Batumelebi | დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 500-მდე ადამიანი დაჯარიმდა [ფოტო] დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 500-მდე ადამიანი დაჯარიმდა [ფოტო] – Batumelebi
RU | GE  

დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 500-მდე ადამიანი დაჯარიმდა [ფოტო]

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ბათუმში, პარკირების წესების დარღვევაზე 454 ადამიანი დაჯარიმდა.

მათ შორის 387 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 1 – ორმაგი პარკირებისთვის, 21 – ნიშანში დგომისთვის, 26 – ტროტუარზე დგომისთვის, 15 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევის გამო, 1 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომისთვის და 3 – პარკირების ორგანიზების წესის დარღვევის გამო.
IMG15051IMG15075IMG15076
ფოტოები გადაღებულია, გასული და მიმდინარე კვირის განმავლობაში.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან