Batumelebi | დედამიწის დღე 2016 – ხეები დედამიწისთვის დედამიწის დღე 2016 – ხეები დედამიწისთვის – Batumelebi
RU | GE  

დედამიწის დღე 2016 – ხეები დედამიწისთვის


დღეს, 22 აპრილს, დედამიწის დღე აღინიშნება, რომლის წლევანდელი თემაც ხეების დარგვაა. ხუთ წელიწადში „დედამიწის დღეს“ 50 წელი შეუსრულდება, ამასთან დაკავშირებით მოძრაობის წევრები მოუწოდებენ ყველა ადამიანს, დაეხმარონ მათი ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური მიზნის მიღწევაში –  დაირგოს  7.8 მილიარდი ხე მსოფლიოს მასშტაბით.

„ხეების დარგვა იქნება პირველი იმ ხუთი მთავარი მიზნიდან, რომლის მიღწევაც „დედამიწის დღის“ 50 წლის იუბილისთვის 5 წელიწადში უნდა შესრულდეს. ერთად და ცალ-ცალკე ამ ინიციატივებს ექნებათ არსებითი და ხელშესახები ეფექტი დედამიწისთვის და უზრუნველყოფს უფრო სუფთა, უფრო ჯანმრთელ და უფრო მდგრად პლანეტას ყველასთვის,” – წერენ „დედამიწის დღის“ ქსელის წევრები.

Earth-Day-2016-Poster-Earth-Day-Network

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან