ბათუმის მერიას ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვა არ გაუცია



ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელის, მირიან მეტრეველის ინფორმაციით, მერიას პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით ნებართვა არ გაუცია. მისივე განმარტებით, მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური ამზადებს გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტს და მხოლოდ გარემოს სპეციალისტების დასკვნის შემდეგ დაიწყება ამ საკითხის განხილვა.

წინასწარი ინფორმაციით, ბათუმის საზღვაო ნავსადგური და საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია „Wondernet Exspress”-ი საქართველოს მთავრობასა და საქართველოს რკინიგზასთან შეთანხმებით ბათუმის პორტში ახალ ტერმინალს აშენებს. ტერმინალი ცენტრალური აზიიდან მინერალური სასუქების ტრანზიტისთვის იქნება განკუთვნილი.

პროექტი ბათუმის პორტის ადმინისტრაციის შესასვლელთან დღეს მოქალაქეებმა გააპროტესტეს. პორტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ტერმინალში საფრთხის შემცველი პროდუქციის შემოტანა არ იგეგმება.

ბათუმის პორტის ადმინისტრაციასთან მოქალაქეები ტერმინალის მშენებლობას აპროტესტებენ

Posted by ბათუმელები • Batumelebi.ge on პარასკევი, 14 დეკემბერი, 2018

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი