„უკვე ნიღბების ჩამოხსნი პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის, უკვე გამოჩნდა. არ არს დამალული, რომელიც საცნაურ არ იყოსო… ყველა გამოჩნდება, ვინ ვინ არის. ეს ძალიან კარგია. ბურუსში ყოფნა ძალიან რთულია, როცა ვერ განისაზღვრება, ვინ არის შენს გვერდში. შეიძლება შენი ახლობელი იყოს და აი, თურმე უბეში გველი მყოლიაო, ასე თქვა.
დადგება სულიწმინდის მადლით ის დრო, როცა ყველა ნიღაბს ჩამოიხსნის, გამოჩნდება ისეთი, როგორიც არის… უფლის ერთგულები უნდა ვიყოთ, სამშობლოს ერთგულები უნდა ვიყოთ. სამშობლოს უნდა გავუფრთხილდეთ, ყველა ვალდებულია სასულიერო პირი იქნება, თუ ერის ადამიანი,“ – აღნიშნა დღეს, 15 ნოემბერს საკვირაო ქადაგების დროის მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა, იობმა.
გასულ კვირას ამ მიტროპოლიტმა „ქართული ოცნება“ მწვავედ გააკრიტიკა. მან თქვა, რომ„დღევანდელმა ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“ და ამჟამინდელი ხელისუფლება „არაეკლესიურია“.
ამ თემაზე:
მიტროპოლიტმა იობმა “ქართული ოცნება” გააკრიტიკა, ახსენა ბიძინა ივანიშვილიც






