„ყოველი ავტორიტარული რეჟიმი წარმავალია. ჩვენ ერთმანეთს ვინარჩუნებთ“ – თბილისი პრაიდის განცხადება

ლგბტქ+ მოძრაობა „თბილისი პრაიდი“ განცხადებას ავრცელებს 17 მაისთან, ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. ორგანიზაცია წერს, რომ მიუხედავად ძალადობის, დევნისა და ჩაგვრისა, ქვიარ ადამიანები კვლავ ქმნიან სივრცეებს, სადაც სოლიდარობა და თავისუფლება შესაძლებელია. „სათემო შეხვედრებზე, კლუბურ სივრცეებში, პროტესტის წინა ხაზებზე თუ ემიგრაციაში – ყველგან ვცდილობთ, ერთმანეთი არ დავკარგოთ. ქვიარ ადამიანებს ისტორიულად გვიწევდა მტრულ გარემოში არსებობა. …

საიას განცხადება 17 მაისთან დაკავშირებით

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს 17 მაისთან, ჰომოფობიასთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით. „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ განცხადების ტექსტს: „საქართველო 2026 წლის 17 მაისსაც, წინა წლების მსგავსად, ლგბტქი ადამიანების უფლებების უგულებელყოფის, ხელისუფლების მხრიდან სიძულვილის წაქეზების, დისკრიმინაციული კანონმდებლობის და პოლიტიკური ჰომოფობიის ფონზე ხვდება. ლგბტქი თემი სახელისუფლებო პროპაგანდის განსაკუთრებული სამიზნე 2024 წლიდან გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მანამდეც ლგბტქი ადამიანებს …

„ჰომოფობია ახშობს ადამიანების ხმას“ – მზექალა შანიძის კომენტარი 17 მაისს

17 მაისს, ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის მსოფლიო დღეს, ცნობილი ქართველი ენათმეცნიერი, აკადემიკოსი მზექალა შანიძე, „ნეტგაზეთს“ ამ დღესთან დაკავშირებით თავის კომენტარს უზიარებს. „ჰომოფობია ახშობს ადამიანების ხმას და თავისუფლებას უზღუდავს მთელ საზოგადოებას“ – ასეთია ენათმეცნიერის კომენტარი.  მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში 17 მაისი აღინიშნება როგორც ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის მსოფლიო დღე, თუმცა საქართველოში 2014 წელს დაარსებულ „ოჯახის სიწმინდის …

„ოცნებამ“ ჯერ წააქეზა საპატრიარქო, შემდეგ იგივე იარაღი მას შეუტრიალა – ინტერვიუ თეოლოგთან 

„რუსეთშიც თავიდან ზუსტად სექსუალური უმცირესობების დევნის სეზონი გამოაცხადეს. ამ რეპრესიებს მოჰყვა რელიგიური უმცირესობების დევნა და ახლა უკვე პოლიტიკურ დისიდენტებსაც კი იჭერენ…“ – პარალელს რუსეთთან ავლებს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი, რომელსაც ვკითხეთ: რის დემონსტრირებას ცდილობს არალეგიტიმური ხელისუფლება საპატრიარქოსთან მჭიდრო თანამშრომლობით „ოჯახის სიწმინდის“ სახელით? 17 მაისი ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, თუმცა ხელისუფლება ჰომოფობიასთან გამიჯვნის და ადამიანების დაცვაზე ზრუნვის …

საია: „ოცნება“ ცდილობს, ოჯახის დაცვა და თანასწორობა დაპირისპირებულ ცნებებად წარმოაჩინოს“

„ქართული ოცნება“ ცდილობს ოჯახის დაცვა და თანასწორობა ერთმანეთთან დაპირისპირებულ ცნებებად წარმოაჩინოს, რაც არსებითად მცდარია და ძირს უთხრის სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს. აღსანიშნავია, რომ მმართველი პარტია ცდილობს ჰომოფობიური კანონები ბავშვების ინტერესების დაცვად წარმოაჩინოს, მაშინ როდესაც იგი სინამდვილეში ბავშვებს ძალადობის და ბულინგის მიმართ კიდევ უფრო მოწყვლადს ხდიდ. აღსანიშნავია, რომ ჰომოფობიური კანონის მიღებაზე უარის თქმისკენ ქართულ ოცნებას …

„უპირობო სოლიდარობა ქვიარ თემს“ – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

„მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა, 17 მაისი ქვიარ თემის მიმართ ნებადართული და წახალისებული ძალადობის, დისკრიმინაციისა და ჩაგვრის მეხსიერებად ჩამოყალიბდა. წელს ამ დღეს საქართველოში ლგბტქ თემის წევრები, აქტივისტები, მხარდამჭერები ვხვდებით მძიმე და უწყვეტი პოლიტიკური კრიზისის პირობებში, სადაც “ქართული ოცნება” მიტაცებული არჩევნების ფონზე ცდილობსერთპარტიული მმართველობის დამყარების გზით ძალაუფლების განუსაზღვრელი ვადით შენარჩუნებას. ანტიჰუმანური კანონების ამოქმედების ფონზე …

„მშვიდობის უპირატესობაზე გველაპარაკებიან და სინამდვილეში, ჩვენს უმოქმედობას გულისხმობენ“

ავტორი: თემუკა ზოიძე __________________ როცა ვუყურებდით, როგორ სასტიკად სცემდნენ, ჯგუფურად უსწორდებოდნენ, ძირს ათრევდნენ, ფეხებით ქოლავდნენ და ნიღბებს ამოფარებულები არ ინდობდნენ შეუიარაღებელ ადამიანებს ქუჩებში, შემდეგ კი პოლიტიკოსებმა, ჩვენმა მეზობლებმა და შეიძლება ოჯახის წევრებმაც გამოძებნეს ყველანაირი მიზეზი, რომ ამ ძალადობისთვის წაეყრუებინათ, გაემართლებინათ ან სულაც ეთქვათ – „ახი იყო მაგაზე!“, ვერ აიხსნება მხოლოდ პოლიტიკური პოლარიზაციით, ძალოვან სტრუქტურებში დასაქმებულების …

სიღარიბე და სიძულვილი – როგორ ცხოვრობენ ლგბტქ ადამიანები საქართველოში

„სახლში რაც უნდათ, ის აკეთონ“ – ასე მოუწოდებდნენ ძირითადად ლგბტქ ადამიანებს  მათ მიმართ მტრულად განწყობილი ჯგუფები. ეს იყო პანდემიამდე. პანდემიის დროს ყველას მოუწია სახლში გამოკეტვა და იმის ატანა, რასაც ლგბტქ ადამიანებს სთხოვდნენ. ლგბტქ თემის საჭიროებები და სახელმწიფოს მხრიდან ამ საჭიროებების ვერ დანახვა, ყველაზე მწვავედ სწორედ კოვიდპანდემიის პირობებში გამოჩნდა, როცა ოჯახებისა და ნათესავების მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი …

ბახტაძე 17 მაისზე: საქართველოში ოჯახს ჰქონდა ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი

დღეს, 17 მაისს, ბათუმში მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ჰომოფობიის დღესთან დაკავშირებით ჰკითხეს ჟურნალისტებმა. კითხვაზე – თქვენ დადეთ პირობა, რომ ადამიანის უფლებები არ დაირღვეოდა ქვეყანაში. სახალხო დამცველის თქმით კი, ქვეყანაში ირღვევა ლგბტქ ადამიანის უფლებები და მათ არ ეძლევათ 17 მაისს მსვლელობის საშუალება, პრემიერმა განაცხადა: „საქართველოში ნებისმიერი მოქალაქის უფლება არის დაცული კანონით. რაც შეეხება ამ კითხვას …

10 ფილმი LGBTQ თემაზე

ეს სია ლონდონის LGBTQ კინოფესტივალის ფარგლებშია მომზადებული. ყველა დროის 30 საუკეთესო LGBTQ ფილმის შერჩევაში კინოხელოვნებასთან დაკავშირებული 100-მდე ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის იყვენენ რეჟისორები და სცენარისტები. „ბათუმელები“ 30-დან პირველ ათ ფილმს გთავაზობთ. [highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]ქეროლი – CAROL[/highlight] რეჟისორ ტოდ ჰეინსის ფილმში მოქმედება გასული საუკუნის 50-იანი წლების ნიუ იორკში ხდება. ფილმი ორი ქალის ურთიერთობის …

სამი წელი 17 მაისიდან – ინტერვიუ ნათია ფანჯიკიძესთან

„საზოგადოების ბრალი არ არის, რომ მას არავინ ეუბნება სიმართლეს“, – ასე გვიპასუხა ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ შეკითხვაზე: რა ისწავლა საზოგადოებამ საქართველოში 2013 წლის 17 მაისიდან, როცა რამდენიმე ადამიანმა ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა სცადა. მისი აზრით, პოლიტიკოსთა გარკვეული ჯგუფი იყენებს პროპაგანდისთვის ჰომოფობიური განწყობების გააქტიურებას, რადგან მათ საზოგადოებისთვის სხვა შეთავაზება აღარ აქვთ. ნათია ფანჯიკიძე: მგონია, რომ …

მოპარული 17 მაისი

 

„ეს ქუჩა დაკავებულია“, „აქ ჰომოფობიის ადგილი არ არის“, „არა სიძულვილის ენას“, – ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სოციალური ქსელი ამ სლოგანებით აჭრელდა. მთელს მსოფლიოში 17 მაისი ჰომოფობიასთან ბრძოლის დღედაა გამოცხადებული. თუმცა, მას შემდეგ, რაც 2013 წლის მაისში „არა ჰომოფიას!“ გააფთრებული ხალხის მასა, რელიგიური მოტივით დაუპირისპირდა, საქართველოში 17 მაისმა კიდევ ერთი დატვირთვა შეიძინა. საპატრიარქომ ეს დღე „ოჯახის სიწმინდის დღედ“ გამოაცხადა და ასე შეეცადა ჰომოფობიის მოწინააღმდეგეთა კვალის წაშლას. მაშ ასე, რატომ ვერ უზრუნველყო სახელმწიფომ სექსუალურ უმცირესობათა გამოხატვის თავისუფლების დაცვა.

Exit mobile version