მთავარი,სიახლეები

80 გარდაცვლილი და კოვიდის 5050 ახალი შემთხვევა – 30 ნოემბერი

30.11.2021
80 გარდაცვლილი და კოვიდის 5050 ახალი შემთხვევა – 30 ნოემბერი

30 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურდა კორონავირუსის 5050 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 80 პაციენტი.

აჭარაში კორონავირუსი დაუდასტურდა 240 ადამიანს, თბილისში გამოვლენილია 1 821 შემთხვევა, იმერეთში – 865, ქვემო ქართლში – 293შიდა ქართლში – 482, გურიაში – 160სამეგრელო – ზემო სვანეთში – 475, კახეთში – 317მცხეთა-მთიანეთში – 172, სამცხე-ჯავახეთში – 156, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 69.

ამ ეტაპზე 6 554 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისში – 2 600, აჭარაში – 510, იმერეთში – 1 423. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 674 პირი, მათ შორის, თბილისში – 651, აჭარაში – 121, იმერეთში – 504.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 361 პირი,  მათგან თბილისში – 201, აჭარაში – 38, იმერეთში – 35.

29 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.38%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.96% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.95%.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: