29 წელი წაბლანის ტრაგედიიდან

წაბლანის ტრაგედიის შემდეგ. 1990. უჩა ოქროპირიძის ფოტო. წყარო: ციფრული ბიბლიოთეკა “ივერიელი”

წაბლანის ტრაგედიიდან 29 წელი გავიდა.

1989 წლის 19 აპრილს აჭარის მაღალმთიან სოფელ წაბლანაში ჩამოწოლილი მეწყრისშედეგად  23 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი.

ბინათმშენებლობის ამხანაგობა „წაბლანა 2015“- ს, რომლის წევრი სოფელ წაბლანაში მცხოვრები სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 208 ოჯახია, რომელთაც აჭარის მთავრობამ სამი წლის წინ ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, 5001 კვ.მ მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის საჭირო 1 550 000 ლარი გამოუყო.

საცხოვრებელ სახლში, რომელიც ტაბიძის ქუჩაზე, 7/9-ში მდებარეობს, დაახლოებით 456 ბინა მოეწყობა, რომლებიც 164 დევნილ ოჯახსა და სოფელ წაბლანაში სტიქიის შედეგად დაზარალებულ 208 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცემა. ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, კორპუსების სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ჯი2ბილდინგი“ აწარმოებს. მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და ის 2018 წლის შემოდგომაზე დასრულდება.

ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართობის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება 26 მარტს დაიწყო და 25 აპრილამდე გრძელდება.

აჭარის მაღალმთიანეთში კვლავ რჩება მეწყერსაშიში ზონები, სადაც მოსახლეობა საფრთხის ქვეშაა. მთავრობის პროგრამის ფარგლებში მათი განსახლება უსაფრთხო ადგილებში ეტაპობრივად ხორციელდება.

 

წაბლანელთა უფლებების დასაცავად მიტინგი/ წაბლანელები ბინით დაკმაყოფილებას ითხოვენ. უჩა ოქროპირიძის ფოტო. წყარო: ციფრული ბიბლიოთეკა “ივერიელი”

სტიქიით დაზარალებულ წაბლანელთა ჭირისუფალნი. 1990. უჩა ოქროპირიძის ფოტო. წყარო: ციფრული ბიბლიოთეკა “ივერიელი”

ამავე თემაზე:

მეწყერსაშიში ზონები აჭარაში

წაბლანის სტიქიას გადარჩენილი

ბინები დაზარალებული წაბლანელებისთვის

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან