მთიანი აჭარა

უწყლოდ და უგზოდ დარჩენილი სოფელი

30.05.2012 • • 1740
უწყლოდ და უგზოდ დარჩენილი სოფელი

ავტორი: მანანა ქველიაშვილი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი სოფლის, ლეღვას მოსახლეობის ნაწილი უწყლობას, უშუქობას და უგზოობას უჩივის. ადგილობრივები ამბობენ რომ ოთხი თვეა მათ ონკანებში წყალი არ წამოსულა.

„წყალი არ გვაქვს, გზა არ გვაქვს. სინათლე, გეიხედავ ქარი ქრის არაა, გაწვიმდება არაა. კაცი მომკითხავი არ გვყავს სოფელში. თუ რამე სამუშაო გვაქვს ვბარავთ და ვთესავთ. გაკეთება უნდა და კაციშვილი მომხმარე არ გვყავს. წყალს თუ გამოუშვებენ არ დაილევა, მღვრიეა. არც ტანისამოსი გეირეცხება და არც საჭელი გეიკეთება. კაი ახლა მე ღელესთან ახლოს ვარ და რაღაცას ვიმაშვები, მაგრამ ყველა ღელესთან ხომ არ ცხოვრობს,“- ამბობს სოფელ ლეღვას მცხოვრები სულიკო როყვა.

მასზე უფრო მძიმე დღეშია ნანული შაქარიშვილი. მისი წყლის მილები ოთხი წლის წინ, გზის მშენებლობისას დაზიანდა და დღემდე არ შეუკეთებიათ.

„ოთხი წელიწადია „კრანი“ არ მომიშვია. გზა გეიყვანეს და გამიტკლიცეს მილი. წვიმის წყალზე ვარ დამოკიდებული. ბაკებში ვავსებ და ისე ვაგროვებ. სასმელ წყალს კიდევ წყარო მაქვს ბოსტანში და იმის წყალს ვეზიდებით 7 სული ზამთარ-ზაფხულს. ქობულეთის გამგებელი მპირდება დღეს ხვალ, დღეს ხვალ, მთელ სოფელს მისცა და მე არ მომცა წყალი. მაგი რომ არ გავარონიო ამ გზაზე ეკუთვნის, მაგრამ რა ვქნა, მეზობელია, თან ნათესავია. რა ვუყო,“ – ამბობს ნანული შაქარიშვილი.

სოფლის გზები მოსაწესრიგებელია. უგზოობის გარდა სოფელს უშუქობაც აწუხებს. ადგილობრივების თქმით ელექტროენერგია არასტაბილურად მიეწოდებათ, ამის გამო კი საყოფაცხოვრებო ტექნიკა უფუჭდებათ.

„სარეცხი მანქანა და მაცივარი გაფუჭდა. 940 ლარი მივეცი სარეცხ მანქანაში და დამეწვა. ჩაქრება მოვა, ჩაქრება მოვა. პასუხს არავინ გვცემს რატომ არა ასე. ყველა სოფელში გზა გაკეთდა, ავტობუსები დეინიშნა, ჩვენ სოფელს არაფერი ეშველა. ლეღვას ცენტრში უნდა ჩავიდე რომ რამეს გავყვე. ზემოდან, სკურედან, ქაქუთიდან კი მოდის მანქანები, მაგრამ აქ რომ ჩამოდის სავსეა და ვერ შეხვალ,“ – ამბობს ლეღვას მცხოვრები ლია როყვა.

[youtube=https://www.youtube.com/watch?v=pAn3z9eglC0&feature=youtu.be]

ლეღვას თემის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ირაკლი ტაკიძე ამბობს რომ სოფელში არსებული პრობლემები უახლოეს დღეებში მოგვარდება.

„წყლის პრობლემა დღესვე მოგვარდება. ეს გამოიწვია უხვმა ზამთარმა და ყინვებმა. ყინვის შედეგად დაზიანდა ლითონის მილები. ზუსტად ეს ყველაფერი გამომდინარე იყო ზამთრის გამო, სათავეზე ვერ დადიოდნენ. ორმეტრიანი თოვლი იყო. ზამთრის პერიოდის გამო იყო. სათავე ნაგებობა გუშინ გაიწმინდა. პარალელურ რეჟიმში გვარდება გზებიც. იმის გამო რომ ხშირად იწმინდებოდა გზა, ტრაქტორებით, ამიტომ დაზიანდა. ორშაბათიდან ვიწყებთ გზის მოხრეშვას. რაც შეეხება ელექტროენერგიის პრობლემას, ენერგო პროს აქვს თვითონ მოუგვარებელი სადენები. გადამრთველის პრობლემაა. გადამრთველი არის ორ ადგილზე. ოჩხამურში და ქაქუთში. საკმარისია ქაქუთში გაფუჭდეს შუქი რომ არ ექნება არც ლეღვას. სხვა შიდა გაყვანილობა სოფელში ყველაფერი მოწესრიგებულია,“ – ირაკლი ტაკიძე.

სოფელ ლეღვაში 800 კომლი ცხოვრობს. სოფლის ერთ-ერთი უხუცესი, შუქრი ტაკიძე სოფლის დაარსების ისტორიას გვიყვება.
„1878 წლამდე, კომპაქტური დასახლება ლეღვაში არ იყო. ლეღვა ახლა ეწოდა მაგას. საუკუნის დასაწყისში. ადრე ჩეხედანა ერქვა. რომელიც ახლა მხოლოდ ერთ უბანს ჰქვია. ადრე ლეღვა ჭაობიანი, ცივი ადგილი იყო. ძველი ხალხი ამბობდა „ჩიტი რომ გაფრინდებოდა და ლეღვაში მოხვდებოდა ისე ციოდა ძირს ვარდებოდაო“. ლეღვაში დასახლება დაიწყო მას შემდეგ რაც ჩოლოქის საზღვარი გაიხსნა და ქობულეთ-ოზურგეთს შორის გადასვლამ ინტენსიური ხასიათი მიიღო და ოზურგეთის ბაზარი ხელმისაწვდომი გახდა ლეღვას მოსახლეობისათვის“, – ამბობს შუქრი ტაკიძე.

მისივე თქმით საბჭოთა კავშირის დროს სოფელი ეკონომიკურად ძლიერი იყო. დღეს კი ასე აღარაა. ლეღვას თემში შემავალი სოფელ ჩეხედანას მცხოვრები შოთა ტაკიძე იმ პრობლემებს თვლის რაც სოფლის მოსახლეობას აწუხებს.

„გზა არაა. პრეზიდენტი კი იძახის ვაკეთებო, შეიძლება აკეთებს, მაგრამ სოფელსაც ხომ უნდა ყურადღება. ახალგაზრდები დასაქმებული არ არიან. თუ გინდა მე ვიყო, სამოცი წლის ადამიანი ვარ და არაფერი დასაქმება მე არა მაქვს. არც პენსია და ვარ ასე. ძირითადი პრობლემა არის უმუშევრობა. ძირითადი ჩვენი შემოსავალი ჩაი და ციტრუსი იყო. ახლა ციტრუსს რასაც ევიღებთ, ძლივს ვყიდით. არაფერი მთავრობა მომკითხველი არაა,“ – ამბობს შოთა ტაკიძე.

„გზა როგორი გვაქვს ქე ხედავთ თქვენც. სხვა რა გითხრათ. საშუალო ფენა ვართ, არც წევიქცევით და არც გევიქცევით, ნეიტრალურ ზონაში ვართ,“ – ამბობს ჩეხედანას მკვიდრი ნატო გედევანიძე.

[slideshow]

გადაბეჭდვის წესი