კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

ახალი საგანმანათლებლო-პროფესიული პროგრამები საზღვაო აკადემიაში

12.12.2017
ახალი საგანმანათლებლო-პროფესიული პროგრამები საზღვაო აკადემიაში

ბათუმის საზღვაო აკადემია 2016 წლის სექტემბრიდან ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს – „საქართველოს მუშახელისა და პროფესიული განათლების დახმარების სტრატეგია (G-WAVES).“

პროექტის ბიუჯეტი 1.4 მილიონი აშშ დოლარია და მიზნად ისახავს საზღვაო ინდუსტრიის მოთხოვნადი პროფესიების განვითარებას.

ბათუმის საზღვაო აკადემიამ 2017 წლის საშემოდგომო ტესტირების შედეგად მიიღო სტუდენტები 7 ახალ პროფესიულ პროგრამაზე:

  • თევზსაჭერი გემის ნავიგაცია
  • ლოჯისტიკისა და პორტის მენეჯმენტი
  • ამწის ოპერირება
  • შედუღება

ყველა ახალი პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია.

საერთაშორისო პარტნიორთან, Pearson-თან ერთად ბათუმის საზღვაო აკადემიამ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო პროგრამები შეიმუშავა და სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი მასალები შეიძინა. 50-მდე მასწავლებელსა და ადმინისტრაციულ პერსონალს Pearson-ის საერთაშორისო სერტიფიკატი მიენიჭა.

პროგრამის ფარგლებში საზღვაო აკადემია თანამედროვე ლაბორატორიებითა და სასწავლო სიმულატორებით აღიჭურვა.

პროფესიული პროგრამით ყოველწლიურად 160 სტუდენტის მომზადებაა დაგეგმილი.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების გავლის შემდეგ  სტუდენტები მიიღებენ როგორც ქართულ დიპლომს, ასევე ბიზნესისა და ტექნოლოგიების საგანმანათლებლო საბჭოს BTEC-ის საერთაშორისო სერტიფიკატს.

შემდუღებელთა პროფესიული პროგრამის სტუდენტები

ფოტო: „ბათუმელები”

ამწის ოპერირების სასწავლო სიმულატორი

ფოტო: „ბათუმელები”

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: