ხულოში და ქედაში საკრებულოს ახალი თავმჯდომარეები აირჩიეს

დღეს 20 ნოემბერს, ქედის საკრებულომ თავმჯდომარედ შუქრი თურმანიძე 18 ხმით აირჩია. თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობა ოპოზიციამ არ მიიღო. „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვაჟა ბოლქვაძემ, ბაქარ ბარამიძემ, რამინ ბერიძემ, „ევროპული საქართველოდან“ – თემურ ავალიანმა, „პატრიოტთა ალიანსიდან“ გენადი არძენაძემ. ქედის ახალარჩეულ საკრებულოს 24 წევრიდან პირველ სხდომას ერთი წევრი, „პატრიოტთა ალიანსიდან“ გოჩა გათენაძე არ ესწრებოდა. საკრებულოს თავმჯდომარე აირჩიეს ხულოშიც. …

ვინ არიან ბათუმის საკრებულოს ახალი წევრები

„ქართული ოცნება“ ბათუმის ახალ საკრებულოში 19 წევრით იქნება წარმოდგენილი. პროპორციული სიით საკრებულოში შევლენ: სიის პირველი ნომერი სულიკო თებიძე, წინა მოწვევის საკრებულოს  წევრი, ირაკლი მიქელაძე, ექიმი ნერიმან ცინცაძე, წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე, დიმიტრი ჭეიშვილი, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოში ბურჯანაძის პარტიიდან იყო შესული,  ბესარიონ გოგოტიშვილი, დავით მახარაძე, ნატალია ძიძიგური და თამაზ დევაძე.  საკრებულოს ათი წევრი კი, მაჟორიტარობის  …

როდის დაიწყებენ ახალი მერი და საკრებულო მოვალეობის შესრულებას

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის იურისტის, მირზა მამულაძის განმარტებით, ახლად არჩეული მერი და საკრებულო, კანონის მიხედვით, უფლებამოსილების განხორციელებას ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ერთ თვეში დაიწყებს. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს ცენტრალური საარჩევნო კომისია, არჩევნების შედეგების საბოლოო შეჯამების შემდეგ, 30 დღის ვადაში. მუნიციპალიტეტის საკრებულო მუშაობას შეუდგება, თუ შესაბამისი საარჩევნო კომისია დაადასტურებს …

დეპუტატი: ენმ-ს განცხადება სუს-ის თანაშრომლებზე არის ცრუ ბრალდება

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ლადო მგალობლიშვილი, დღეს, 20 ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რეზო ხარაზის განცხადებას ეხმიანება. ხარაზმა  კონკრეტული თანამდებობის  პირები დაასახელა და განაცხადა, რომ ისინი სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომლები არიან და უხეშად ერევიან საარჩევნო პროცესში. „ეს არის გამარგინალებული, გაბანკროტებული პარტიის ცრუ ბრალდებები. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ხვალ ხალხი მიიღებს ძალიან სწორ გადაწყვეტილებას და ეს „ნაციონალურ …

ენმ: საარჩევნო პროცესებში სუს-ის თანამშრომლები არიან ჩართული

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რეზო ხარაზის ინფორმაციით, საარჩევნო პროცესებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს] თანამშრომლები არიან ჩართული. მან ეს განცხადება დღეს, 20 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. „ბოლო ორი დღის განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურდნენ სუს-ის თანამშრომლები. ყველა ეს ადამიანი, ვინც ამ დაფაზე წერია,  – აჭარის სუს-ის უფროსი, ირაკლი ერისთავი, მთავრობის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი გია გაბაიძე, მთავრობის აპარატის, უფროსი გოჩა …

საკრებულოს წევრობის იმამი კანდიდატები

ხულოში საკრებულოს წევრობას მუსლიმი სასულიერო პირები აპირებენ. სოფელ ხიხაძირში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ავთანდილ გაბაიძეა. იგი სოფელ ოშანახევის იმამია. სოფელ დანისპარაულში კი, საკრებულოს წევრობას ასევე სასულიერო პირი – ამირან პაპიძე აპირებს. ის „ევროპულმა საქართველომ“ დაასახელა მაჟორიტარობის კანდიდატად. ხულოს მუფთის, ასლან აბაშიძის თქმით, ორივე მათგანი იმამია ხულოს სხვადასხვა სოფელში. „ამირან პაპიძე ემსახურება რელიგიას. ის მოლა და …

თავმჯდომარედ, მოადგილედ და მდივნად საუბნო-საარჩევნო კომისიებში „ქართული ოცნებიდან“

2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიებში თავმჯდომარის, მოადგილისა და მდივნის პოზიციებზე ძირითადად ოლქის წარმომადგენლები აირჩიეს. გამონაკლის შემთხვევაში მოადგილის ან მდივნის პოზიცია შეხვდათ პარტიების – „ქართული ოცნებისა“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ წარმომადგენლებს, ასეთი ტენდენციაა აჭარის მუნიციპალიტეტების საუბნო საარჩევნო კომისიებშიც. „ბათუმელებმა“ რამდენიმე საუბნო კომისიის შემოწმების შედეგად გამოარკვია, რომ მათგან ბევრი 2016 წლის საპარლამენტო …

იყენებს თუ არა ადმინისტრაციულ რესურსს ქედის გამგებელი „ოცნების“ სასარგებლოდ?

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე არსებული „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი, ნომრით IWI 080, რომელიც ქედის გამგებელს დავით დუმბაძეს ემსახურება, დღეს, 8 ოქტომბერს, ქედის მუნიციპალიტეტის, მახუნცეთის ადმინისტრაციული თემის ცენტრშია გაჩერებული, გამგებელი კი ცენტრიდან, სადაც ავტომობილია გაჩერებული, დაახლოებით სამი კილომეტრით  დაშორებულ სოფელ ზედა ბზუბზუში, ქედის მერობის კანდიდატთან, ლევან გორგილაძესთან ერთად, მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრაზე იმყოფება, რასაც თავად გამგებელიც ადასტურებს. პარტიულ …

„ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი შუახევში: გავხსნით სოფლის კლუბებს, დავაგებთ გზებს

მირზა თურმანიძე „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატია შუახევის მუნიციპალიტეტში. ამ პარტიაში გაწევრიანებამდე, ის 2004 წლიდან უჩამბის თემის საკრებულოს თავმჯდომარე იყო, 2006 წელს კი შუახევის საკრებულოს წევრი გახდა „ნაციონალური მოძრაობიდან“. პარალელურად საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა მაკარაძის ბიუროს ხელმძღვანელი იყო.  2008 წლიდან გამგებლის მოადგილე, შემდეგ კი გამგებლის მოვალეობას ასრულებდა. 2011 წელს აჭარის მთავრობის აპარატში მუშაობდა. 2012 წლის …

ენმ-ს მერობის კანდიდატი შუახევში: ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად არ გვეცალა

ომარ მეგრელიძე „ნაციონალური მოძრაობის“ შუახევის მერობის კანდიდატია 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე. ომარ მეგრელიძე 2006-2011 წლებში შუახევის გამგებელი იყო, მანამდე კი გამგებლის მოადგილე. რას მიაღწია თავისი გამგებლობის პერიოდში და რას პირდება ის ამომრჩეველს არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში? ამ თემაზე მერობის კანდიდატი „ბათუმელებთან“ საუბრობს. ბატონო ომარ, რა არის თქვენი მთავარი გზავნილი ამომრჩეველთან? მთავარი პრიორიტეტი ჯანდაცვის და განათლების ხელმისაწვდომობა …

შუახევის სასამართლომ სხეფის სკოლის მასწავლებელი 1000 ლარით დააჯარიმა

შუახევის მუნიციაპალიტეტის სოფელ სხეფის მასწავლებელი მარინა დარჩიძე, რომელმაც ფეისბუკის გვერდზე „ქართული ოცნების“ დროშიანი პირველკლასელების ფოტო გამოაქვეყნა, დღეს, 2 ოქტომბერს, შუახევის მაგისტრი სასამართლოს მოსამართლემ დავით გელაშვილმა ათასი ლარით დააჯარიმა. პედაგოგს ბრალი ედებოდა საარჩევნო კოდექსის 81-ე მუხლის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო კამპანიის გამართვას იმ ადგილებში, სადაც კანონით აკრძალულია.  საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე, შუახევის 82-ე საოლქო კომისიას არასამთავრობო …

ბათუმის მერობის კანდიდატი: ქალაქის გამწვანება უნდა მოხდეს დეკორატიული ქოთნებით

ბათუმის  დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, წინასაარჩევნო შეხვედრებს იწყებს  ბათუმის მერობის კანდიდატებთან. დღეს, 2 ოქტომბერს, პირველი შეხვედრა „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატთან, პეტრე ზამბახიძესთან გაიმართა. კანდიდატმა მოკლედ ისაუბრა საარჩევნო პროგრამის დეტალებზე, შემდეგ კი კითხვებს უპასუხა. პირველი კითხვა ქალაქში პარკინგის პრობლემასთან და უსახურ მშენებლობებთან დაკავშირებით დაისვა. მერობის კანდიდატის თქმით, აშენებულ უსახურ შენობებს უკვე ვერაფერს მოვუხერხებთ, რადგან ძალადობრივი მექანიზმები მიუღებელია: …

„პატრიოტთა ალიანსის“ შუახევის მერობის კანდიდატი: ეკლესიამ ნაკლები უნდა იფიქროს გამდიდრებაზე

რევაზ ზოიძე „პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატია 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე შუახევის მუნიციპალიტეტში. იგი  ამბობს, რომ  27 წელია შუახევში აღარ ცხოვრობს. რატომ გადაწყვიტა მერობა და რა პრობლემების მოგვარებას ჰპირდება მოსახლეობას?  მერობის კანდიდატი „ბათუმელების“ კითხვებს პასუხობს. ბატონო რევაზ, როდის მოხვედით პოლიტიკაში და რატომ გინდათ გახდეთ მერი? „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი გავხდი ერთი თვის წინ, მანამდე პოლიტიკაში არ ვიყავი. …

გენდერული დისბალანსი ხულოს პარტიულ სიებში

ხულოს # 84 საარჩევნო ოლქში, პროპორციულ საარჩევნო სიაში ყველაზე მეტი ქალი „ლეიბორისტულ პარტიას“ ჰყავს წარმოდგენილი. 10 ქალი და 6 კაცია – ასეთია პარტიის საარჩევნო სიაში გენდერული ბალანსი. „ქართული ოცნების“ 20-წევრიან სიაში კი მხოლოდ ოთხი ქალია, პარტიული სიის მესამე, მეექვსე, მე-10 და მე-11 ადგილებზე. „ევროპული საქართველოს“ პარტიულ სიაში 23 კანდიდატიდან შვიდი ქალია, თუმცა პარტიული სიის სამეულში არც …

ოცნების მაჟორიტარი კანდიდატები ბათუმის საკრებულოში – არჩევნები 2017

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატები ბათუმის საკრებულოში: 1.ჩაქვი, მწვანე კონცხი, მახინჯაური, თამარის დასახლება (ბენზე) – თამაზ სალუქვაძე. ის ამ დრომდე აჭარის უმაღლესი საბჭოს  საფინანსო-სამეურნეო და სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 2.ბონი-გარადოკი, მანთაშევი -გოჩა მგელაძე. ის ამ უბანში მერის რწმუნებულად მუშაობდა. 3.ბაგრატიონის ადმინისტრაციული ერთეული (ჭაობი) – ნატალია ზოიძე. ნატალია ბათუმის მოქმედი საკრებულოს წევრია. ურეხი, თოდოგაური, ინჯალო, სამრეწველო ზონა …

ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სია ბათუმის საკრებულოში – არჩევნები 2017

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“  ბათუმის საარჩევნო საოლქო კომისიაში პროპორციული საარჩევნო სია დაარეგისტრირა , პარტიის თავმჯდომარის გიორგი კირთაძის ინფორმაციით სია ასე გამოყურება: მირდატ ქამადაძე – პარტიის წევრი, პარტიის ბათუმის საკრებულოს თამჯდომარეობის კანდიდატი. ლევან ანთაძე – ექიმი, აჭარის ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი, „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატი ნოდარ დუმბაძე – ბათუმის მოქმედი საკრებულოს სამგზის წევრი. კახა კუნჭულია – რაგბისტი …

ენმ: მთავრობა ოფიციალურ ვებგვერდებს წინასაარჩევნო აგიტაციისთვის იყენებს

„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, მირდატ ქამადაძემ დღეს, 18 სექტემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველი პარტია ადმინისტრაციულ რესურს იყენებს და მან გარკვეული მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაც მოითხოვა. „2017 წლის 12 სექტემბერს „ქართულმა ოცნებამ“ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები წარადგინა. აქციაში ჩართული იყო მთელი ადმინისტრაციული რესურსი. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, აჭარის უმაღლესი საბჭოს და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის …

პირველკლასელები „ქართული ოცნების“ დროშებით გაკვეთილზე

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის დაწყებითი სკოლის  მასწავლებელი, მარინა დარჩიძე თავის ფეისბუქგვერდზე პირველკლასელთა ფოტოს აქვეყნებს, სადაც ბავშვებს „ქართული  ოცნების“ დროშები უჭირავთ ხელში. ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, სკოლა თავისუფალია პოლიტიკური გავლენებისგან. გარდა ამისა, საარჩევნო პერიოდში ეს მიიჩნევა წინასაარჩევნო აგიტაციის წესების დარღვევად. „სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურიის კოორდინატორის, მადონა ბერიძის განმარტებით, „სასწავლო პროცესში დროშების გამოფენით სკოლის პოლიტიკური აქტივობა წარმოჩნდა, რითაც დაირღვა …

ISFED: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ წინასაარჩევნო აგიტაციის წესი დაარღვია

სამართლიანმა არჩევნებმა ბათუმსა და ყვარელში წინასაარჩევნო აგიტაციის წესის დარღვევასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე ცესკოს მიმართა. „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, რომელმაც ოფიციალური ფეისბუქგვერდი წინასაარჩევნო აგიტაციისთვის გამოიყენა. „კერძოდ, სამინისტრომ 12 სექტემბერს გამოაქვეყნა პარტია „ქართული ოცნების“  მერობის კანდიდატების წარდგენის ამსახველი ფოტოები. ფოტოებში გამოყენებულია პარტიის დროშა და ლოგო.  გარდა ამისა, სამინისტროს გვერდმა …

პრემიერმა ბათუმში არც მაჟორიტარები დაასახელა და არც სია წარადგინა

დღეს ბათუმში საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ამომრჩეველს მხოლოდ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები წარუდგინა. პრემიერს  მაჟორიტარები არ დაუსახელებია, უცნობია ასევე „ოცნების“ პროპორციული სია ბათუმსა და მუნიციპალიტეტებში. პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციაში ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ ბათუმისა და მუნიციპალიტეტების სია ჯერ კიდევ დაუზუსტებელია, რის გამოც მას ვერ წარადგენენ. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ პარტიაში ჯერჯერობით ვერც სიაზე შეთანხმდნენ და ვერც …

Exit mobile version