26 წლის ქალი საკეისრო კვეთის შემდეგ კომაში ჩავარდა – ოჯახს 54 ათასი დოლარი სჭირდება

26 წლის  ნათია ჩაგანავა ერთი თვეა კომაშია. ოჯახის ინფორმაციით, ნათია 11 აპრილს, საკეისრო კვეთის შემდეგ კომაში ჩავარდა და დღემდე მისი მდგომარეობა კრიტიკულია. უკვე რამდენიმე დღეა ოჯახი მის უცხოეთში წასაყვანად თანხას აგროვებს და დახმარებას საზოგადოებას სთხოვს.

ნათიას მეუღლე, ჯემალ ჩხაიძე ამბობს, რომ თანხის ნაწილის შეგროვება მოხერხდა, თუმცა ეს საკმარისი არ არის:

„ტვინის მოგრძო ღეროა გაჭედილი. მიზეზს, რა მოხდა, ვერავინ გვეუბნება. აქ გადარჩენის შანსს ვერ გვაძლევენ, ველაპარაკეთ თურქეთში კლინიკას, გვეუბნებიან, რომ არის შანსი.  54 200 დოლარი ღირს მკურნალობა, მათი რეანომობილით უნდა ჩამოვიდნენ და გადაიყვანონ.

ხვალ ჯანდაცვის სამინისტროსგან ველოდებით პასუხს თანხაზე.  ახლა 24 000 ლარია შეგროვებული, ადამიანები დამეხმარნენ, ზოგმა ერთი ლარი ჩარიცხა, ზოგმა ორი, სამი, ათი… თუმცა არც ესაა საკმარისი. ეს ჩვენი პირველი ბავშვია“ – ამბობს ჯემალ ჩხაიძე.

ნათია ჩაგანავას დასახმარებლად გახსნილია ანგარიშის ნომრები:

საქართველოს ბანკი : GE74BG0000000027501500 (ლ,$,€) მიმღები თამრიკო დადიანი
თიბისი ბანკი: GE83TB7834645061100048  მიმღები ჯემალ ჩხაიძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.