში, ჩაპაევსკში მდებარე „ოზონის“ ლოჯისტიკურ ცენტრზე, რამაც ობიექტში მასშტაბური ხანძარი გამოიწვია. ტელეგრამზე გავრცელებული ინფრომაციისა და ფოტო-ვიდეომასალის თანახმად, დრონების დარტყმამ მასშტაბური ხანძარი გამოიწვია. ხანძარმა სწრაფად მოიცვა დიდი ტერიტორია, ობიექტიდან კი კვამლის სქელი ღრუბელი ამოდის. „ოზონი“ რუსეთის ონლაინ საცალო ბაზარზე სიდიდით მეორე კომპანიაა Wildberries-ის შემდეგ. ეს …

რატომ „ბატონო მოსამართლევ“, როცა მოსამართლე ქალია? – ძალაუფლების ენა ქართულ სასამართლოში

ავტორი: თამარ ჩხიკვაძე  ___________________ სასამართლო არის ინსტიტუცია, რომელიც საზოგადოების წინაშე თანასწორობის, მიუკერძოებლობისა და ადამიანის ღირსების დაცვის უმაღლეს სტანდარტს უნდა წარმოადგენდეს. მართლმსაჯულება მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებებით არ ხორციელდება, იგი გამოიხატება იმ ყოველდღიურ პროფესიულ კულტურაშიც, რომელსაც სასამართლო ქმნის. ამ კულტურის განუყოფელი ნაწილია ენა, რომლითაც სასამართლო პროცესის მონაწილეები ერთმანეთს მიმართავენ. ენა არ არის მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება. იგი ასახავს და, …

„მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა“ – ბრალდებულს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება

პროკურატურამ სქესობრივი კავშირის იძულების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი კადრების გავრცელების მუქარით, დაზარალებულს მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა, ხოლო უარის მიღების შემდეგ სოციალური ქსელის გამოყენებით დაზარალებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები გაავრცელა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით …

რუსეთში, ქალაქ პერმში დრონები „ლუკოილის“ ქარხანას დაესხნენ თავს

21 აგვისტოს უკრაინული დრონები თავს დაესხნენ რუსეთის ქალაქ პერმს, სადაც მდებარეობს „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. ტელეგრამ-არხები, რომლებიც სისტემატურად აშუქებენ რუსეთ-უკრაინის ომს, წერენ, რომ თავდასხმის სამიზნე პერმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, რომელიც უკრაინიდან 1500 კმ-ზე მეტ მანძილზე მდებარეობს. პერმის ხელისუფლება ადასტურებს დრონების თავდასხმას. ტელეგრამ არხის, Astra-ს ცნობით, „ველიკოიე სავინოს“ აეროპორტმა შეაჩერა მუშაობა. პერმის ზოგიერთ რაიონში ისმის ძლიერი აფეთქებების ხმა. …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 აგვისტოს 21 საათიდან 22 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღლუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 27– 32 გრადუსი სითბო ღამით: 16 – 21 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 17  – 22 გრადუსი სითბო ღამით: …

„ეს არის წამება და არაადამიანური მოპყრობა“ – ზვიად ცეცხლაძე ციხეში არსებულ ვითარებაზე წერს

სინდისის პატიმარი, სტუდენტი ზვიად ცეცხლაძე გლდანის ციხეში არსებულ პირობებზე წერს. მის წერილს ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ ავრცელებს. ზვიად ცეცხლაძე წერილში აღწერს საპატიმროში არსებულ ვითარებას და აღნიშნავს, რომ ეს გარემო ეხება არა მხოლოდ მას, არამედ ყველა რიგით პატიმარს. ამავე დროს, სპეციალური პენიტენციური სამსახური ზვიად ცეცხლაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და მას „ცრუ ინფორმაციის“ გავრცელებაში ადანაშაულებს. „ბათუმელები“ სრულად …

„მე არავის არ ვებრძვი, მხოლოდ საკუთარ თავს და ოჯახს ვიცავ“ – ღარიბაშვილის მესამე წერილი ციხიდან

ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, 20 აგვისტოს, მორიგ წერილს ავრცელებს ციხიდან. „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ ღარიბაშვილის წერილს, რომელიც მის ვერიფიცირებულ გვერდზე გამოქვეყნდა: „მოვისმინე ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარები, მათი ექსპერტების ცრუ და ცილისმწამებლური განცხადებები. ვუყურებ აღვირახსნილ პროპაგანდას სატელევიზიო სივრცესა და სოციალურ მედიაში. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო და მათი მიზანიც გასაგებია ჩემთვის, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ …

ასმეთაურს, რომელმაც ორი ჯარისკაცი გადაარჩინა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, უკრაინის გმირის წოდება მიანიჭეს

უკრაინის მოიერიშე ბრიგადის ასმეთაურს, ვლადისლავ პოლსკის, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინა დაჭრილი ჯარისკაცები, ზელენსკიმ უკრაინის გმირის წოდება და ოქროს ვარსკვლავი მიანიჭა. ცეცხლის ქვეშ მყოფმა ვლადისლავ პოლსკიმ ორი მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცი პირადად გამოიყვანა ბრძოლის ველიდან. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, მოვლენები ასე განვითარდა: ხარკოვის ოლქში 475-ე ცალკეული მოიერიშე პოლკის ორ ჯარისკაცს მისიის დასრულების შემდეგ რუსული „მოლნიას“ …

რუსეთის თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა – 21 აგვისტო კიევში გლოვის დღედ გამოცხადდა

კიევმა პარასკევი, 21 აგვისტო, გლოვის დღედ გამოაცხადა რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შედეგად 15 ადამიანის დაღუპვის გამო. 20 აგვისტოს ღამეს, რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური შეტევა განახორციელა სხვადასხვა ტიპის რაკეტებითა და 168 დრონით. ძირითადი დარტყმის სამიზნე კიევის რეგიონი იყო. ბოლო ცნობებით, თავდასხმის შედეგად დედაქალაქში 15 ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა. ნგრევა დაფიქსირდა მინიმუმ 16 მრავალსართულიან შენობაში – ჩამოინგრა ზედა …

ცეკვის მასწავლებელს არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის 11 წელი მიუსაჯეს

პროკურატურის ცნობით, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი სამი პირის მიმართ, ნდობის და ავტორიტეტული მდგომარეობის გამოყენებით, გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ სცნო. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების და ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ კერძო საცეკვაო სტუდიის დამაარსებელმა და ამავე სტუდიის პედაგოგმა, 17 მარტს, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი მოსწავლის მიმართ, ნდობისა …

ბათუმში, სავარაუდოდ, კაცი დაჭრეს

დღეს, 19 აგვისტოს, ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო სამსახურია მობილიზებული. პირველადი ინფორმაციით, აქ, სავარაუდოდ, კაცი დაჭრეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ადგილზე დაპირისპირება და ჩხუბი იყო, რის შედეგად ერთ პირს ჭრილობა მიაყენეს. ადგილზე იმყოფება პოლიცია. დაწყებულია გამოძიება. შს სამინისტროდან ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.    

უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს – უკრაინაში 103 ჯარისკაცი დაბრუნდა

ტყვეთა გაცვლის ფარგლებში, რუსული ტყვეობიდან უკრაინაში დაბრუნდა ეროვნული გვარდიის, უკრაინის შეიარაღებული ძალების, საზღვაო ძალების, თავდაცვის ჯარებისა და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის 103 სამხედრო მოსამსახურე. „დღეს რუსული ტყვეობიდან სახლში 103 უკრაინელი ჯარისკაცი ბრუნდება. ესენი არიან შეიარაღებული ძალების, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურისა და ეროვნული გვარდიის დამცველები“ – დაწერა ფეისბუქზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ დღეს, 19 აგვისტოს. ტყვეების გაცვლა მოხდა …

რკინიგზამ 20 პროცენტით მეტი ტვირთი გადაიტანა გასულ წელთან შედარებით – II კვარტლის სტატისტიკა

2026 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რკინიგზამ 19.9 პროცენტით მეტი, სულ 3.9 მილიონი ტონა ტვირთი გადაიტანა – ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ახალ მონაცემებშია ნათქვამი, რომელიც დღეს, 19 აგვისტოს გამოქვეყნდა. საქსტატის ცნობით, ტვირთის 6.7 პროცენტი მოდიოდა ადგილობრივ გადაზიდვაზე, 33.5 პროცენტი — საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 59.8 პროცენტი — …

საქართველოში 461 გემი შემოვიდა 2026 წლის II კვარტალში – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში 461 გემი შემოვიდა, რომელთა 47.3 პროცენტი იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 24.9 პროცენტი — თხევადი ტვირთმზიდი, 19.3 პროცენტი — კონტეინერმზიდი, ხოლო დანაჩენი 8.5 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა. საქსტატი აღნიშნავს, რომ 2026 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან …

სპეცოპერაცია უკრაინაში – ჩხრეკა პარლამენტარის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრის სახლებში

უკრაინაში ანტიკორუფციული ბიურო [НАБУ] და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა სპეცოპერაციას ატარებენ. НАБУ-ს განცხადებით, უწყებები ატარებენ სპეციალურ ოპერაციას კრიმინალური ორგანიზაციის გამოსავლენად, რომელიც მოქმედებდა პარლამენტის მოქმედი და ყოფილი წევრის, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მაღალი თანამდებობის პირებისა და სხვა პირების მონაწილეობით. НАБУ-ს ჯერ არ დაუსახელებია ეჭვმიტანილების ვინაობა და სპეცოპერაციის დეტალები. ამავე დროს, უკრაინული მედიის ცნობით, სპეციალური ოპერაციის ფარგლებში ჩხრეკა ტარდება …

ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან ბრძოლის დაწყებას აანონსებს

„ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერი,  ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, მორიგ განცხადებას ავრცელებს. მიმართვა მის ვერიფიცირებულ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა. ღარიბაშვილი აცხადებს, რომ 17 აგვისტოს გამოქვეყნებული წერილი მას ივლისში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა. ღარიბაშვილის მტკიცებით, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის“ კამპანიის მთავარი მიზანი მისი ციხეში ჩასმა და „პოლიტიკური განადგურება“ იყო და რომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ …

აჭარაში ადვოკატი დააკავეს დაზარალებულზე ზემოქმედების ბრალდებით

აჭარის პროკურატურამ ადვოკატი დააკავა დაზარალებულზე განხორციელებული ზემოქმედების ბრალდებით. გამოძიების ვერსიით, არასრულწლოვანის მიმართ სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე ბრალდებულის ადვოკატმა, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ნაკლები სასჯელის მიღების მიზნით, დაზარალებულის მეგობარს და დედას შესთავაზა, რომ დაზარალებულს გამოკითხვისას მოწოდებული ინფორმაცია შეეცვალა და გამოძიებისთვის არასწორი ფაქტები მიეწოდებინა, სანაცვლოდ კი თანხას და  სხვა ქონებრივ სარგებელს დაჰპირდა. „დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის …

„არა მგონია მე გამოვიტანო“ – ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი ახალი წერილის ციხიდან გამოტანაზე

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი, მიხეილ შაყულაშვილი ამბობს, რომ სავარაუდოდ თვითონ არ გამოიტანს საპყრობილედან ირაკლი ღარიბაშვილის წერილს. ამის შესახებ მან „ტვ პირველს“ უთხრა. „ალბათ დღის მეორე ნახევარში შევალ [ციხეში]. არა არა, არ ვიცი, არა მგონია მე გამოვიტანო, სხვა ადვოკატებიც არიან… რომელ საათზე იქნება და როგორ იქნება, ეგ არ ვიცი. შეიძლება ჩემს დროს შევიდნენ, შეიძლება ჩემამდე შევიდნენ“ – უთხრა …

10 ადამიანი დაიღუპა ხარკოვის ოლქში რუსეთის თავდასხმის შედეგად

დღეს, 18 აგვისტოს, დილით, რუსეთმა უკრაინაში, ხარკოვის რეგიონში მდებარე პეჩენეგი დაბომბა, არის მსხვერპლი. ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი სოციალურ მედიაში წერს, რომ დილის 10:47 საათის მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა. ადგილზე სამედიცინო ჯგუფები და სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ. პირველადი ინფორმაციით, დარტყმის შედეგად 10 კერძო სახლია განადგურებული. _________ ფოტო: უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური

დააკავეს პირი, რომელიც ათობით ადამიანს სახლის აშენებას ჰპირდებოდა მისაღებ ფასად – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს პირი, რომელსაც დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებაში ედება ბრალი. გამოძიების ვერსიით, ბრალდებული დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, სოციალური ქსელების მეშვეობით დაინტერესებულ მოქალაქეებს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულებას სთავაზობდა და აღნიშნული მიზნით, ბრალდებულმა დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ ერთ წევრთან ერთად,  ათობით მოქალაქესთან  მოჩვენებითი გარიგებები გააფორმა. „ჯგუფის წევრები, დაზარალებულებს ჰპირდებოდნენ, რომ …

ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილის სახელით კორუფციის ახალი საქმის თავის თავზე აღებას სთავაზობენ

ამჟამად პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილის სახელით მიიღო ახალი წერილი, სადაც მას კორუფციის ახალი საქმის თავის თავზე აღებას სთავაზობენ. ამის შესახებ დღეს, 17 აგვისტოს, ღარიბაშვილის ვერიფიცირებულ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა ღარიბაშვილის მიმართვა: „ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. მე ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა. სამწუხაროდ, სხვა გზა არ …

საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა კვლავ შემცირდა

2026 წლის II კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 5.4 პროცენტით შემცირდა და 820.8 ათასი სული შეადგინა. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარ მონაცემებშია აღნიშნული. საქსტატის ცნობით, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 380.4 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებელს 6.2 პროცენტით ჩამორჩება. ღორის რაოდენობა 171.9 ათასი სულით განისაზღვრა, …

ოდესაში სამოქალაქე გემს დაესხნენ თავს – დაშავდა ეკიპაჟის 4 წევრი

უკრაინის ცნობით, რუსეთი ოდესის რეგიონში სამოქალაქო გემს დაესხა თავს. ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმის შედეგად ტოგოს დროშის ქვეშ მცურავი სამოქალაქო გემი დაზიანდა, ოთხი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი – მძიმედ და გემზე ხანძარი გაჩნდა. რუსეთი რეგულარულად ავრცელებს ინფორმაციას ოდესის რეგიონში პორტებზე დარტყმების შესახებ. დღეს, 17 აგვისტოს, რუსეთმა ოდესის გარეუბანში მდებარე …

6 წლის თეკლა რეანიმაციაშია – ოჯახი მის გადასარჩენად საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

6 წლის თეკლა ცენტერაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. თეკლა, რომელიც სექტემბერში ბათუმის მე-10 საჯარო სკოლის მეორეკლასელი გახდება, ახლა თურქეთში, ქალაქ ტრაბზონში მდებარე კლინიკის რეანიმაციაში წევს. მას ძვირადღირებული მკურნალობა ესაჭიროება, რისი შესაძლებლობაც ოჯახს არ აქვს. „ბათუმელები“ დღეს, 14 აგვისტოს, ესაუბრა თეკლას დედას, შორენა ვართმანიძეს, რომელიც შვილთან ერთად იმყოფება რეანიმაციაში. მან გვიამბო, რომ თეკლა ბახმაროში ისვენებდა, როცა მისი …

რუსეთმა უარყო ინიციატივა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

რუსეთმა უარყო თურქეთის წინადადება შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ პარასკევს, 14 აგვისტოს განაცხადა, რომ მოსკოვი ვერ ხედავს წინაპირობებს სიტუაციის გაუმჯობესებისთვის და, შესაბამისად, ვერ ხედავს მიზეზს, რომ დაეთანხმოს ცეცხლის შეწყვეტას შავ ზღვაში. მან ასევე აღნიშნა, რომ თურქეთის წინადადება საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა მედიაში გააჟღერა, მაგრამ რუსეთს ანკარისგან ოფიციალური …

Exit mobile version