„დღევანდელ აქციაზე ჩვენ გვინდოდა იმის თქმა, რომ პოლიციის ქმედება არ უნდა გადაიზარდოს ძალადობაში, დაკავებაში. დღეს, 11:00 საათზე, ჩვენ შევიკრიბებით კლუბ „ბაქანში“, რომ ყველას ვაჩვენოთ, ეს არის ძალადობის საწინააღმდეგო აქცია და არა ნარკოტიკების პროპაგანდა. ცეკვით, ერთად ყოფნით ვაჩვენოთ ყველას, რომ კლუბური ცხოვრება არ არის ნარკოტიკების პროპაგანდა“ – ამბობს ზურა აბზიანიძე, ბათუმში გამართული აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
დღეს, 12 მაისს, ბათუმში, ახალგაზრდების ჯგუფი თბილისში, კლუბ „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცრაზმელების შეჭრასა და მოქალაქეებზე ძალადობას აპროტესტებდა.
ბათუმში აქციის სამი მონაწილე პოლიციამ დააკავა, თუმცა მოგვიანებით სამივე გაათავისუფლეს.