Batumelebi | ავტოსაგზაო შემთხვევა ციხისძირში ავტოსაგზაო შემთხვევა ციხისძირში – Batumelebi
RU | GE  

ავტოსაგზაო შემთხვევა ციხისძირში

ქობულეთში, სოფელ ბუკნარის მიმდებარე მაგისტრალზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟისა და სატვირთო ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახა. თვითმხილველის თქმით, დაზიანებულია საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, თუმცა მოძრაობა არ შეზღუდულა.

შს სამინისტროს პრესცენტრში განაცხადეს, რომ ავტოავარია არის მსუბუქი ხასიათის: „ტრაილერი დაგორებულა და ოდნავ შეჯახებია ჩვენს მანქანას. ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი“.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.