განათლება,მთავარი,სიახლეები • • •

ხულოსა და შუახევის 22 სოფლის სკოლაში წელს პირველკლასელი არ მიუღიათ

21.11.2026
ხულოსა და შუახევის 22 სოფლის სკოლაში წელს პირველკლასელი არ მიუღიათ

ხულოსა და შუახევის 22 საჯარო სკოლაში წელს პირველკლასელები არ მიუღიათ.

შუახევის რესურსცენტრისგან მიღებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის 12 სოფელში, 2026-2027 სასწავლო წელს, პირველკლასელი არ დარეგისტრირებულა.

ეს სკოლებია:

  • ჩანჩხალოს საჯარო სკოლა
  • ჯაბნიძეების საჯარო სკოლა
  • ტბეთის საჯარო სკოლა
  • ნაღვარევის საჯარო სკოლა
  • ინწკირვეთის საჯარო სკოლა
  • სხეფის საჯარო სკოლა
  • წაბლანის საჯარო სკოლა
  • კვიახიძეების საჯარო სკოლა
  • ლომანაურის საჯარო სკოლა
  • ტომაშეთის საჯარო სკოლა
  • ტაკიძეების საჯარო სკოლა
  • გომარდულის საჯარო სკოლა

გასული წლის მონაცემებით, პირველკლასელები არ ჰყავდათ მაგალითად გოგაძეების, ცინარეთის, ჭალას, ცხემლისის, ზემოხევის, ვანისა და ჟანივრის საჯარო სკოლებსაც, ამიტომ დაზუსტების მიზნით შუახევის რესურსცენტრს ვკითხეთ, ეს სკოლები სხვა, უფრო მსხვილ საჯარო სკოლებთან გაერთიანდა თუ წელს დარეგისტრირდნენ ამ სკოლებში პირველკლასელები? – თუმცა, ამ კითხვაზე შუახევის რესურსცენტრმა არ გვიპასუხა.

პირველკლასელთა დეფიციტია ხულოს მუნიციპალიტეტშიც. რესურსცენტრის ინფორმაციით, წელს ხულოს 10 სოფელში პირველკლასელები არ ჰყავთ. ეს სკოლებია:

  • ბაკოს საჯარო სკოლა
  • სკვანის საჯარო სკოლა
  • დიდაჭარის საჯარო სკოლა
  • თაგოს საჯარო სკოლა
  • პაქსაძეების საჯარო სკოლა
  • საციხურის საჯარო სკოლა
  • ტაბახმელის საჯარო სკოლა
  • ფაჩხის საჯარო სკოლა
  • ქვემო თხილვანის საჯარო სკოლა
  • ძმაგულის საჯარო სკოლა

ქედაში, მხოლოდ სოფელ დანდალოს საჯარო სკოლაში არ ჰყავთ პირველკლასელი.

მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში გაზრდილი მიგრაციის გამო, იზრდება ისეთი სკოლების რაოდენობა, სადაც 7-8 მოსწავლე ჰყავთ მთლიანად სკოლაში.

არის ისეთი სკოლებიც კი, სადაც თითო მოსწავლე ჰყავთ. როგორც სოფლად მცხოვრები ადამიანები გვიყვებიან, სკოლების დაცარიელება სოფლიდან ხალხის მიგრაციას უკავშირდება, მათივე თქმით, მიგრაციას უმუშევრობა და სოფლებში უპერსპექტივობა განაპირობებს.

_________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: