სიახლეები

თემა მარაზმი

30.05.2012 • • 1029
თემა მარაზმი

ტარიელ ცეცხლაძე

ავტორი: ტარელ ცეცხლაძე

დილიდან სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ აქტიურად განიხილავენ აზიზეს მეჩეთის აშენების საკითხს. ვიღაც ე.წ. დაშეარებით გამოხატავს პოზიციას, ზოგიც – აქტიური დაკომენტარებით. მოკლედ, თემა ისეთივე მარაზმად იქცა, როგორც რამდენიმე წლის წინ „გეი აღლუმის“ ჩატარება. მაშინ ყველგან მამათმავლებს დაეძებდნენ და ღამისთევით, ლოცვით, სანთლებით დასდევდნენ მათ. საბოლოოდ, როცა ვერც აღლუმი ნახეს და ვერც სასტუმროებში დაიგულეს სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები, გამოაცხადეს, რომ მათ ისინი გააქციეს – ბოლო ინფორმაციით, უკვე სარფის საზღვარი გადაკვეთესო. მაშინ, როგორც ჟურნალისტი, ამ თემას აქტიურად ვაშუქებდი და დარწმუნებით გეტყვით, რომ „საეჭვო“ არავინ მინახავს.

შეიძლება თქვათ, ეს რა შუაშია, მაგრამ შუაში კი არა თავშია. როგორც თითიდან გამოწოვილი, აგორებული ამბავი იყო აღლუმი, ისე დაიწყო მეჩეთის თემით პოლიტიკური ქულების დაწერა-ჩამოწერაც. ჯერ კიდევ პროექტი არ არსებობდა, რომ უცებ დაასკვნეს – მეჩეთი აუცილებლად ზედ იუნკერების საფლავზე შენდებაო.

ეს ადამიანები თავიდან ამბობდნენ, რომ მეჩეთის იუნკერების საფლავთან აშენების წინააღმდეგი იყვნენ, შემდეგ კი, როცა ხალხი დაიგეშა მუსლიმანების მიმართ, მეჩეთის საერთოდ აშენების წინააღმდეგნი არიან. ჩემთვის კი მხოლოდ მოახლოებულ არჩევნებზე ამომრჩეველთა კეთილგანწყობის მოსაპოვებელი ნაბიჯია.

მოკლედ, „ფეისბუქზე“ „ობიექტივის“ გადაცემა ვნახე. არასოდეს ვუყურებ ამ გადაცემას, მაგრამ „გავრისკე“ ყურება. ყურებისას აღშფოთებას დროდადრო ვერ ვმალავდი და სამუშაოზე ხმამაღლა წამოვიძახებდი ხოლმე. ირმა ინაშვილი, ჟურნალისტიკის მთავარ პრინციპებს იცავდა კი არა და ეთერში ისე იქცეოდა, თითქოს დაქალებთან ერთად ყავას მიირთმევდა და კამერა შემთხვევით დარჩა ჩართული…

მოწოდება, პროპაგანდა… მოკლედ, იმდენი რამ იყო ამ ერთ გადაცემაში, ამ კონკრეტულ არხს კი არა, მთელ ჟურნალისტიკას შეიზიზღებდი. ირმა ინაშვილი `პრესსკაფეში` გამართულ დისკუსიას განიხილავდა. ზვიად ქორიძე და ემზარ კახიძე თურმე სამშობლოს მოღალატეები და თურქების ფულს დახამებული ადამიანები ყოფილან. ეს დასკვნა მას შემდეგ გააკეთეს, რაც ამ ორმა ადამიანმა საკუთარი პოზიცია ღიად დააფიქსირა: თუკი მუსლიმან მრევლს მეჩეთი სჭირდება, უნდა აშენდეს, დეტალებზე კი შეიძლება საუბარი.

რა თქმა უნდა, დამაინტერესა, თუ რა მოხდა „პრესსკაფეში“ და ვნახე ვიდეოჩანაწერი. სადავო ვერაფერი აღმოვაჩინე. ადამიანები თავიანთ აზრს საჯაროდ აფიქსირებდნენ. ზოგი ამბობდა, რომ თანახმაა აშენდეს მეჩეთი, ზოგიც – წინააღმდეგია. დისკუსიისა და დებატების არსიც ხომ სწორედ ესაა – განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები თავიანთ პოზიციებს გამოხატავენ. აბა, ობიექტივის გადაცემაში ჟურნალისტიცა და სტუმარიც ერთსა და იმავე აზრს რომ აჟღერებენ, ესაა დებატები?

მეჩეთის აშენების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ არ მინდა, რომ იუნკერების საფლავზე აშენდეს. სხვა ადგილას, მუსლიმან მრევლს, საჭიროებიდან გამომდინარე, თუ უნდა, ააშენოს მეჩეთი. ვიღაცისთვის მარტივია თქვას, რომ რა მეჩეთი, რის მეჩეთი, რად უნდათ მუსლიმანებს კიდევ მეჩეთი, ხომ აქვთ. მე კიდევ სულ იმაზე ვფიქრობ, ჩემს ნათესავებს, ბებიაჩემს რა ვუთხრა?! მეჩეთი რად გინდა ბებო, აგერ ეკლესია ხომ გვაქვს-მეთქი? ის, რაც შენ 85 წელია გწამს, უარყავი და ეკლესიაში მიდი-მეთქი?

ამ მოსაზრების გამოქვეყნების შემდეგ, ალბათ მეც მოღალატედ გამომაცხადებენ, მაგრამ ეგ დიდად არ მადარდებს. ეს ჩემი პოზიციაა და არ ვცდილობ, ხალხის თვალში ქულების დასაწერად ჩემი პოზიცია დავმალო.

მოკლედ, საბოლოოდ ერთი შთაბეჭდილება დამრჩა… კონკრეტული ადამიანები და ორგანიზაციები პიარს თემის აპელირებით იკეთებენ. თუკი ბრბოს დამუხტავ ისე, რომ შეძლო მის ფსიქოლოგიაზე იმოქმედო, მაშინ შენი რეიტინგი აიწევს. აი, ასეთ ადამიანებზე კი ჩვენი „მაღალი“ პრეზიდენტის სიტყვები მახსენდება: „ვაი, თქვენს პატრონს“.

გადაბეჭდვის წესი