მთავარი,სიახლეები

გმირთა ხეივანი ბათუმში, რომელიც 6 წელია ნაგვის ურნების გარეშეა

02.05.2018 • 4948
გმირთა ხეივანი ბათუმში, რომელიც 6 წელია ნაგვის ურნების გარეშეა

ბათუმში გმირთა ხეივანი ბათუმში, რომელიც ბაგრატიონისა და შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩებს შორის, დაახლოებით 1,5 კმ-ის სიგრძეზეა გაშენებული, მეექვსე წელია ნაგვის ურნების გარეშეა.

ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ ადგილებს, სად განთავსდეს ურნები, მერიის შპს „სანდასუფთავება“ განსაზღვრავს.

„სანდასუფთავებაში“ კი განაცხადეს, რომ „ხეივანში უნდა დაიდგას დეკორატიული ურნები. გამოცხადებული იყო ტენდერი, ველოდებით და როგორც კი ურნებს შემოიტანენ, ამ ხეივანშიც აუცილებლად დავდგამთ. ზოგადად, ქალაქში ურნებს ხშირად აზიანებენ და სეზონისთვის ვცდილობთ ყველა მათგანი შევცვალოთ“.

შეიხ ნაჰაიან მუბარაქ ალ ნაჰაიანის ხეივანი ბათუმში 2012 წლის მაისში გაიხსნა. ხეივანს ორ ნაწილად რკინის თაღი, ე.წ. ბათუმის კარიბჭე ჰყოფს. მოგვიანებით ამ ხეივანს გმირთა ხეივანი, ხოლო ქუჩას, ჟიული შარტავას სახელი ეწოდა.

ხეივანი ბათუმში ნაგვის ურნების გარეშე

ხეივანი ბათუმში ნაგვის ურნების გარეშე

ხეივანი ბათუმში ნაგვის ურნების გარეშე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: