„უმამის“ აზიური სამზარეულო უკვე ბათუმშია

აზიური სამზარეულოს აღმოსაჩენად გეპატიჟებით განახლებულ რესტორან-ტერასა „ქლაუდში“. „გამორჩეული კულინარიული სტილი და ტრადიცია“ – ასე ახასიათებენ აზიურ სამზარეულოს, რომლის მრავალფეროვნებისა და გემოში მოგზაურობის საშუალებასაც ჩვენი ახალი მენიუ მოგცემთ. ზღვისა და მთის ულამაზესი პანორამული ხედები კი დამატებითი სიამოვნებაა აზიური კულინარიის მოყვარულებისთვის. „რადისონ ბლუ ბათუმის“ ბოლო სართულზე მდებარე „ქლაუდი“ გამორჩეული ინტერიერით და უკვე აზიური სამზარეულოთი ქალაქის სტუმრებისთვის ერთ-ერთი …

იპოთეკური სესხების აქცია ტერაბანკისგან

ტერაბანკი მომხმარებლებისთვის იპოთეკური სესხების ახალ აქციასა და განსაკუთრებული პირობების შეთავაზებას იწყებს. პირველი ნოემბრიდან იმ პირებისთვის, რომლებიც საბანკო პროდუქტით აქციის ფარგლებში ისარგებლებენ, საპროცენტო განაკვეთი ლარში 11%-დან, ეფექტური კი 12.7%-დან იწყება. ამას გარდა, მათზე 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდიც გავრცელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროის განმავლობაში მომხმარებლები არც ძირითად თანხას გადაიხდიან და არც – პროცენტს. იპოთეკური სესხების …

ცოტა რამ უნიკალურ ტორფნარზე, რომელიც მსოფლიოში მხოლოდ კოლხეთის დაბლობშია

ჭაობის წარმოთქმისას რა გახსენდებათ? ალბათ წყლის გუბე და უსიამოვნო სუნი. თუმცა უცნაური, სასიამოვნოდ დაჭაობებული ადგილებიც არსებობს – ჭაობი, სადაც მცენარეები არ იხრწნებიან და პირიქით: შიგ მუდამ ცოცხალი, სწრაფად მზარდი თეთრი ხავსი, სფაგნუმი ხარობს. ამ ხავსს საკუთარ წონაზე ოცდაათჯერ მეტი წყლის შეწოვა შეუძლია. თეთრი ხავსი უზარმაზარ ტორფნარს ფარავს ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე. ტბა თეთრი, წელიწადის სხვადასხვა დროს …

აჭარის გზების დეპარტამენტის მიმდინარე და დასრულებული საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი აგრძელებს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების და საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, ახალი ხიდების, ხელოვნური ნაგებობების მშენებლობას და მოვლა-შენახვით სამუაოებს. ძირითად მიმართულებებზე დასრულდა სამუშაო პროცესები, დარჩენილ მონაკვეთებზე ინტენსიურად გრძელდება. ქობულეთის მუნიციპალიტეტში მორიგი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. მუხაესტატე-ვერულიძეები-ოჩხამურის 1600 მეტრ მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარი დაიგო. ბობოყვათი-სინასკურას მიმართულებით ახალი ხიდის მშენებლობა დასრულდა. ადგილობრივი …

შუახევი ჰესმა საბავშვო ბაღის მშენებლობა დააფინანსა

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიამ“ შუახევი ჰესის პროექტის ფარგლებში შუახევში, სოფელ ჩანჩხალოში საბავშვო ბაღის მშენებლობა დააფინანსა. საბავშვო ბაღის მშენებლობა განხორციელდა კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის ფარგლებში. საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის განისაზღვრა 150 000 ლარი, სადაც კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიამ’’ და შუახევის მუნიციპალიტეტმა თანაბრად მიიღეს ფინანსური მონაწილეობა. ,,სოფელ ჩანჩხალოს საბავშვო ბაღის მშენებლობა, ერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში …

,,აჭარაბეთ არენა“ შეხვედრების ოთახებით სარგებლობას გთავაზობთ

ბათუმის ახალი საფეხბურთო სტადიონი – ,,აჭარაბეთ არენა“ დაინტერესებულ პირებს შეხვედრების ოთახებით სარგებლობას სთავაზობს. სტადიონზე განთავსებულია უახლესი აპარატურით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზი, ასევე, სხვადასხვა ტიპის შეხვედრების ოთახები და ბიზნეს-ბოქსები. აღნიშნული სივრცეები განკუთვნილია ტრენინგების ჩასატარებლად, საქმიანი შეხვედრების გასამართად და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებისათვის. მრავალფეროვანი სერვისის შეთავაზების მიზნით, სივრცეების დაჯავშნა შესაძლებელია როგორც საათობრივად და დღიურად, ასევე, ერთი თვით ან წლიურად. …

5 სახლის ისტორია ბათუმში

ბათუმში სეირნობისას ალბათ არაერთ ძველ შენობასთან შეჩერებულხართ და გიფიქრიათ – როდის აშენდა ეს სახლი? ვის ეკუთვნოდა? რა ამბებს ინახავს ძველი კედლები? ამ სტატიაში ჩვენ მოგიყვებით ბათუმის 5 ძველი სახლის შესახებ, რომელთაც ქალაქის ისტორია უკავშირდება. ატლანტები თეთრ შენობაზე – ნიკოლოზ საბაშვილის სახლი ბათუმში, კონსტანტინე გამსახურდიასა და მემედ აბაშიძის ქუჩების გადაკვეთაზე  თეთრი სახლი დგას, ფასადზე გამოსახული ატლანტებით. …

თიბისი დამწყებ ფერმერებს ახალ პროდუქტს სთავაზობს

ქვეყანაში მეხილეობისა და მეხორცული მიმართულებით მეფრინველეობის განვითარების მიზნით თიბისი ახალ პროექტს იწყებს და ამ სფეროში დამწყებ ფერმერებს ფინანსურ რესურსს სთავაზობს. პროდუქტით სარგებლობა შეუძლია ყველა იმ პირს, ვინც საკუთრებაში ან სახელმწიფოსგან გრძელვადიანი იჯარით გადაცემულ მიწის ნაკვეთს ფლობს და სურს მეხილეობის ან მეფრინველეობის დარგში საქმიანობა წამოიწყოს. აგრო-სტარტაპის მთავარი პირობაა, დამწყებმა ფერმერმა თიბისის მიერ შერჩეულ აგროკომპანიასთან გაიაროს კონსულტაცია, …

გაიაქტიურეთ “სილქფესტის” საშემოდგომო შეთავაზებები შეუზღუდავად

“სილქფესტის” საშემოდგომო შეთავაზებები  27 ოქტომბერს მრავალფეროვანი პირობებით დაბრუნდა. სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს კომბინაციით *202# ერთი ან რამდენიმე პაკეტი გაიაქტიუროს მთელი თვით: [checklist] 7 GB უსწრაფესი ინტერნეტი  – 7 ლარად 700 ლოკალური წუთი – 9 ლარად 3 GB + 500 ლოკალური წუთი – 10 ლარად ულიმიტო ინტერნეტი – 19 ლარად [/checklist]  ერთზე მეტი პაკეტის შეძენის …

თიბისიმ EFSE-სგან 10 მლნ აშშ დოლარის ფინანური რესურსი მოიზიდა

თიბისიმ და ევროპის ფონდმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE) 10 მლნ აშშ დოლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. აღნიშნული ფინანსური რესურსი საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის (MSME) სამუშაო კაპიტალისა და ინვესტიციების დაფინანსებას მოხმარდება. „მოხარული ვართ, რომ EFSE-სთან ჩვენი  წარმატებული და უწყვეტი პარტნიორობა გრძელდება. ეს ტრანზაქცია კიდევ ერთხელ მოწმობს ორივე ინსტიტუტის მზაობას, მხარი დავუჭიროთ მიკრო, მცირე და …

თიბისის მხარდაჭერით, „ჯითისი ჯგუფის“ ახალი სასაწყობე სივრცე და შოურუმი გაიხსნა

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, საქარგილე მასალების უმსხვილესი იმპორტიორის – „ჯითისი ჯგუფის“ ახალი სასაწყობე სივრცე და შოურუმი გაიხსნა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 25 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა 9 მილიონი ლარია. ახალი ლოკაცია ჯგუფში შემავალი კომპანიის – „ჯითისი რენთის“ ბაზაზე გაიხსნა, რომლის 50%-იანი წილის მფლობელი და თანადამფუძნებელი სამშენებლო კომპანია „ანაგია“. სპეციალურად ამ დღისთვის, საქართველოს საყალიბე ინვენტარის მსოფლიოში …

მრავალფეროვანი სატარიფო პაკეტები ბიზნესისთვის ტერაბანკისგან

ტერაბანკი ბიზნესკლიენტებს ახალ სატარიფო პაკეტებს სთავაზობს და მათ სხვადასხვა საბანკო პროდუქტის მოსახერხებელი, შეღავათიანი პირობებით მიღების საშუალებას აძლევს. სულ ბიზნესკლიენტებისთვის 4 სატარიფო პაკეტი მოქმედებს. 3 მათგანი განსხვავებული ღირებულებისა და დანიშნულების საბანკო პროდუქტსა თუ მომსახურებას აერთიანებს და მათი გააქტიურება ნებისმიერი იურიდიული პირისთვისაა შესაძლებელი. 1 სატარიფო პაკეტი კი კონკრეტულად ბოლო წლის განმავლობაში დარეგისტრირებული სტარტეპებისთვისაა განკუთვნილი. სატარიფო პაკეტი პრაქტიკულად …

სილქნეტის სასარგებლო შეთავაზებები მშობლებს

სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ, მშობლების საფიქრალი და საზრუნავი გახდა- თუ რა შესთავაზონ დამატებით ბავშვებს? როგორ მიეხმარონ სწავლის პროცესს? მათი განვითარებისთვის  და რეალიზებისთვის რა აქტივობებს მიმართონ? როგორ შეუქმნან უსაფრთხო გარემო? კომფორტული პლატფორმა გაკვეთილების მოსამზადებლად! ვინ თუ არა, მშობელმა უკეთ იცის, რომელ საგანში საჭიროებს ბავშვი დახმარებას.  სილქნეტთან ერთად გეძლევათ შესაძლებლობა   ძალიან მარტივად გადაჭრათ ეს პრობლემა. უკვე …

„ბათუმი მედიკი” – ყველა სამედიცინო პროდუქტი ერთ სივრცეში

19 ოქტომბერს ბათუმში „თბილისი მედიკის“ ახალი ფილიალი გაიხსნა. „ბათუმი მედიკის“გახსნის ცერემონიას აჭარის კლინიკების დირექტორები და მედიკოსები ესწრებოდნენ. სპეციალური მაღაზიის შოურუმში წარმოდგენილია პაციენტის მოვლისთვის საჭირო ყველა სამედიცინო პროდუქტი როგორც კლინიკებისთვის, ასევე საცალო გაყიდვებისთვის. საქართველოს მასშტაბით, „ბათუმი მედიკი“ სა­მე­დი­ცი­ნო აპა­რა­ტუ­რის, ლაბორატორიული, მაღალტექნოლოგიური სადიაგნოსტიკო და ქირურგიული პროდუქციის, სამედიცინო ავე­ჯი­სა და სა­ხარ­ჯი მა­სა­ლის ყველაზე დიდი იმ­პორ­ტი­ო­რია, რო­მე­ლიც ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ებ­სა და …

ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო

ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკისგან 6 მილიონი ევრო მიიღო. თანხა მთლიანად ამ სეგმენტის გაჯანსაღებასა და განვითარებას, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ზიანის შემცირებასა და სწრაფ რეაბილიტაციას მოხმარდება. სესხი ევროპის საინვესტიციო ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ინიციატივის ნაწილია, რომელიც საქართველოში ამ სეგმენტისთვის დაფინანსების ხელმისაწვდომობისა და ადგილობრივი საბანკო სექტორის ხელშეწყობას გულისხმობს. ინიციატივის მიზანია, მცირე …

თიბისი, EBRD-თან თანამშრომლობის ფარგლებში, we.trade პლატფორმას უერთდება

თიბისი, ევროპის რეკონსტრუქციის ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში, we.trade პლატფორმას უერთდება. პლატფორმამ, EBRD-ის პარტნიორები – საბერძნეთის ეროვნული ბანკი (NBG) და თიბისი, პროგრამაში – „Preview Offering Program“ ჩართო. აღსანიშნავია, რომ თიბისი ერთადერთი ქართული ბანკია, რომელიც პროექტისთვის შეირჩა. პროგრამის ფარგლებში, NBG-იმ და თიბისიმ, we.trade-ის წევრ ბანკთან – Nordea-სთან ერთად, სატესტო ტრანზაქციები განახორციელეს. სატესტო ტრანზაქციების ფარგლებში, პლატფორმაზე რამდენიმე წუთში გამზადდა …

“მედცენტრის” ონკოლოგები ქალებისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაციებს ჩაატარებენ

ხვალ 22 ოქტომბერს, კლინიკა „მედცენტრის“ ონკოლოგები ჩაატარებენ უფასო კონსულტაციებს ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის – ვარდისფერი ოქტომბერის ფარგლებში. აქციის მიზანი საზოგადოებაში ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების გაზრდა, სკრინინგის, ადრეული დიაგნოსტირების და პროფილაქტიკის მიზნით კვლევების ჩატარების მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა. აქციის ფარგლებში, ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე, ქალბატონებს შესაძლებლობა ექნებათ სარძევე ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა ჩაიტარონ უფასოდ! 40 წლის …

ჩაირთე „სილქფესტი“ და ისარგებლე ულიმიტო ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით უსასრულოდ

მხოლოდ 20 ოქტომბერს, „სილქფესტის“ აქციით, ულიმიტო პირობები იქნება შეთავაზებული სილქნეტის მომხმარებლებისთვის. თქვენ შეძლებთ ჩაირთოთ სასურველი ერთი  ან ორივე პაკეტი: [checklist] ულიმიტო ინტერნეტი – 19 ლარად –  კოდით *202# ულიმიტო სასაუბრო – 10 ლარად  – კოდით *202# [/checklist] გააქტიურებული პირობით მომხმარებელები ისარგებლებენ მთელი თვე. თუ ბონუსი ამოიწურა, მაგრამ აქციის ვადა ჯერ კიდევ ძალაშია, მომხმარებელს ინტერნეტზე ერიცხება 1MB -ზე  15 …

როგორ ებრძოდნენ ანტისანიტარიას ძველ თბილისში?

ძველ ქართულ პრესაში ხშირად გვხვდება ტექსტები და კარიკატურები, რომლებიც ქალაქის უსუფთაობის პრობლემას ეხება. მართლაც, იმ დროის თბილისის მოქალაქეები სახლებიდან და ეზოებიდან ნაგავს პირდაპირ ქუჩებში ყრიდნენ. ქუჩებში ხვდებოდა სავაჭრო დახლებიდან და დუქნებიდან მორჩენილი და გაფუჭებული პროდუქტები, ქარხნებიდან კი – წარმოების ნარჩენები. ძველი თბილისის ანტისანიტარია ბევრი დაავადების მიზეზი ხდებოდა. სიბინძურე კიდევ უფრო უწყობდა ხელს იმ დროს ქვეყანაში …

ბათუმში „თბილისი მედიკის“ ახალი ფილიალი გაიხსნება [ანონსი]

19 ოქტომბერს თბილისი მედიკის ახალი ფილიალი უკვე ბათუმში, ბაგრატიონის 196 თ ნომერში გაიხსნება. ბათუმი მედიკის გახსნას აჭარის რეგიონში წარმოდგენილი კლინიკების დირექტორები და წარმომადგენლები დაესწრებიან. ბათუმი მედიკის შოურუმში წარმოდგენილი იქნება პაციენტის მოვლისთვის საჭირო ყველა სამედიცინო პროდუქცია როგორც კლინიკებისთვის ისე, საცალო მიმართულებით. კომპანია მომხმარებლებს ასევე შესთავაზებს საინჟინრო მომსახურებას, რომელიც გულისხმობს ბათუმი მედიკის ინჟინრების მიერ სამედიცინო აპარატურის სპეციფიკის, …

„გოლდენ სიი“ მიიღებს სტუდენტებს მზარეულის სასწავლო პროგრამაზე დასაქმების პერსპექტივით

შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯი „გოლდენ სიი“ მიღებისა და დასაქმების ახალ ტალღას იწყებს. კოლეჯში სტუდენტები მისაღები გამოცდების გარეშე, გასაუბრების საფუძველზე მიიღებიან, მითითებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: მზარეული კონდიტერი ელექტროტექნიკოსი კომპიუტერული ქსელი და სისტემები(აიტი) ბუღალტერი მასაჟისტ-რეაბილიტატორი სასწავლო კურსი, მზარეულის და კონდიტერის სპეციალობაზე 9 თვეს გრძელდება. ხოლო, დაჩენილ სპეციალობებზე – 6 თვეს. სწავლება დუალურ რეჟიმში წარიმართება, რაც თეორიულ მეცადინეობასთან ერთად …

რითი ხურავდნენ სახლებს ძველ საქართველოში და რა არჩევანი გვაქვს დღეს?

ძველად საქართველოს თითოეულ კუთხეში განსხვავებული ფორმის შენობებს აგებდნენ. ეს დამოკიდებული იყო მათ ლანდშაფტსა და გარემო პირობებზე. თუმცა, შეზღუდული იყო ნაგებობების საშენი და გადასახური მასალა. სახურავებისთვის ძველ საქართველოში ყველაზე ხშირად ისლს, ყავარს და კრამიტს იყენებდნენ. ისლით სამეგრელოსა და აფხაზეთში გავრცელებულ ნაგებობას – ფაცხას ხურავდნენ. თუმცა, მის გადასახურად იყენებდნენ ჩალასაც და გვიმრასაც. ფაცხა მცირე ზომის, წნელისგან მოწნული …

სილქფესტი უქმეებზე სხვადასხვა მოცულობის ინტერნეტ პაკეტის გააქტიურებას გვთავაზობთ

16 და 17 ოქტომბერს, სილქნეტი მობილური ქსელის აბონენტებს შესაძლებლობას აძლევს  მთელი თვით გაიაქტიურონ სასურველი ინტერნეტ მოცულობა. კომბინაციით *202# მომხმარებლები შეუზღუდავად აირჩევენ შემდეგ პაკეტებს: [checklist] ულიმიტო ინტერნეტი – 19 ლარად 20 GB  ინტერნეტი  – 12 ლარად 30 GB  ინტერნეტი  – 15 ლარად [/checklist] აქციაში ჩართვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეეძლებათ. ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს შეუნარჩუნდება …

ეროვნული მუზეუმი აგრძელებს მსოფლიო საგანძურის გამოფენათა სერიას საქართველოში

„სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი“ სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში 13 ოქტომბრიდან, საქართველოს ეროვნული მუზეუმის და საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით გამოფენა – „სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი“ ახლა უკვე თბილისში, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიმართება.ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება არქეოლოგიური მასალა პომპეის არქეოლოგიური პარკიდან. გამოფენის მხარდამჭერია თიბისი. ერთობლივად განხორციელებული არაერთი წარმატებული პროექტის შემდეგ, საქართველოს …

ბათუმში „ნოვას“ ახალი ევროპული სტანდარტის საწარმოო დანადგარების პრეზენტაცია გაიმართა

სამშენებლო-სარემონტო მასალების უმსხვილესმა იმპორტიორმა და მწარმოებელმა კომპანია ნოვამ ბათუმში ახალი საწარმოო დანადგარების პრეზენტაცია გამართა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ 80-მდე ევროპული სტანდარტის საწარმო დანადგარი, 400-ზე მეტი ქართული ნაწარმი და 30 ათასი კვ/მ ფართობის სასაწყობე ინფრასტრუქტურა დაეთვალიერებინათ. ღონისძიებას სააგენტოს – აწარმოე საქართველოში, EBRD-ის, თიბისი ბანკისა და ინდუსტრიის უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. მეგაცენტრ ნოვას 2006 წლიდან საქართველოში წამყვანი ბრენდების …

შეარჩიე და ჩაირთე შეუზღუდავად სილქფესტის ოთხი პაკეტიდან სასურველი პირობა

 13 ოქტომბერს სილქფესტი  ოთხ ძალიან განსხვავებულ პაკეტს შესთავაზებს მომხმარებლებს.  კომბინაციით *202# სილქნეტის აბონენტები შეძლებენ მთელი თვით  გაიაქტიურონ: [checklist] 5 GB + 100 ლოკალური წუთი – 7 ლარად 8 GB უსწრაფეს ინტერნეტს  – 8 ლარად ულიმიტო სასაუბროს – 10 ლარად ულიმიტო ინტერნეტს – 19 ლარად [/checklist] ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა.  აქციაში ჩართვა ფიზიკურ …

შემიძლია თუ არა ღვინის დაყენება/დამზადება თავად?

ვაზისა და მისგან ღვინის დამზადების ისტორია ჯერ კიდევ ნეოლითური ხანიდან იწყება. ამ ხნის განმავლობაში ამ უძველესი სასმლის დაყენების უამრავი მეთოდი და ტექნოლოგია შეიქმნა და დაიხვეწა. ეს მეთოდები იმის მიხედვით იცვლება, თუ რა ჯიშის ყურძნისგან და რა სახეობის ღვინის დამზადება გვსურს. თუმცა, მათ ისიც განსაზღვრავს, თუ რა ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს გვაძლევდა და გვაძლევს ესა თუ ის ეპოქა. …

5 ნაბიჯი ლამინატის სწორად შესარჩევად

თანამედროვე ლამინატი ერთ-ერთი პოპულარული, უნივერსალური და იაფი საფარია სახლისა და ოფისის იატაკისთვის. ამ მასალის შეძენისას სწორი არჩევანის გასაკეთებლად სულაც არ არის საჭირო, ამ საქმის პროფესიონალი იყოთ. არადა, ამ არჩევანის წინაშე დღეს ბევრი ჩვენგანი დგას, ვინაიდან რემონტების სეზონი აქტიურ ფაზაში შედის. სამშენებლო და სარემონტო მასალების მეგაცენტრ „ნოვას“ მენეჯერები კვალიფიციურ რჩევებს აძლევენ მომხმარებლებს, რათა ზუსტად ის ლამინატი …

12 ჩანჩქერის კასკადი აჭარის ერთ სოფელში – უჩხოს კანიონი ექსტრემის მოყვარულთათვის

უჩხო პატარა სოფელია ხულოში, 350-მდე მოსახლით. სოფელი ზღვის დონიდან 1120 მეტრზე მდებარეობს და მდინარე უჩხოსწყლის ნაპირებზეა გაშენებული. ადგილობრივებმა აქამდე იცოდნენ, რომ სოფელში იყო ღირსშესანიშნაობები: XII საუკუნის ქვის თაღოვანი ხიდი და ბეგოშვილების ციხე, თუმცა ცოტა ხნის წინ აღმოჩნდა, რომ ამ პატარა სოფელს ფასდაუდებელი ბუნებრივი სიმდიდრე აქვს: 12 ჩანჩქერის კასკადი, რომლებიც თვალსმიფარებულ ხეობაში მოჩქეფს. კასკადოვანი ჩანჩქერები უჩხოში …

რა იცვლება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბავშვთა სამედიცინო და რეაბილიტაციის პროგრამებში

აჭარის არ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2021 წელს ბავშვთა სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამებს ახორციელებს, რომელთა ფარგლებშიც მიმდინარე წელს, მოცემული პერიოდისათვის, უკვე 2036 ბენეფიციარმა ისარგებლა სხვადასხვა სერვისით. აჭარის არ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, მოადგილესთან, ზურაბ თენიეშვილთან და სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ინდირა ნაკაიძესთან ერთად, სარეაბილიტაციო ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ბავშვთა …

ისაუბრე უსასრულოდ და აირჩიე “სილქფესტით“ სასურველი პაკეტები

სილქფესტის  ახალი აქცია ორ პაკეტს თავაზობს სილქნეტის მობილური ქსელის აბონენტებს. მომსახურების პირობების გააქტიურებას 7 ოქტომბერს   შეძლებს მსურველი.   კომბინაციით *202# მომხმარებელი მთელი თვით ჩაირთავს: [checklist] ულიმიტო სასაუბროს  + 10 GB – 18 ₾  ულიმიტო სასაუბროს + ულიმიტო ინტერნეტს  – 25 ₾ [/checklist] თუ ბონუსი ამოიწურა, მაგრამ აქციის ვადა ჯერ კიდევ ძალაშია, მომხმარებელს ინტერნეტზე დაერიცხება 1MB -ზე  15 თეთრი; პაკეტებში შემავალი სასაუბროს/მეგაბაიტების დაჯამება შეზღუდულია. სასაუბრო დრო …

„მიმდინარე პროექტების უმეტესობა დასკვნით ეტაპზეა“ – აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების რეაბილიტაციას, ახალი ხიდების, ხელოვნური ნაგებობების მშენებლობას, მოვლა-შენახვას ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს. ქობულეთის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. პროექტების უმეტესობა დასკვნით ეტაპზეა. დაბა ჩაქვში, დუმბაძის ქუჩის საავტომობილო გზის 1158 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო. პროექტის ფარგლებში რკინა-ბეტონის არხები და სანიაღვრე სისტემები მოეწყო. ეზოებთან მისასვლელი ტროტუარები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. …

თიბისის მხარდაჭრით, თბილისში YTONG-ის ბრენდის ენერგოეფექტური ბლოკის ქარხანა გაიხსნა

თბილისში, პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, YTONG-ის ბრენდის ენერგოეფექტური ბლოკის ქარხანა გაიხსნა. პროექტი „არქიმ“ 2015 წელს, გერმანელ პარტნიორთან – „ქსელა ჯგუფთან“, „საპარტნიორო ფონდთან“ და თიბისისთან ერთად დაიწყო. 2019 წელს კი, პროექტის პარტნიორებს „ბიქეი კონსთრაქშენი“ შეუერთდა. საწარმოს ჯამური ინვესტიცია 55 მილიონი ლარია. პროექტის პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტი კი თიბისია. ქარხანაში წლიურად 30 მილიონი ლარის პროდუქციის შექმნა და …

ბათუმში, „თეგეტა აკადემიაში“ სატვირთო ავტომობილებისა და სპეცტექნიკის ტრენინგი დაიწყო

დასავლეთ საქართველოში თეგეტას დასაქმების პროგრამის პირველი ეტაპი  სატვირთო ავტომობილებისა და სპეცტექნიკის სასწავლო კურსით  დაიწყო.   სატვირთო ავტომობილების და სპეცტექნიკის სასწავლო ტრენინგი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კომპონენტს. ტრენინგის მონაწილეებს „თეგეტა“ სრულად აფინანსებს. „თეგეტაში შეგიძლია ძალიან მოკლე ვადაში განვითარდე და წინ წახვიდე“ – ამბობს მაკა ფურცხვანიძე, აკადემიის კურსანტი და აღნიშნავს, რომ „თეგეტამ“ მისცა უნიკალური შანსი, ესწავლა და …

ლიტერატურულ კონკურს „პეგასი 2021″-ის გამარჯვებულები ცნობილია

ლიტერატურული კონკურსი „პეგასი“ დასრულდა და გამოვლინდნენ გამარჯვებულები. კონკურსში 16-25 წლამდე ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. კონკურსის დასკვნითი ტური ქობულეთში გაიმართა. მთავარი პრიზის „პეგასი 2021“-ის მფლობელი კი 24 წლის მირიან მერცხალაძე გახდა. კონკურსის ხუთი სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებულები არიან: ევა ართმელაძე, ოთო ბერიძე, სალომე ანანიძე, იმედა წითელაძე და მალვინა ზოიძე. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ გადასცა. მწერალთა სახლმა და ჟიურის …

ღვინოზე ახალგაზრდა, მაგრამ პაპირუსზე ძველი – კერამიკული ფილები უხსოვარი დროიდან დღემდე

კერამიკული ფილების წარმოება 5 000 წლის წინ იღებს სათავეს. არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი უძველესი კერამიკული ფილა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3 000 წლით თარიღდება. რა თქმა უნდა, მანამდე საქართველოში უკვე ქვევრში იწურებოდა ღვინო, მაგრამ კაცობრიობის ისეთი მიღწევა, როგორიც პაპირუსია, კერამიკულ ფილაზე გვიან შეიქმნა. კერამიკული ფილების წარმოება ათასწლეულების განმავლობაში იხვეწებოდა, უმჯობესდებოდა ტექნოლოგია, დიზაინი, წარმოების პროცესი და მისი გამოყენებაც სულ …

Exit mobile version