მთავარი,სიახლეები

საფრანგეთმა 24 აპრილი სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღედ გამოაცხადა

06.02.2019
საფრანგეთმა 24 აპრილი სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღედ გამოაცხადა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 24 აპრილი საფრანგეთში სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღედ გამოაცხადა.

5 თებერვალს, სომეხთა ორგანიზაციების ყოველწლიური საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე, პრეზიდენტმა მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი  პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც  გააკრიტიკა ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდი.

ოფიციალურად სომეხთა გენოციდი საფრანგეთმა 2001 წელს აღიარა.

ევროსაბჭომ, ევროპარლამენტმა და რომის პაპმა 1915 წლის 24 აპრილის სომეხთა მასობრივი მკვლელობები გენოციდად მიიჩნიეს, თუმცა ზოგი ქვეყანა, მათ შორის დიდი ბრიტანეთი მიიჩნევს, რომ ფაქტის გენოციდად შესაფასებლად არსებული მტკიცებულებები არასაკმარისად დამაჯერებელია.

საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე ემანუელ მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ სომეხთა გენოციდზე საფრანგეთის დამოკიდებულების შესახებ მან წინასწარ აცნობა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაეპ ერდოღანს. მაკრონმა ასევე მზაობა გამოხატა თურქეთთან ღია დიალოგისთვის.

„ჩვენ გვაქვს სხვადასხვა შეხედულებები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ბრძოლასთან, თურქეთში სამოქალაქო თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. განსხვავებული შეხედულებები გვაქვს სომეხთა გენოციდზეც.

თუმცა არის საკითხები, რაზეც ვთანხმდებით, მაგალითად, სირიაში პოლიტიკური ცვლილებების აუცილებლობის შესახებ. თურქეთთან დიალოგი გარდაუვალია,“ – აცხადებს მაკრონი.

თურქეთი აღიარებს, რომ ოსმალეთის იმპერიაში მცხოვრები სომხების დიდი ნაწილი პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის არმიასთან შეტაკებებისას დაიღუპა. თუმცა სადავოდ მიიჩნევს გარდაცვლილთა რაოდენობის მასშტაბს და უარყოფს, რომ ეს იყო სისტემური და ორგანიზებული ხოცვა-ჟლეტა. თურქეთი ასევე მიიჩნევს, რომ 1915 წლის მოვლენები გენოციდის ნიშნებს არ შეიცავდა.

ამავე თემაზე: რატომ ვერ ალაგებენ ურთიერთობებს სომხეთი და თურქეთი 

მთავარი ფოტო: Le Figaro

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: