გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 მაისის 21 საათიდან 16 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
- დღისით: 19 – 24 გრადუსი სითბო
- ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო
შიდამთიან რაიონებში:
- დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
- ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო
ზღვის წყლის ტემპერატურა +15 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 17-18 მაისს აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.






