მთავარი,სიახლეები

ახალი წლის ღამეს პიროტექნიკას არ გამოვიყენებთ – გორის მერია

30.12.2023
ახალი წლის ღამეს პიროტექნიკას არ გამოვიყენებთ – გორის მერია

გორის მუნიციპალიტეტის მერია ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ ახალი წლის ღამე, საახალწლო დღესასწაულზე პიროტექნიკას არ გამოიყენებენ.

გორის მერიის ცნობით, პიროტექნიკისთვის განსაზღვრული თანხა გარემოს დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას მოხმარდება.

საახალწლო პიროტექნიკით ყოველწლიურად ზიანდებიან ადამიანები. პიროტექნიკური საშუალებების გამოყენება საფრთხის შემცველია ფრინველებისა და ქუჩაში მცხოვრები ცხოველებისთვის.

წელს პიროტექნიკის აკრძალვის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნაპეტიციის ავტორები მიმართავენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს მთავრობას, პარლამენტსა და პრეზიდენტს და პიროტექნიკის აკრძალვას ითხოვენ.

2023 წელს საქართველოში 5 მილიონ 2 ათას 100 აშშ დოლარის ღირებულების პიროტექნიკა შემოიტანეს. ამ სტატისტიკაში ჯერ არ არის ასახული ნოემბრისა და დეკემბრის თვეების მონაცემები, როცა საახალწლო ფეიერვერკებსა და სხვა პიროტექნიკაზე მოთხოვნა ყველაზე მეტად იზრდება.

ამავე თემაზე: 

წელს საქართველოში უკვე 5.2 მილიონი აშშ დოლარის პიროტექნიკა შემოიტანეს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: