შუახევსა და ხულოში სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად გამარჯვებული იდეები გამოვლინდა. ახალი პროგრამით 15 და 19 წლის ახალგაზრდებს საკუთარი იდეების განხორციელების საშუალება მიეცათ – დაბა შუახევში მუსიკალური ბენდი ჩამოყალიბდება, ხოლო დაბა ხულოს ცენტრში, ღია სივრცეში, Led ეკრანს დაამონტაჟებენ. ბენდის ჩამოყალიბება და Led ეკრანის მონტაჟი სწორედ ადგილობრივი ახალგაზრდების იდეები იყო, რომლებსაც კენჭისყრაზე მოსახლეობის მხრიდან …
Tag Archives: GIZ
რას ითხოვენ ქალები შუახევში – ორი პეტიცია საკრებულოსა და უმაღლეს საბჭოში
პროექტის – „ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერება შუახევის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში შუახევში ორი პეტიცია მოამზადეს, რომელთაგან ერთი უშუალოდ შუახევის მუნიციპალიტეტს ეხება და ადგილობრივ საკრებულოს წარუდგენენ, მეორე კი აჭარის ყველა მუნიციპალიტეტს შეეხება და მისი ადრესატი აჭარის უმაღლესი საბჭოა. „ერთი კვირის წინ შუახევში ვიყავი, ფეხი მტკივა და გაწვალებული გავედი. გზის პრობლემა გვაქვს ძირითადად და დიდი ბედნიერება იქნება ჩვენთვის, სოფლებში …
Continue reading “რას ითხოვენ ქალები შუახევში – ორი პეტიცია საკრებულოსა და უმაღლეს საბჭოში”
პროექტი შუახეველი ახალგაზრდებისთვის
შუახევის სოფლებში, ჭვანასა და ნენიაში, პროექტში – „ქალთა და ახალგაზრდების გაძლიერება შუახევის მუნიციპალიტეტში“ ჩართული ახალგაზრდები თანატოლებს შეხვდნენ და მათ თვითმმართველობის კომპეტენციასა და სამოქალაქო ბიუჯეტზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს. პროექტში შეძენილი ცოდნის გაზიარებასთან ერთად, შეხვედრის მონაწილეებს საჩუქრად ამავე პროექტის ფარგლებში მომზადებული კედლის კალენდრებიც გადასცეს, რომლებზეც დამატებითი ინფორმაციის სახით, თვითმმართველობის კომპეტენციაა დატანილი. აღნიშნული პროექტის მხარდამჭერია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის …
პროექტის გამარჯვებული გოგო შუახევიდან: ნამუშევრების უცხოეთში გატანაზეც ვფიქრობ
თამუნა ქარცივაძე შუახევის სოფელ ტაკიძეებში ცხოვრობს. ამბობს, რომ ბავშვობიდან უყვარდა სხვადასხვა ნივთებისთვის ახალი სახის მიცემა, ბოლო დროს კი სტრინგ არტით დაინტერესდა. სტრინგ არტი, ძირითადად ლურსმნებითა და ძაფებით ახალი დეკორაციების და ნივთების შექმნაა. თამუნამ მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პროგრამაშიც გაიმარჯვა, რითაც საყვარელი საქმე ერთგვარ ბიზნესად აქცია. „ნივთების შეძენის სურვილი გაჩნდა უცხოეთიდანაც და სამომავლოდ, რა თქმა უნდა, ექსპორტზეც ვფიქრობ“, …
Continue reading “პროექტის გამარჯვებული გოგო შუახევიდან: ნამუშევრების უცხოეთში გატანაზეც ვფიქრობ “
ქედაში მოსახლეობა 900 ათასი ლარის პროექტების განხორციელებას იწყებს
ყველაზე უკეთ სოფლის პრობლემების შესახებ თავად სოფლის მოსახლეობამ იცის, ამ პრობლემების გადაჭრის გზების ძიებისას ყველაზე მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელიც სოფლის მოსახლეობის მოსაზრებებია. სწორედ იმ მიზნით, რომ მოსახლეობა საკუთარი საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების საქმეში ჩართულიყო, ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ 2021 წელს 900 ათასი ლარი გამოყო მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამისთვის. შესაბამისად, მოქალაქეებმა ყველა სოფლიდან დაწერეს თავიანთი სოფლებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები, ხოლო დაფინანსდა …
Continue reading “ქედაში მოსახლეობა 900 ათასი ლარის პროექტების განხორციელებას იწყებს”
16 წლის ქედელი ბიჭის გამარჯვებული იდეა – ინტერნეტი მთელ სოფელს
„მობილიზატორმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში 14 წლის ასაკიდან შეგვეძლო საკუთარი იდეა წარგვედგინა, რომელიც, მოსახლეობისგან მხარდაჭერის შემთხვევაში, შემდგომში დაფინანსდებოდა. ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა სოფელში შემოგვეყვანა ინტერნეტი და შეგვეძინა WI-FI მოდემები, რომლებიც გაუნაწილდებოდა ყოველ ოჯახს სოფელ გუნდაურში, სადაც 40 მოსახლეა. ჩავთვალე, რომ ყველა ოჯახი კმაყოფილი დარჩებოდა და ჩემი იდეა დავარეგისტრირე“, – ამბობს 16 წლის ნიკუშა …
Continue reading “16 წლის ქედელი ბიჭის გამარჯვებული იდეა – ინტერნეტი მთელ სოფელს”
რას გააკეთებ სოფელში, როცა ფული გაქვს – ქედაში იდეების კენჭისყრა დაიწყო
„ზენდიდის ახალგაზრდობას გვსურს გავმართოთ ფესტივალი, რომელიც ჩვენი სოფლის კულტურული ძეგლების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ეს დაეხმარება სოფელს განვითარებაში და ასევე დაინტერესდებიან ტურისტებიც“, – ამბობს ზენდიდელი სალომე ბერიძე. ზენდიდელი ახალგაზრდების ამ სურვილის განხორციელების შანსს ქედის მუნიციპალიტეტის პროგრამა იძლევა, რომელსაც საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაცია უჭერს მხარს. სოფელ ზენდიდში, სადაც ბეჟანიძეთა საგვარეულოს უძველესი ციხე-სიმაგრე მდებარეობს, სოფლის პოპულარიზაციის მიზნით, ფესტივალის …
Continue reading “რას გააკეთებ სოფელში, როცა ფული გაქვს – ქედაში იდეების კენჭისყრა დაიწყო”