განათლება,მთავარი,სიახლეები

პედაგოგების საგნობრივი გამოცდების განრიგი

22.06.2018 • 3712
პედაგოგების საგნობრივი გამოცდების განრიგი

პედაგოგების კომპეტენციის დამადასტურებელი ზაფხულის გამოცდები მიმდინარე წელს  11 ივლისს დაიწყება. პირველი გამოცდა იქნება ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში პირველიდან მეოთხე კლასის პედაგოგებისთვის.

12 -13 ივლისს პედაგოგები პროფესიული უნარების გამოცდას ჩააბარებენ.

18 ივლისს გამოცდებს 7-8 კლასების მასწავლებლები ჩააბარებენ მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ბიოლოგიაში, სამოქალაქო განათლებასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში.

20 ივლისს გამოცდები შემდეგ საგნებში ჩატარდება:

ინგლისური ენა – წერითი ნაწილი,

რუსული ენა – წერითი ნაწილი;

გერმანული ენა – წერითი ნაწილი;

ფრანგული ენა – წერითი ნაწილი;

ქართული, როგორც მეორე ენა – წერითი ნაწილი;

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – წერითი ნაწილი.

21 ივლისს გამოცდები ჩატარდება შემდეგ საგნებში:

ინგლისური ენა – პრაქტიკული ნაწილი;

რუსული ენა – პრაქტიკული ნაწილი;

გერმანული ენა – პრაქტიკული ნაწილი;

ფრანგული ენა – პრაქტიკული ნაწილი;

ქართული, როგორც მეორე ენა – პრაქტიკული ნაწილი.

22 ივლისს მასწავლებლები ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პრაქტიკული ნაწილის გამოცდას ჩააბარებენ.

23 ივლისს გამოცდებს ჩააბარებენ ფიზიკის, მუსიკის, სახვითი ხელოვნების, ქიმიისა და სპორტის მასწავლებლები.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: