სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბათუმში, ინდმეწარმე კ. ფ.-ის სარიტუალო დარბაზ „აჭარაში“ კრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინეს, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუსაბამობების გამოსწორებამდე შეუჩერდა.
აღნიშნული დარბაზი ბათუმში, ორბელიანის 15 ნომერში მდებარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ ამავდროულად, ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.
სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში, არაგეგმური ინსპექტირების საფუძველზე, დარღვევების გამო არაერთ ობიექტს შეუჩერეს საწარმოო პროცესი სხვადასხვა რეგიონში. მათ შორის თბილისში, ახალციხეში, ზესტაფონში და ა.შ.
ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუსაბამობების გამოსწორებამდე შეუჩერდათ.


