მთავარი,სიახლეები

მაღალი ძაბვის ელექტრობოძებს სასაფლაოზე აღარ დადგამენ

15.05.2017
მაღალი ძაბვის ელექტრობოძებს სასაფლაოზე აღარ დადგამენ

დღეს, 15 მაისს, ბათუმში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ბაკურიძემ, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურში არსებულ პრობლემაზე ისაუბრა. მისი თქმით, მოსახლეობამ  მიაღწია იმას, რომ მაღალი ძაბვის გადამცემი ელექტრობოძები სასაფლაოებზე აღარ გაივლის.

მოსახლეობა ბოძების ადგილმდებარეობის შეცვლას მოითხოვდა, რადგან ტერიტორია, სადაც მაღალი ძაბვის ელექტროხაზები უნდა გაეყვანათ, სოფლის ძველ სასაფლაოზე გადიოდა.

თამაზ ბაკურიძის თქმით, კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია და მაღალი ძაბვის გადამცემი ბოძები სასაფლაოდან მინიმუმ 15 მეტრის მოშორებით  დაიდგმება.

 

თამაზ ბაკურიძე

თამაზ ბაკურიძე

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: