გენდერული სტატისტიკა აჭარის მთავრობაში

 

აჭარის მთავრობის აპარატი თერთმეტ დეპარტამენტს აერთიანებს, აქედან ცხრა დეპარტამენტს მამაკაცი სამ დეპარტამენტს კი ქალი ხელმძღვანელობს. მამაკაცებს აბარიათ თავმჯდომარის კაბინეტის ხელმძღვანელის და სამდივნოს უფროსის თანამდებობებიც. საერთო ჯამში კი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის აპარატში  72 მამაკაცი და  45 ქალია დასაქმებული.

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მოქმედი 11 დეპარტამენტიდან კი ქალს მხოლოდ ორი დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა აბარია. საერთო ჯამში კი სამინისტროში სულ 55 მამაკაცი და 39 ქალი მუშაობს.

 

ჯანდაცვის სამინისტრო აჭარაში ერთადერთი სამინისტრო არ არის  სადაც დასაქმებულ მამაკაცებზე მეტი ქალი მუშაობს. ამ სამინისტროში 34 ქალი და 32 მამაკაცია დასაქმებული.  სამინისტროში მოქმედი რვა დეპარტამენტიდან კი ხუთ დეპარტამენტს ქალი ქელმძღვანელობს.

 

რადიკალურად განსხვევებული გენდერული სტატისტიკაა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში.  სამინისტროში  მაღალ თანამდებობაზე სულ 13 ქალი  27 მამაკაცი მუშაობს.

 

37 ქალი და  25 მამაკაცი მუშაობს აჭარის განათლების სამინისტროში.  სამინისტროში მოქმედი ექვსი დეპარტამენტიდან კი სამს ქალი ხელმძღვანელობს.

 

აჭარის ტუზმის დეპარტამენტში კი  17 ქალი და 11 მამაკაცია დასაქმებული. თუმცა მაღალ თანამდებობებს ძირითადად  მამაკაცები ინაწილებენ. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


"ბათუმელები"