„ნიუ პლაზმა“ – ახალი კლინიკა ბათუმში სპეციალურად ონკოლოგიური სერვისისთვის

ონკოლოგიურ დაავადებათა გამოკვლევებისა და მკურნალობის საჭიროების მქონე პაციენტებისთვის ბათუმში, პუშკინის ქუჩის N141-ში, რამდენიმე თვეა სპეციალიზებული კლინიკა „ნიუ პლაზმა“ გაიხსნა.

კლინიკის დამფუძნებელი და სამედიცინო მიმართულების ხელმძღვანელი ონკოქირურგი, მამოლოგი თეიმურაზ გოგიტიძეა.

რატომაა საჭირო ონკოლოგიური პაციენტებისთვის სპეციალური კლინიკის გახსნა? ამ შეკითხვას თეიმურაზ გოგიტიძე პასუხობს:

თეიმურაზ გოგიტიძე

თეიმურაზ გოგიტიძე

„ის პაციენტები, რომლებიც ზოგადად შეიძლება მივიდნენ ონკოლოგთან, დიაგნოზის დასმამდე ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ არიან. დავინახე საჭიროება, რომ სპეციალურად მათთვის უნდა შეგვექმნა განსაკუთრებით კომფორტული გარემო, სადაც მათ არ მოუწევდათ სხვა დაავადებების მქონე პაციენტებთან ერთად უსაშველო რიგში დგომა, რაც ასეთ დროს განსაკუთრებით დამთრგუნველია.

მეორე მხრივ, იმ პაციენტებისათვის, რომლებიც უკვე გადიან მკურნალობის კურსს, ეს იქნება ქიმიოთერაპია თუ სხვა, მეტი ყურადღება და კომფორტია საჭირო, რომ მკურნალობის კურსი წარიმართოს დამატებითი გართულებების გარეშე.“

კლინიკა „ნიუ პლაზმაში“ პაციენტის კონსულტაციაზე ჩაწერა წინასწარ, დარეკვით ხდება და ადგილზე მისული პაციენტი დაყოვნების გარეშე მისთვის განკუთვნილ სივრცეში ხვდება, ეს იქნება გამოკვლევა თუ ქიმიოთერაპია.

ქომიოთერაპიისთვის განკუთვნილი „ჭკვიანი“ სავარძელი და საჭირო თანამდეროვე ტექნიკა

ქომიოთერაპიისთვის განკუთვნილი „ჭკვიანი“ სავარძელი და საჭირო თანამედროვე ტექნიკა

ერთი შეხედვით, კლინიკა უფრო კომფორტულ სასტუმროს ჰგავს, ვიდრე სამედიცინო დაწესებულებას. მყუდრო მისაღები, მზრუნველი და პაციენტზე ორიენტირებული პერსონალი, „ჭკვიანი“ სავარძლები, ტელევიზორში საყვარელი გადაცემები – ეს ყველაფერი თანამედროვე სამედიცინო ტექნიკასთან ერთად „ნიუ პლაზმას“ უმაღლესი დონის ონკოლოგიურ კლინიკად აქცევს.

„ნიუ პლაზმაში“ პაციენტს ადგილზე შეუძლია მიიღოს ის ყველა ონკოთერაპიული მომსახურება, რაც როგორც საქართველოში, ასევე ევროპაშია შესაძლებელი.

კლინიკა „ნიუ პლაზმაში“ მიიღებთ შემდეგ მომსახურებას:
  • მამოლოგია
  • სარძევე ჯირკვლის პათოლოგიების დიაგნოსტიკა
  • ულტრაბგერითი კვლევა
  • ყველა სახის ბიოფსიური ღონისძიებები
  • მცირე მანიპულაციები, რომელთა გაკეთებაც ადგილობრივი გაუტკივარებითაა შესაძლებელი
  • მინიოპერაციები
  • ფარისებრი ჯირკვლის დიაგნოსტიკა
  • ექოსკოპია
  • ბიოფსია
  • დერმატოონკოლოგია – კანის პათოლოგიების დიაგნოსტიკა და მკურნალობა
  • ონკოლოგიური პათოლოგიების ქიმიოთერაპიული მკურნალობა – ქიმიოთერაპია, იმუნოთერაპია, სპეციალური პორტების გამოყენება და ა.შ.

განსაკუთრებულ შემთხვევებში, კვირის განმავლობაში ორ-სამჯერ, კლინიკიდან თბილისისა და ევროპის წამყვანი კლინიკების ონკოლოგებთან ხდება დისტანციური ვიდეოკონსულტაცია და დამატებითი დეტალების დაზუსტება როგორც დიაგნოზის, ასევე დასანიშნი თერაპიული კურსის შესახებ.

„საბჭოთა გამოცდილებიდან გამომდინარე არსებობს დამკვიდრებული წარმოდგენა, რომ კიბოს მკურნალობა უნდა იყოს ძალიან რთული, აუცილებლად უნდა მოჰყვეს გართულებები, პაციენტი საკუთარ თავთან და მკურნალობის კურსთან დარჩეს მარტო.

კლინიკის ვიწრო პროფილი იძლევა საშუალებას თითოეულ პაციენტზე საჭიროების შემტხვევაში სრული გუნდი ზრუნავდეს

კლინიკის ვიწრო პროფილი იძლევა საშუალებას, თითოეულ პაციენტზე საჭიროების შემთხვევაში სრული გუნდი ზრუნავდეს

თანამედროვე დროში ამ დაავადების მკურნალობა და პროცესის მართვა გაცილებით ადვილია, ვიდრე სხვა პათოლოგიებთან გამკლავება. თუ პაციენტს არ ჰქონდა გართულება, გულისრევა და ა.შ., მიიჩნევენ, რომ დაბალხარისხიანი მომსახურება მიიღეს. არადა, პირიქითაა, ზუსტად შერჩეული, მაღალი ხარისხის, შესაბამის დროში და დოზებით გახსნილი წამლით და საჭირო დამხმარე მედიკამენტებით მკურნალობის შემთხვევაში ხშირად ყოველგვარი გართულებების გარეშე მიმდინარეობს პროცესი. სპეციალიზებული კლინიკა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თითოეულ პაციენტზე მთელი გუნდი ვიყოთ ორიენტირებული კლინიკაში თუ მის გარეთ, მუდმივად გვქონდეს მასთან სატელეფონო თუ პირადი ურთიერთობა, რაც განაპირობებს მკურნალობისა და მომსახურების მაღალი ხარისხით წარმართვას,“-ამბობს თეიმურაზ გოგიტიძე.

ხარისხისა და პაციენტის დაცვისთვის კლინიკაში დამონტაჟებულია ვიდეოკამერით აღჭურვილი ქიმიოთერაპიის გამწოვი კარადა, რომლის საშუალებითაც პაციენტს შეუძლია აკონტროლოს მისთვის განკუთვნილი წამლის გახსნისა და გაზავების პროცესი, რაზეც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მკურნალობის წარმატებული კურსი. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია დაინტერესებულმა პაციენტმა განმეორებით გადაამოწმოს და დარწმუნდეს, რამდენად შესაბამისი და ხარისხიანი მომსახურება მიიღო.

ვიდეოკამერით აღჭურვილი ქიმიოთერაპიის გამწოვი კარადა, რომლის საშუალებითად პაციენტს შეუძლია აკონტროლოს მისთვის განკუთვნილი წამლის გახსნისა და გაზავების პროცესი

ვიდეოკამერით აღჭურვილი ქიმიოთერაპიის გამწოვი კარადა, რომლის საშუალებითაც პაციენტს შეუძლია აკონტროლოს მისთვის განკუთვნილი წამლის გახსნისა და გაზავების პროცესი

დიაგნოსტიკისა და თერაპიული მომსახურების საწყის ეტაპზე ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები თითქმის სრულად აფინანსებს ყველა პროცედურას. „ნიუ პლაზმა“ ჩართულია ყველა სახელმწიფო პროგრამაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის და კონსულტაციაზე ჩასაწერად დარეკეთ: 568 10 44 10

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი