ამერიკის საელჩო აჭარაში ორ სკოლას რეაბილიტაციას ჩაუტარებს

ამერიკის საელჩო საქართველოში აჭარის რეგიონში ორ სკოლას ჩაუტარებს რეაბილიტაციას – ქობულეთში, სოფელ ზედა კვირიკეში და ქედაში, სოფელ ძენწმანში.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, თანამშრომლობის მემორანდუმს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, ინგა შამილიშვილმა და აშშ საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის წარმომადგენელმა, მაიორმა კვენტინ დოლიმ, მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის ფარგლებში აშშ საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის  სამსახური იღებს ვალდებულებას, ქვეკონტრაქტორების მეშვეობით განახორციელოს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი