ავტომანქანები და მშენებლობები უსინათლოთა ბილიკებზე ბათუმში [ვიდეო]

ბათუმის არაერთ ქუჩაზე ველობილიკების გარდა უსინათლო ადამიანებისთვის განკუთვნილი ბილიკებიცაა, თუმცა მათზე გადაადგილება უსინათლოებისთვის ნამდვილად არ არის უსაფრთხო. ამაში სწრაფად დარწმუნდებით, თუ ერთხელ მაინც შეეცდებით ამ ბილიკს გაჰყვეთ თვალდახუჭული. უსინათლოთა ბილიკებზე, რომლებიც გზის სავალ ნაწილზეა დაგებული, ძალიან ხშირად შეხვდებით პარკირებულ ავტომობილებსა თუ სხვადასხვა სავაჭრო და კვების ობიექტების მიერ გამოდგმულ ინვენტარს. ასეთ ბილიკებს ზოგჯერ ორმოებთან მივყავართ, თანაც …

21 ივნისს იწურება კომენდანტის საათის დროს გამოწერილი ჯარიმების გადახდის ვადა

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის პერიოდში დაწესებული აკრძალვების დარღვევის გამო გამოწერილი ჯარიმის გადახდის დროის ათვლა საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისთანავე, 22 მაისიდან დაიწყო.  დადგენილების თანახმად, მოქალაქეებს ან უნდა გაესაჩივრებინათ ეს ჯარიმა, ან ერთი თვის ვადაში უნდა გადაიხადონ დაკისრებული თანხა. კომენდანტის საათის ამოქმედებიდან მის გაუქმებამდე შს სამინისტროს მიერ გამოწერილი ჯარიმების ოდენობა, ჯამში, 23 მილიონ 955 ათასზე მეტი ლარია. ამ პერიოდში …

საგანგებო მდგომარეობის დარღვევის გამო 115 ადამიანი დააჯარიმეს

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 115 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 26 აპრილის 21 საათიდან 27 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 68 მოქალაქე დააჯარიმა. მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 1 ახალი ფაქტი გამოვლინდა. …

ბოლო 24 საათში კომენდანტის საათი 286-მა მოქალაქემ დაარღვია – შსს

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 286 ახალი ფაქტი გამოვლინდა. შს სამინისტროს ინფორმაციით,  21:00 საათიდან 6 აპრილის დილის 06 :00 საათამდე  კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 136 მოქალაქე დააჯარიმეს. საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 82 მოქალაქე დააჯარიმეს. გამოვლინდა თვითიზოლაციის წესების დარღვევის 9 ახალი ფაქტი, მგზავრთა გადაყვანისა …

180 ადამიანი დააჯარიმეს ბოლო 24 საათში

შსს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 421 ახალი ფაქტი გამოავლინეს. დააჯარიმეს 180 მოქალაქე. პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 72 მოქალაქე დააჯარიმა. 1 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. გამოვლინდა თვითიზოლაციის წესების დარღვევის 5 …

დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 253 ადამიანი დაჯარიმდა [ფოტო]

ბათუმის ავტოტრანსპორტის დღის სტატისტიკა – ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე ასე გამოიყურება: პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა – 239 დარღვეულია დგომის მეთოდი – 1 ნიშანში დგომა – 8 ტროტუარზე დგომა – 3 დგომა-გაჩერების წესის დარღვევა – 1 იდგა ავტობუსის გაჩერებაზე – 1 პარკირების წესების დარღვევის ამსახველი ფოტოები გადაღებულია 25-26 სექტემბერს.

ბათუმში პარკირების წესების დარღვევის ფაქტები დღეს [ფოტო]

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, დღეს, 19:00 საათის მდგომარეობით, ბათუმში 283 მძღოლი დაჯარიმდა პარკირების წესების დარღვევისთვის: პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა – 250 ნიშანში დგომა – 20 ტროტუარზე დგომა – 3 დგომა-გაჩერების წესის დარღვევა – 5 იდგა ავტობუსის გაჩერებაზე – 5      

მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბულვარმა ორ თვეში 25 პირი დააჯარიმა

ბოლო ორ თვეში ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე მოძრაობის წესების ცალკეულ სამართალდარღვევებზე 25 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. ექვს პირზე შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. „ბათუმის ბულვარის“  ინფორმაციით, მონიტორინგის სამსახურის მიერ ველობილიკის მიღმა ველოსიპედით მოძრაობის წესების დარღვევისთვის 4 პირი დაჯარიმდა, ელექტრომობილების მართვის წესების დარღვევისთვის – 13, მათგან 12 პირი ელექტრომობილით მოძრაობდა ბათუმის ბულვარის სარგებლობაში არსებულ აკრძალულ ტერიტორიაზე. „აგრეთვე, რიქშის ერთი …

„სანდასუფთავება“: თუ ვერ დავადგინეთ ვინ დაყარა ნაგავი ჭოროხთან, ვის დავუწეროთ ჯარიმა? [ფოტო]

ახალი ბულვარის ბოლოს, გამწმენდ ნაგებობასთან ახლოს, მდინარე ჭოროხის ნაპირის სამშენებლო მასალებით დანაგვიანების ამსახველი ფოტოები „ბათუმელებს“ მოქალაქემ მოაწოდა. ფოტომასალაზე ჩანს, რომ ცენტრალურ გზასთან ახლოს, მდინარეში სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებია გადაყრილი. მოქალაქის თქმით, როგორც ჩანს, სანაპიროზე დიდი სატვირთო მანქანებიდან ცლიან სამშენებლო ნაგავს, რაზეც ჩამტვრეული ლუქი და ამოვარდნილი ბორდიურიც მიუთითებს. ბათუმში სისუფთავის მონიტორინგზე „სანდასუფთავების“ მონიტორინგის და ზედამხედველობის სამსახური მუშაობს. „ბათუმელები“ …

თვითნებურად დაკავებული პარკირების ადგილისთვის 100-200 ლარით დაგაჯარიმებენ

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ქალაქის მასშტაბით თვითნებურად დაკავებული პარკირების ადგილების მონიტორინგს იწყებს. მონიტორინგის მიზანი დაკავებული ადგილების ავტომანქანებისგან გათავისუფლებაა. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, პარკირების ადგილებში კომერციული საქმიანობა იკრძალება. დამრღვევი ფიზიკური პირი ადმინისტრაციული წესით – 100 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი – 200 ლარით. „ავტომანქანები, რომელთა იდენტიფიკაცია ვერ მოხდება სარეგისტრაციო ნომრის არქონის გამო გადაყვანილი იქნებიან საჯარიმო სადგომზე. შედეგად, იმ ავტომანქანების …

მძღოლების დაჯარიმებით ბათუმის ბიუჯეტში 3 მილიონი შევიდა 

ჯარიმებისა და საურავებისგან მობილიზებული თანხიდან გასულ წელს ბათუმის ბიუჯეტში  4 მილიონ 486 200 ლარი შევიდა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 95,5%-ია. ამ თანხიდან ყველაზე მეტი – 3 მილიონ 023 400 ლარი საგზაო მოძრაობის წესებისთვის დაკისრებულმა ჯარიმებმა შეადგინა. ანგარიში მერიის საფინანსო საბიუჯეტო პოლიტიკის სამსახურმა საკრებულოს 25 აპრილს წარუდგინა. გარდა ამისა, ამ ანგარიშში მითითებული ინფორმაციით, გასულ წელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების …

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება – ჯარიმა 500-დან 1000-მდე ლარია

გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განსაკუთრებით ამკაცრებს კონტროლს ბზის მოჭრაზე. დეპარტამენტის ინფორმაციით, ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა და აღნიშნულზე გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები. „საჯარიმო სანქციების ოდენობა 500-დან 1000 ლარამდეა, ხოლო, თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს – აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე,“ – ნათქვამია გარემოს …

ზედამხედველობა: საწვავი თუკი ტყვიას შეიცავს, ან განადგურდება, ან უკან გავაბრუნებთ

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საქართველოს ტერიტორიაზე საწვავის იმპორტისას, წარმოებისას და მიწოდებისას, თუკი დარღვეული იქნება ამ დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები და საწვავში აღმოჩნდება ტყვია (არაუმეტეს 0.005 გ/ლ), ამოქმედდება შესაბამისი ჯარიმები. საქართველოს ტერიტორიაზე საავტომობილო საწვავის (ბენზინი ან დიზელი) იმპორტირებისას, კანონით დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, იმპორტიორი 10 000 ლარით დაჯარიმდება. ისეთი საწვავის წარმოება, რომელიც არ შეესაბამება ხარისხის დადგენილ ნორმებს, გამოიწვევს …

გარემოს დანაგვიანებისთვის ბათუმში მოქალაქე დაჯარიმდა

სანდასუფთავების ინფორმაციით, დღეს ბათუმში მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების გამო მოქალაქე 100 ლარით დაჯარიმდა. შპს „სანდასუფთავების“ მონაცემებით, 2018 წელს, იანვრიდან ივლისამდე, ქუჩების დანაგვიანებისთვის 60 ჯარიმა დაიწერა, მათგან ნაწილი სამშენებლო ნარჩენების ქუჩაში დატოვებისთვის, ნაწილი კი – საყოფაცხოვრებო ნარჩენებით და სხვა ტიპის დანაგვიანებისთვის. მონიტორინგისა და ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორებს მოქალაქის თუ კომპანიის დაჯარიმება იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ თავად გახდებიან …

40-მდე ზარი სამ დღეში – რომელ შეტყობინებაზე ვერ რეაგირებს ხმის დონის მონიტორინგის სამსახური

ბათუმში გადაჭარბებულ ხმაურზე ჯარიმების ამოქმედებიდან სამ დღეში, მონიტორინგის ჯგუფის ცხელ ხაზზე 40-მდე შეტყობინება შევიდა. „შემოსული ზარებიდან 15 ზარზე რეაგირება მოვახდინეთ. მოქალაქეები ძირითადად კაფე-ბარებს უჩივიან. ასევე ღამის საათებში მშენებლობებიდან შემოსულ ხმაურთან დაკავშირებით გვირეკავდნენ. იყო ისეთი ზარიც, როცა გვითხრეს მეზობელს მამალი ჰყავს, საღამოს ყივის და მაწუხებსო, ასეთ ზარებზე რეაგირებას ვერ მოვახდენთ“, – ამბობს „ბათუმელებთან“  ხმის დონის მონიტორინგის …

პირველი ივლისიდან გადაჭარბებულ ხმაურზე ჯარიმები ამოქმედდება

პირველი ივლისიდან ძალაში შედის მერიის გადაწყვეტილება ქალაქში გადაჭარბებულ ხმაურთან დაკავშირებით. მერიაში, მუნიციპალური სერვისების სააგენტოში, უკვე  ფუქნციონირებს ხმის დონის მონიტორინგის განყოფილება, რომელიც გადაჭარბებული ხმაურის მონიტორინგს 24 საათის განმავლობაში გააკონტროლებს. „მონიტორინგის ჯგუფში 16 ადამიანი იმუშავებს, ხმის საზომი აპარატები გადმოგვეცა შს სამინისტროდან, სამსახურის განყოფილებას ექნება თავისი მანქანებიც, რომლებიც 24 საათის განმავლობაში იმოძრავებენ მთელი ქალაქის მასშტაბით,“-ამბობს მუნიციპალური სერვისების სააგენტოს …

რამდენი სალონი დაჯარიმდა ბათუმში სტერილიზაციისა თუ დეზინფექციის წესების დარღვევისთვის

ბათუმის მერიის გარემოს დაცვითი და სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილების ინფორმაციით, ბათუმში იანვრიდან დღემდე 42 სალონია შემოწმებული, მათგან 19 შემთხვევაში სხვადასხვა სახის დარღვევა გამოვლინდა. მათ შორის, სტერილიზაციისა და დეზინფექციის წესების, ასევე სახიფათო ნარჩნების შეგროვების წესების დარღვევა. სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილების უფროსის, ნუგზარ ცეცხლაძის ინფორმაციით გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 19 ოქმი შედგა, მათ შორის: 8 არასტერილურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებით, 5 არარეგისტრირებულ …

როგორ გააკონტროლებს ბათუმის მერია გადაჭარბებულ ხმაურს[ვიდეო]

გადაჭარბებული ხმაურისთვის ბათუმის მერია პირველი ივლისიდან ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დააჯარიმებს. დღემდე ამის უფლება მხოლოდ საპატრულო პოლიციას ჰქონდა. როგორ და ვის მიერ მოხდება გადაჭარბებული ხმაურის ინსპექტირება, ამის შესახებ „ბათუმელებს“  მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში უთხრეს, რომ დეტალები პირველი ივლისის შემდეგ ეცოდინებათ. „თავად ეს სამსახურია ჯერ ჩამოყალიბების სტადიაზე და როცა პირველი ივლისის შემდეგ მერიას გადმოეცემა ხმაურზე ინსპექტირების …

დღის სტატისტიკა – ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე [ფოტო]

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის 522 ადამიანი დაჯარიმდა. ჯარიმები ასე გადანაწილდა: პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა – 418; დარღვეულია დგომის მეთოდი – 5; ნიშანში დგომა – 94; ტროტუარზე დგომა – 2; დგომა-გაჩერების წესის დარღვევა – 3. ფოტოები გადაღებულია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.

ბათუმში პარკირების წესების დარღვევის ფაქტები [ფოტო]

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, დღეს 18:00 საათის მონაცემებით, ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე მხოლოდ 3 ადამიანი დაჯარიმდა, 2 – პარკირების ორგანიზების წესის დარღვევისთვის და 1 – პარკირების ორგანიზების წესის განმეორებით დარღვევისთვის.   ფოტოები გადაღებულია რამდენიმე დღის წინ. მოგვაწოდა მკითხველმა.

მანქანები ტროტუარზე და გადაუხდელი ჯარიმები [ფოტო]

„მერსედერსის“ ეს ჯიპი პირდაპირ ტროტუარზეა გაჩერებული. ავტომანქანის მფლობელი ორჯერაა დაჯარიმებული ტროტუარზე დგომისთვის და ორჯერ – პარკირების საფასურის გადაუხდელობის გამო. მძღოლს არც ერთი ჯარიმა არ აქვს გადახდილი.  

პარკირების წესების დარღვევა ბათუმში – ჯარიმების სტატისტიკა [ფოტო]

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, დღეს პარკირების წესების დარღვევისთვის სულ 374 ადამიანი დაჯარიმდა, მათ შორის: პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის – 334, ნიშანში დგომისთვის – 35, ტროტუარზე დგომის გამო – 1, დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის – 3 და 1 –  ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო. ფოტოები გადაღებულია ბოლო ორი დღის განმავლობაში.

ეტლით მოსარგებლისთვის გაუვალი ტროტუარი ბათუმში

ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე ბარ „ფლორიდას“ კონსტრუქცია  ისე აქვს მიშენებული, რომ ფეხით მოსიარულე იძულებულია ან ველობილიკზე გადავიდეს, ან მიშენებულ კონსტრუქციაზე ააბიჯოს. მიშენება განსაკუთრებით ართულებს ამ ადგილზე  ეტლით გავლას. მერიის ინფორმაციით, ეს კონკრეტული ობიექტი აღრიცხულია მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ, მისამართზე რამდენჯერმე იყო გასული ზედამხედველობის სამსახური, მაგრამ ობიექტი დაკეტილია და მფლობელის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. როგორც მერიაში ამბობენ, …

დღის სტატისტიკა ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე დღეს 356 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის: 298 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 47 – ნიშანში დგომისთვის, 6 – ტროტუარზე დგომის გამო, 5 კი დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის.  

რამდენი ადამიანი დაჯარიმდა დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევის გამო 388 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის დაჯარიმდა – 283 ადამიანი, 7 – დგომის მეთოდის დარღვევისთვის, 5 – ნიშანში დგომისთვის, 10 – ტროტუარზე დგომისთვის, 2 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევის გამო, 1 – პარკირების ორგანიზების წესის დარღვევისთვის.

400-მდე დაჯარიმებული ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 384 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის: პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის – 330, ნიშანში დგომისთვის – 43, ტროტუარზე დგომისთვის – 7, დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის – 4 ადამიანი.

366 ჯარიმა პარკირების წესების დარღვევისთვის – დღის სტატისტიკა ბათუმში [10 ფოტო]

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 366 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის: 316 პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის,  1 ორმაგი პარკირებისთვის, 37 ნიშანში დგომის გამო, 7 ტროტუარზე დგომისთვის, 3 დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის და 2 ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო. ფოტოები გადაღებულია, ბოლო 10 დღის განმავლობაში.

დღის სტატისტიკა – ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე [ფოტო]

დღეს ბათუმის ავტოტრანსპორტის 4:30 საათის მონაცემებით, ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე სულ 273 ადამიანი დაჯარიმდა.  პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის დაჯარიმდა – 223, ნიშანში დგომისთვის – 31, ტროტუარზე დგომის გამო – 12, დგომა-გაჩერების წესის დარღვევაზე – 6 და 1 – იდგა ავტობუსის გაჩერებაზე. პარკირების წესების დარღვევის ამსახველი ფოტოები გადაღებულია ბოლო ორი კვირის განმავლობაში:

200-მდე დაჯარიმებული პარკირების წესების დარღვევისთვის

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 161 ადამიანი დაჯარიმდა, მათ შორის  142 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის და 19 კი ნიშანში დგომისთვის. ფოტოები გადაღებულია მიმდინარე კვირის განმავლობაში.

პარკირება – „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ 100 ათას 300 საჯარიმო ქვითარს ყიდულობს

„ბათუმის ავტოტრანსპორტს“ ბათუმში პარკირების წესების დარღვევებზე ავტომანქანის მფლობელების დასაჯარიმებლად შესაბამისი საჯარიმო ქვითრების მარაგი ამ ეტაპისათვის არ გააჩნია. „ავტოტრანსპორტში“ აცხადებენ, რომ დარჩენილი აქვთ იმ რაოდენობის ქვითრები, რაც დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ეყოფათ და სამსახური ჩვეულ რიტმში აგრძელებს მუშაობას. ორი სახეობის 100 ათას 300 ერთეული საჯარიმო ქვითრის ბეჭდვა-შესყიდვაზე „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ ტენდერი აქვს გამოცხადებული, სადაც წინადადებების მიღება 22 თებერვალს …

ენმ პროკურატურასა და აუდიტს მიმართავს: „ბათუმი თაუერი“ მშენებლობის ვადებს არღვევს

დღეს, 16 თებერვალს, ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა აუდიტის სამსახურს და პროკურატურას მოუწოდეს, დაინტერესდნენ კომპანია „ბათუმი თაუერის“ საკითხით. ენმ-ის განცხადებით, ბულვარში, ყოფილი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გვერდით დაწყებული მშენებლობა „ბათუმი თაუერმა“ დიდი ხანია შეაჩერა. „დარღვეულია მშენებლობის ვადები, თუმცა როგორც ვიცით, კომპანია არც ერთხელ არ დაჯარიმებულა ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო. ვფიქრობთ, კორუფციულ გარიგებასთან გვაქვს საქმე, რადგან ფაქტია, რომ პირობების …

დღის სტატისტიკა – ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის სულ 477 ადამიანი დააჯარიმდა. მათ შორის: პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის – 337, დგომის მეთოდის დარღვევისთვის – 12, ნიშანში დგომისთვის – 109, ტროტუარზე დგომის გამო – 11. დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის – 6 და ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო – 2.

„ბათუმის ბულვარმა“ 32 პირი 500 ლარით დააჯარიმა

„ბათუმის ბულვარის“ მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, საჯარო სივრცეების თვითნებური შეზღუდვის გამო, 32 პირი 500 ლარით დაჯარიმდა.  ბულვარის დანაგვიანებისთვის 1000 ლარით დაჯარიმდა „პიერ ბათუმიც“. ველობილიკს მიღმა ველოსიპედით მოძრაობისთვის კი 50-ზე მეტი პირია დაჯარიმებული. აღნიშნული წესის დარღვევისთვის 20 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული. ბულვარის მონიტორინგის სამსახურის ცნობით, გასულ წლებთან შედარებით, შემცირებულია კერძო პირების მიერ ბულვარის დანაგვიანების შემთხვევებიც. ბოლო პერიოდში ამ …

500-ზე მეტი დაჯარიმებული პარკირების წესების დარღვევაზე ბათუმში

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმციით, დღეს, პირველ სექტემბერს, 18:00 საათის მონაცემებით, ბათუმში, პარკირების წესების დარღვევაზე დაჯარიმდა 528 ადამიანი. მათ შორის: პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის –  415, დგომის მეთოდის დარღვევისთვის – 2, ნიშანში დგომისთვის – 74, ტროტუარზე დგომისთვის – 24,  ტაქსის, სპეცტექნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის – 1, დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის – 10 და ავტობუსის გაჩერებაზე დგომისთვის – 2.

500-ზე მეტი დაჯარიმებული პარკირების წესების დარღვევისთვის [ფოტო]

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 27 ივლისს, ბათუმში, 18:30 საათის მონაცემებით, პარკირების წესების დარღვევისთვის 507 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის: 400 პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 86 – ნიშანში დგომისთვის, 16 – ტროტუარზე დგომის გამო და 5 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის. ფოტოები გადაღებულია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.

რისთვის დააჯარიმეს 72 პირი ბულვარში

„ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში ველობილიკს მიღმა მოძრაობისთვის 39 პირი 20 ლარით დაჯარიმდა.  საზოგადოებრივი ადგილების თვითნებური შეზღუდვის გამო 30 პირის  მიმართ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, რაც 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. „ბათუმის ბულვარის“ ინფორმაციით, ერთი პირი ათასი ლარით დაჯარიმდა, სამშენებლო ნარჩენებით ბულვარის ტერიტორიის დანაგვიანების გამო ორი პირი კი 80 ლარით დაჯარიმდა, საყოფაცხოვრებო ნარჩენებით ბულვარის …

Exit mobile version