მთავარი,სიახლეები

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე – 9 ივლისი

09.07.2022
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე – 9 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 9 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 37 200 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +300]
  • ტანკი – 1 638 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 3 815 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 832 ერთეული [+4]
  • MLRS – 247 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 108 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 217 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 187 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 674 ერთეული [+5]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 155 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 687 ერთეული [+2]
  • სპეცტექნიკა – 66 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 9 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 239 თვითმფრინავი
  • 137 ვერტმფრენი
  • 1 503 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 353 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 3 994 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 738 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 117 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 4 099 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]თუ უკრაინა ყირიმის ხიდს „ჰარპუნებით“ დაარტყამს, ეს გამართლებული იქნება – გენერალი ბრიდლავი[/yellow_box]

ამ თემაზე:

ჰაიმარსები აშინებს რუსებს. აგვისტოში გამოჩნდება, რამდენად შეძლებს უკრაინა გარდატეხას ომში

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: