გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ბათუმში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ხვალ, 26 მაისს, მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, თუმცა უმეტესად – უნალექოდ. ღამით შესაძლოა ხანმოკლე წვიმა.
იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
- დღისით: 22 – 27 გრადუსი
- ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო
მთაში მოსალოდნელია:
- დღისით: 16 – 21 გრადუსი
- ღამით: 5-10 გრადუსი სითბო
ბოლო მონაცემებით, ზღვის წყლის ტემპერატურა 19 გრადუსია.
__________
მარიამ ქველიაშვილის ფოტო