ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ტარიელ შავაძე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, 70 წონით კატეგორიაში, მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ჩემპიონატი, რომელიც ბულგარეთში ჩატარდა, შავაძემ ფინალურ თამაშში სომეხ არამიას პოღოსიანს 1:0 მოუგო, მანამდე კი ფრედერიკ მიშელ პაულსი ანგარიშით 3:0, ანდრეს ჰამერსი – 8:0 და ერგუდერ ბეკისდამატსი – 10:0 დაამარცხა.
ტარიელ შავაძე წარმოშობით ხულოდანაა, წლებია გერმანიაში ცხოვრობს და საქართველოს სახელით ასპარეზობს.