მთავარი,სიახლეები

„ბათუმი თაუერი“ ძველ ბულვარში მიწის ნაკვეთს ითხოვს – მერია თანახმაა

21.02.2020
„ბათუმი თაუერი“ ძველ ბულვარში მიწის ნაკვეთს ითხოვს – მერია თანახმაა

ბათუმის ძველ ბულვარში, ნინოშვილისა და ჟღენტის ქუჩების კვეთის მიმდებარედ, შპს „ბათუმი თაუერი“ მიწის ნაკვეთს იჯარის წესით, ათი წლის ვადით ითხოვს. ეს ის კომპანიაა, რომელმაც ე.წ. ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა იყიდა და დამატებითი შენობის მშენებლობის ნებართვაც მიიღო. კომპანია აქ სასტუმრო „ლე მერიდიანს“ აშენებს.

კომპანიის მოთხოვნაა ასევე, რომ ნაკვეთი, რომელიც პლაჟს ეკუთვნის, აუქციონის გარეშე, პირდაპირი განკარგვის წესით გადაეცეს. მერიის ინფორმაციით, მოთხოვნილი ნაკვეთი კომპანიას საკუთარი სასტუმროს წინ საპლაჟო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სჭირდება.

ბათუმის მერიას ნაკვეთის პირდაპირი წესით გასასხვისებლად საკრებულოს თანხმობა სჭირდება. შესაბამისი განკარგულების პროექტი საკრებულოში უკვე გადაგზავნილია და როგორც ამ პროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, „მერიას მიზანშეწონილად მიაჩნია დაკმაყოფილდეს შპს „ბათუმი თაუერი“-ს განცხადება“

საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში კომპანია ათი წლის ვადით სარგებლობაში მიიღებს პლაჟის ტერიტორიას 6 695 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს. ამავე პროექტით  კომპანიას საჯარო ქირის გადახდა ერთ წელში ორ ნაწილად მოუწევს, ზაფხულში საკურორტო სეზონზე ოთხი თვის გამავლობაში ის 122 742 ლარს გადაიხდის, ხოლო დარჩენილი თვეების საფასური 268 225 ლარი იქნება.

განკარგულების პროექტის მიხედვით შეთანმმება საჯარო სივრცის ჩაკეტვას არ ითვალისწინებს, ასეთი შეთანხმება ბულვართან არსებულ  სხვა სასტუმროებსა და კომერციულ ობიექტებსაც აქვთ, რომლებმაც პლაჟები აითვისეს, თუმცა იყო შემთხვევები, როცა მოქალაქეებს პლაჟის ამ მონაკვეთებით სარგებლობის საშუალება არ მისცეს.

„ტექნოლოგიური უნივერსიტეტის“  შენობა სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე 25 მილიონ 4 ათას 626 დოლარად შპს “ბათუმი თაუერმა” შეიძინა.  ეს კომპანია 2014 წელს ოფშორშია დარეგისტრირებული.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: