მთავარი,სიახლეები

აცრის შემდეგ კიდევ 1 მწვავე ალერგიული რეაქციის შემთხვევაა, პაციენტი კარგადაა – გამყრელიძე

19.03.2021
აცრის შემდეგ კიდევ 1 მწვავე ალერგიული რეაქციის შემთხვევაა, პაციენტი კარგადაა – გამყრელიძე

საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის შემდეგ კიდევ ერთ ადამიანს განუვითარდა მწვავე რეაქცია. მისი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია – ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დაადასტურა დღეს, 19 მარტს, ბრიფინგზე.

„პერსონალურ ინფორმაციას ვერ გეტყვით, დაგიდასტურებთ, რომ ახალგაზრდა ადამიანია.

ერთ-ერთ საავადმყოფოში არის ეს ახალგაზრდა ქალბატონი, იქ კლინიკამ დაწერა ანაფილაქსიური შოკი, მაგრამ  საბოლოო გადაწყვეტილება [იყო თუ არა ანაფილაქსიური შოკი] უნდა მიიღოს გვერდითი მოვლენების კომიტეტმა.

იქ იყო მწვავე ალერგიული რეაქცია, თვითონ ანაფილაქსია მიეკუთვნება მწვავე ალერგიული რეაქციების რიგს, მაგრამ იყო თუ არა იქ შოკი, ეს დასადასტურებელია. ის [პაციენტი] ახლა კარგად არის,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გუშინ, 18 მარტს, 27 წლის ექთანს ახალციხეში სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა კორონავირუსის ვაქცინით აცრის შემდეგ. პაციენტი გუშინვე კატასტროფის ბრიგადამ ახალციხიდან თბილისში გადაიყვანა, თუმცა დღეს, 19 მარტს, ახალგაზრდა ექთანი გარდაიცვალა. ექთნის გარდაცვალების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

____________________

ფოტოზე: ვაქცინაციის პროცესი ბათუმში. ფოტო არ არის დაკავშირებული აღნიშნულ შემთხვევასთან. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: