ენმ-ის მაჟორიტარი კანდიდატი: საბჭოთა კავშირში არ ვცხოვრობთ, რომ კოლექტიურ პასუხისმგებლობაზე ვილაპარაკოთ

მირდატ ქამადაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ მას შემდეგ შევიდა, რაც პარტია არჩევნებში დამარცხდა და მმართველის პოზიციიდან ოპოზიციაში გადაინაცვლა.  იგი პროფესიით იურისტია და ბათუმის 68-ე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად იყრის კენჭს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში. „ბათუმელები“ დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა მას კითხვები პარტიის ლიდერებთან და მიიღო თუ არა პასუხები ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე, როცა  პარტიაში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. ბატონო მირდატ, …

აჭარაში 308 506 ამომრჩეველია რეგისტრირებული

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფრომაციით 2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის, დაზუსტებული მონაცემებით ამ დროისთვის აჭარაში 308 506 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ამომრჩეველთა სიების გადამოწმება დასრულდა. ამომრჩეველთა დაზუსტებული რაოდენობა მაჟორიტარული ოლქების მიხედვით: ბათუმის N68 მაჟორიტარული ოლქი – 53 062 ამომრჩეველი; ბათუმის N69 მაჟორიტარული ოლქი – 53 035 ამომრჩეველი; ბათუმის N70 მაჟორიტარული ოლქი …

აჭარაში ამომრჩევლები ოთხ, სხვადასხვა ფერის ბიულეტენს მიიღებენ

2016 წლის 8 ოქტომბერს აჭარაში ამომრჩევლები 4, სხვადასხვა ფერის ბიულეტენს მიიღებენ. მწვანე და ყვითელი ბიულეტენი უმაღლესი საბჭოს პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნებისთვისაა, ხოლო ცისფერი და ვარდისფერი – საქართველოს პარლამენტის პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნებისთვის. აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ სპეციალური ვიდეო-რგოლი და საინფორმაციო ბუკლეტები მოამზადა, რაზეც დატანილია ბიულეტენების ფერები, ასევე აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს უფლება-მოვალეობების მცირე ჩამონათვალი, რისი მიზანიც ამომრჩევლის ინფორმირება …

მუხრან ვახტანგაძე: მე არ მჯერა, რომ პროვოკაციები იქნება

მუხრან ვახტანგაძე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატია საქართველოს პარლამენტში. ის  ბათუმის 70-ე საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს.  ვახტანგაძე ყოფილი სპორტსმენია, 2000 წელს მან სიდნეის ოლიმპიური თამაშებზე მესამე ადგილი აიღო. იყო  მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი, მიღებული აქვს FILA-ს საერთაშორისო ფედერაციის ოქროს მედალი ჭიდაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ბატონო მუხრან, რა იქნება თქვენი მთავარი გზავნილი ამომრჩეველთან, რისი გაკეთება გინდათ პარლამენტში? „ქართული ოცნების“ …

მუხრან ვახტანგაძის სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნეს

დამოუკიდებელი კანდიდატი ზაურ გოგიტიძე, რომელიც ბათუმის 70-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში იყრიდა კენჭს, საკუთარ კანდიდატურას „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის, მუხრან ვახტანგაძის სასარგებლოდ ხსნის. კანდიდატურის მოხსნის შემდეგ ზაურ გოგიტიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ წევრი გახდა. ჟურნალისტების კითხვაზე,  დათმო თუ არა არჩევნები „ქართული ოცნების“  წევრობის სანაცვლოდ? ზაურ გოგიტიძე ამბობს: „ამ ეტაპზე მივიღე ასეთი გადაწყვეტილება, რადგან ერთადერთი ძალა არის „ქართული …

საარჩევნო პლაკატი აკრძალულ ობიექტზე

ბათუმში, მემედ აბაშიძის 48 ნომერში არსებულ კერძო საცხოვრებელ სახლზე, ნინო ბურჯანაძის პარტიის, მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო პლაკატია გაკრული.  შენობა არ შედის მუნიციპალიტეტის მიერ მიერ განსაზღვრული იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალში, სადაც დასაშვებია საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსება.  საკრებულოების მიერ დადგენილი ნორმების მიხედვით, საარჩევნო პლაკატების გაკვრა აკრძალულია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე და ქალაქის ისტორიულ უბნებში. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ზაალ მამუჭაძის …

„პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი: მე ძალიან არ მიყვარს სიტყვა ოკუპანტი

ია მესხიძე ქობულეთის 71-ე საარჩევნო ოლქის დეპუტატობის კანდიდატია „პატრიოტთა ალიანსიდან“. ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა პოლიტიკაში მოსვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, როცა დაინახა, რომ მის ხედვებს ეს პოლიტიკური ძალა აჟღერებდა. ის სრულად იზიარებს დავით-თარხან მოურავის თურქოფობიურ პათოსს… ია მესხიძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბუღალტრო აღრიცხვის, აუდიტისა და საგადასახადო საქმის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. ქალბატონო ია, რის გამო გადაწყვიტეთ გამხდარიყავით …

ISFED-ი ბათუმის ბიუჯეტის 2 მილიონით ზრდას ეხმაურება

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2 მილიონით გაზრდას ეხმაურება. ბათუმის მერიამ ქალაქის ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელების მოთხოვნით საკრებულოს მიმართა და სტიქიის გამო ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებისთვის ბიუჯეტის ამ ნაწილის 2 მილიონ 225 ათასი ლარით გაზრდა მოითხოვა. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის #35 დადგენილებში ცვლილების შეტანის …

პეტრე ზამბახიძე: ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქში არაკომპეტენტური პირები არიან

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, „ნაციონალური მოძრაობიდან“ პეტრე ზამბახიძის განცხადებით, ბათუმის  79-ე საარჩევნო ოლქში არაკომპეტენტური პირები მუშაობენ. მისი თქმით, ოლქი უარს ეუბნება საარჩევნო სიის გადამოწმებაზე, რაც ოლქის მოვალეობაა. „საოლქო საარჩევნო კომისია უარს აცხადებს საარჩევნო სიების შემოწმებაზე და სიებში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, ცვლილების შეტანაზე. ჩვენ გვაქვს პასუხი ოლქის თავმჯდომარისგან, რომელიც აბსოლუტურად არაადექვატურ განცხადებას აკეთებს და ამბობს რომ …

მაჟორიტარი კანდიდატი: ჩვენი მთავარი გზავნილია, უკეთესი ცხოვრება

არმაზ ბახტაძე „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი კანდიდატია აჭარის უმაღლეს საბჭოში. განათლებით ეკონომისტია. 2007 წლიდან მუშაობდა საბანკო სისტემაში, შემდეგ მომსახურების სფეროში. კითხულობს ლექციებს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო ინსტიტუტში და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.  2012 წლიდან არის „თავისუფალი დემოკრატების“ და შუახევის საკრებულოს წევრი ამ პარტიიდან. ბატონო არმაზ, რა არის თქვენი მთავარი გზავნილი ამომრჩეველთან? ჩვენი მთავარი გზავნილია, უკეთესი ცხოვრება, უკეთესი …

მაჟორიტარი კანდიდატი: ხალხთა მეგობრობა არ არსებობს

მაჟორიტარი კანდიდატების უმეტესობა, როგორც საჯარო სივრცეში ამომრჩეველთან საუბრისას, ასევე ჟურნალისტის კითხვებზე პასუხებისას უმეტესწილად ჯერ იმაზე იწყებს საუბარს, რა ვერ გააკეთა „ოცნების“ ხელისუფლებამ. მხოლოდ ამის შემდეგ გადადიან თემაზე – „რას გავაკეთებთ ჩვენ“. ამ კანდიდატებს შორისაა პაატა ცივაძეც, რომელიც დისკრიმინაციულ ლექსიკას და სიძულვილის ენას იყენებს. ის ბათუმის 68-ე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად „პაატრიოტთა ალიანსმა“ წარადგინა. თქვენს ოლქში, იმ …

შეწირე და მიიღე

ქველმოქმედება პოლიტიკურად და „ოცნების“ ხელისუფლება 2016 წელს „ქართულმა ოცნებამ“ შემოწირულობის სახით ხუთ მილიონამდე ლარი მიიღო. სახელისუფლებო პარტიას მსხვილ თანხას ძირითადად დეველოპერები სწირავენ, შემდეგ ისინი სამთავრობო სტრუქტურების მიერ გამოცხადებულ ტენდერებს იგებენ და მაღალბიუჯეტიან კონტრაქტებს აფორმებენ, ან კიდევ, ხელსაყრელი პირობებით იღებენ მიწის ნაკვეთს ქალაქის ცენტრში მრავალბინიანი კორპუსის ასაშენებლად. მათგან ბევრმა ბედი პოლიტიკაშიც სცადა ან ახლა აპირებს. დეველოპერების …

უსკოში პარტიული სიების წარდგენის ვადა 8 სექტემბრამდეა

უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობისთვის, უსკოში რეგისტრირებულმა პოლიტიკურმა პარტიებმა და საარჩევნო ბლოკებმა, პარტიული სიები 8 სექტემბერს 18:00 საათამდე უნდა რადაგნონ. სიების გადამოწმების პროცესი ათი დღის ვადაში, 18 სექტემბერს უნდა დასრულდეს. უსკოს ინფორმაციით, ამ დროისთვის უსკოში პარტიული სია მხოლოდ ერთ პარტიას , – „უსუფაშვილი-რესპუბლიკელები“-ს “ აქვს წარმოდგენილი.

საია, ჩერნოვეცკის კანდიდატურის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლას ითხოვს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ქობულეთის N 81 საოლქო საარჩევნო კომისიას ლეონიდ ჩერნოვეცკის მაჟორიტარობის  კანდიდატობის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლას სთხოვს. კიევის ყოფილი მერი, რომელიც რამდენიმე წელია ქობულეთში ცხოვრობს,  2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარალმენტის არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას. ის საინიციატივო ჯგუფის მიერ არის წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატად საქართველოს პარლამენტში. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ დეტალურად შეისწავლა პარლამენტის მაჟორიტარობის კანდიდატის ლეონიდ …

დავით თარხან-მოურავი უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ხელმძღვანელი, დავით თარხან-მოურავი, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში იყრის კენჭს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ის სიის პირველი ნომერი იქნება. თუ რატომ გადაწყვიტა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა,  ამ კითხვით დავით თარხან-მოურავს მივმართეთ. „ორში იქნება პრესკონფერენცია, ყველაფერს ვიტყვი იქ, რა გადავწყვიტე, რატომ გადავწყვიტე, ყველაფერს ორში გაიგებთ“- აცხადებს დავით თარხან-მოურავი. პოლიტიკური პარტია კანდიდატების ოფიციალურ წარდგენას 2 სექტემბერს გეგმავს. …

უსკოში კიდევ ერთი ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია დარეგისტრირდა

დღეს, 29 აგვისტოს, უსკომ უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე კიდევ ერთი დამკვირვებელი ორგანიზაცია დაარეგისტრირა. კომისიის წევრების გადაწყვეტილებით,  რეგისტრაციაში გატარდა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია,  „საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრი“. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებიდან პირველად რეგისტრაცია ორგანიზაცია „მშვიდობა, თანადგომა, სოლიდარობამ”  გაიარა.  ორგანიზაცია უსკოში 14 ივლისს დარეგისტრირდა. უსკოში, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციის ვადა 28 სექტემბერს იწურება,  დამკვირვებელთა სიის წარდგენა კი 3 ოქტომბრამდეა …

დაჯარიმდებიან თუ არა პრემიერ-მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე

ბეშუმში გამართულ შუამთობის დღესასწაულზე, 6 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ახლად დაქორწინებულ წყვილს – იგორ აბულაძესა და ნათია დეკანაძეს საჩუქრად ოქროს ბეჭდები გადასცეს. ინფორმაციას ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ ავრცელებს და ფაქტს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევად აფასებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ხულოს გამგეობაში აცხადებენ, რომ წყვილისთვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ გადაცემული ბეჭედი ხულოს გამგეობამ …

რა ნიშნით არჩევენ პოლიტიკური პარტიები მაჟორიტარობის კანდიდატებს

„პროფესიონალი“, „სუფთა წარსულის მქონე“, „ავტორიტეტული უბანში“, „პარტიული“ – ეს არის იმ კრიტერიუმების ჩამონათვალი, რომლებსაც პოლიტიკური პარტიები მაჟორიტარობის კანდიდატების შესარჩევად ასახელებენ. კრიტერიუმები არსებობს, კანდიდატები კი – არა. „შერჩევის პროცესში ვართ“, „გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია,“-  გვპასუხობს თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია. ამის მიუხედავად, თავიანთი კანდიდატების გამარჯვებაში ისინი დარწმუნებულნი არიან. 2016 წლის უმაღლესი საბჭოს და საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე პოლიტიკურ …

საია ბათუმსა და თელავში მომხდარ ინციდენტებზე

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აგრძელებს საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგს. ამჯერად გვსურს საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ საქართველოს ორ ქალაქში, ბათუმსა და თელავში 4 აგვისტოს მომხდარ ინციდენტებზე და მოვუწოდოთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, რომ გამოიჩინონ სათანადო პასუხისმგებლობა, ჯეროვნად შეასრულონ მათზე საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებები და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ, სტაბილურ და ძალადობისაგან …

უსკოს კომენტარი მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვაზე

დღეს, 1 აგვისტოს, უმაღლეს საარჩევნო კომისიაში  წარმოდგენილ იქნა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის  განცხადება, რომელიც  უცხო ქვეყნის მოქალაქის  წინასაარჩევნო აგიტაციაში სავარაუდო მონაწილეობას ეხება. საქმე ეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას, რომელიც გუშინ, 31 ივლისს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების პრეზენტაციაზე განხორციელდა. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პარმენ ჯალაღონიას განმარტებით, უსკო კანონით დადგენილი …

ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატები ხულოსა და ქობულეთში

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ხულოდან ირაკლი ჯორბენაძე და ნუგზარ ამაღლობელი იქნებიან. მათი წარდგენა დღეს, პირველ აგვისტოს მოხდა.  ნუგზარ ამაღლობელი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში იყრის კენჭს, ირაკლი  ჯორბენაძე კი საქართველოს პარლამენტის არჩევნებში. „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს,  საღამოს რვა საათზე,  მაჟორიტარობის კანდიდატებს ქობულეთშიც წარადგენს. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ჯანიკო ჯინჭარაძე იქნება, ხოლო აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში …

პოლიტიკური პარტიების ზეპირი საარჩევნო პროგრამა

არჩევნებამდე ორი თვეა დარჩენილი, პოლიტიკური სუბიექტები კი თავიანთ პრიორიტეტებზე ჯერ მხოლოდ ზეპირად საუბრობენ. „პროგრამა იწერება და თვის ბოლომდე იქნება“ –  ასე გვიპასუხეს იმ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც აჭარის უმაღლესი საბჭოს და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავენ. ვის რა მიაჩნია მნიშვნელოვნად რეგიონის და ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის შემთხვევაში და რატომ ჰგავს პოლიტიკური პარტიების დაპირებები ერთმანეთს? ერთადერთი პოლიტიკური პარტია …

„პატრიოტთა ალიანსი“ ბათუმში 15-მა წევრმა დატოვა

დღეს, 20 ივლისს, ბათუმში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა პარტიის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთეს. „პარტიაში მოხდა მუხანათური საქციელი, რის გამოც ჩვენ დღეს აღმოვჩნდოთ პარტიის გარეთ, ხოლო ის ადამინები ვის გამოც დავტოვეთ პარტია, პარტიის ცენტრალურ თანამდებობზე არიან“- განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილმა წევრმა მანუჩარ აბაშიძემ. ის კონკრეტულ პირებს, თუ ვის გამო დატოვა 15-მა წევრმა პარტია, არ ასახელებს. …

„თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატები პარლამენტში

„თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატები საქართველოს პარლამენტში ნუგზარ ვარშანიძე და ნინო ბერაძე იქნებიან. მესამე კანდიდატი პარტიას ჯერ არ დაუსახელებია. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, კობა ჩხეიძე, რომელიც „ბათუმელების“ ინფორმაციით, სიის პირველი ნომერი და ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება აჭარის უმაღლეს საბჭოში აცხადებს, რომ, საარჩევნო სუბიექტების პრეზენტაცია უახლოეს დღეებში ექნებათ და ყველა კანდიდატის ვინაობა მაშინ გახდება ცნობილი. „ჯერ-ჯერობით საქართველოს პარლამენტში …

აჭარის მთავრობა გადაყენებულია – პრეზიდენტმა აჭარაში რწმუნებული დანიშნა

დღეს, 14 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი ზურაბ პატარაძე რწმუნებულად დანიშნა. ინფორმაციას ადასტურებს უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, თემურ კახიძე. ბატონო  თემურ, როდის მოხდა ოფიციალურად ზურაბ პატარაძის რწმუნებულად დანიშვნა? აჭარის კონსტიტუციაში არის  მუხლი, რომელიც  იძლევა შესაძლებლობას, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობასთან შეთანხმებით დანიშნოს თავისი რწმუნებული რეგიონში, როცა ავტონომიური რესპუბლიკის …

Exit mobile version