H1N1 ვირუსით აჭარაში წელს ოთხი პირი გარდაიცვალა

H1N1 ვირუსით, გრიპის მიმდინარე სეზონზე, აჭარაში ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, წელს სამ დღეში კი სამი პირი. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განმარტებით ეს ინფორმაცია ლაბორატორიულად დადასტურებულია. ამავე ცენტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გარდაცვალების ფაქტებს ადგილი ჰქონდა სხვადასხვა დღეს, მათ შორის პირველ და ორ იანვარსაც, თუმცა უკავშირდებოდა თუ არა ეს შემთხვევები H1N1 – ვირუსს, ამის გასარკვევად ჯანდაცვის ცენტრში ლაბორატორიული კვლევების შედეგებს ელოდებოდნენ.

ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით 3 იანვრის მონაცემებით, პრევენციის მიზნით ექიმს  100 000 ადამიანზე 328  მიმართავს, ეს მონაცემები ბევრად ნაკლებია 2016 წლის მონაცემებთან, როდესაც ასევე დაფიქსირდა H1N1- ის შემთხვევები აჭარაში.

ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ამ დროისთვის ჰოსპიტალებში ასამდე პაციენტი გადის მკურნალობის კურსს. აჭარის ჯანდაცვის ცენტრში, „გამოცდილებიდან გამომდინარე“, ვარუდობენ, რომ ამ კვირის ბოლომდე ვირუსის გავრცელება შესუსტდება.

ამ თემაზე:

როგორ დავიცვათ თავი H1N1 ვირუსისგან – პაატა იმნაძის ექვსი რჩევა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი

ავტორი