“…მე იქ ახლობელს მივაკითხე და გზად შევესწარი ჩხუბს, გაწევ-გამოწევა იყო, დაახლოებით 10 კაცი ჩხუბობდა… მანქანა გავაჩერე და გავაშველე,” – უთხრა მოსამართლე დავით მამისეიშვილს მოწმე დავით ნაგერვაძემ. ის სამარშრუტო ტაქსის მძღოლად მუშაობს და 27 აპრილს ბათუმში მომხდარ ჩხუბს შეესწრო. საუბარია ბათუმში აპრილში მომხდარ ინციდენტებზე – საცხოვრებელი კორპუსის წინ მომხდარი ჩხუბის შემდეგ რეზო წულუკიძეს, ელდარ ანთაძეს და …
Tag Archives: ხულიგნობა
“ემოციებს დაგანახებთ აწი” – წულუკიძე და ანთაძე პატიმრობაში დატოვეს
ელდარ ანთაძე და რეზო წულუკიძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა. დღეს, 23 ივნისს, ხულიგნობის საქმეზე, რის გამოც ბათუმში პერიოდულად საპროტესტო აქციები იმართება, წინასასამართლო სხდომა გაიმართა. რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ახლობლები ამბობენ, რომ მათ ხელისუფლება სჯის, რადგან უარი უთხრეს წინასაარჩევნოდ დახმარებაზე. ბრალდებულების მეუღლეებმა ჟურნალისტებს აჩვენეს ქვითრები, რომელთა მიხედვითაც, მათ სოციალური დახმარება 2020 წლის მარტში …
Continue reading ““ემოციებს დაგანახებთ აწი” – წულუკიძე და ანთაძე პატიმრობაში დატოვეს”
მოსამართლე სასამართლოს კარის მინის ჩამტვრევაზე: აქ დალხენილი არავინ მოდის
“რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში ჩხუბის საქმეზე” მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი 26 აგვისტოს სასამართლოს შენობის კარის მინის ჩამტვრევას გამოეხმაურა. “ამას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებ… თუ ასე გაგრძელდება, სხდომა დაიხურება და ვერც ერთი თქვენგანი ვეღარ დაესწრება სხდომას. გაითვალისწინეთ, რომ ეს სასამართლოა და აქ დალხენილი არავინ მოდის,” – მიმართა დარბაზს მოსამართლემ. “ჩვენ შეურაცხყოფა მოგვაყენეს, ვაჰაბისტები გვიწოდეს,” – უთხრა მოსამართლეს ერთ-ერთი …
Continue reading “მოსამართლე სასამართლოს კარის მინის ჩამტვრევაზე: აქ დალხენილი არავინ მოდის”
გადაკეტილი ქუჩა სასამართლოსთან – რას ჰყვებიან „რესპუბლიკურში ჩხუბის საქმეზე“ ბრალდებულები
„გამოუშვით უდანაშაულო ადამიანები გარეთ,“ – ამ მოთხოვნით დღეს, 19 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ხულიგნობისთვის ბრალდებულების ახლობლებმა ვაჟა-ფშაველას ქუჩა რამდენიმე წუთით გადაკეტეს. აქციის მონაწილეები ბადრაგის სამსახურის იმ ავტომანქანას არ აძლევდნენ მოძრაობის საშუალებას, რომლითაც ბრალდებულები გადაჰყავდათ. საუბარია 2 მარტს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარ ინციდენტზე, სადაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დაჭრეს, ხუთს კი – სხვადასხვა სახის დაზიანება …
კახა მიქელაძე გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა კახა მიქელაძე და ირაკლი აბუსერიძე. სასამართლომ კახა მიქელაძე 2000 ლარი გირაოს, ხოლო ირაკლი აბუსერიძე 3000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა. ისინი მას შემდეგ დატოვებენ საპატიმრო დაწესებულებას, როცა გირაო უზრუნველყოფილი იქნება. საუბარია ბათუმში 21 ივნისს მომხდარ შემთხვევაზე – ევროპის მოედნიდან ბათუმის მერიის ყოფილი თანამშრომელი წაიყვანეს და დაჭრეს. ალექსანდრე თევზაძის თქმით, იყო მისი გატაცების …
Continue reading “კახა მიქელაძე გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს”
მერიის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ ფეისბუქპოსტის გამო დაჭრეს
„მანქანით ევროპის მოედნიდან გამიყვანეს. კახა მიქელაძემ მითხრა, რომ სპეციალურ ადგილზე მივყავდი,” – აცხადებს ბათუმის მერიის ყოფილი თანამშრომელი, ალექსანდრე თევზაძე. იგი 21 ივნისს დაჭრეს. ამ საქმეზე ჯგუფური ხულიგნობის მუხლით ორი პირია დაკავებული, მათ შორის, აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, კახა მიქელაძე. ალექსანდრე თევზაძე ყვება, რომ კონფლიქტი „ფეისბუქში“ დაიწყო, სადაც ალეკოს თქმით, კახა მიქელაძემ საპროტესტო აქციებზე გამოსულ …
Continue reading “მერიის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ ფეისბუქპოსტის გამო დაჭრეს”
4 თვით პატიმრობა ყოფილ პოლიციელს რესტორანთან ჰაერში გასროლისთვის
კრიმინალური პოლიციის ყოფილ თანამშრომელს, გაგა ბაუჟაძეს სასამართლომ 4 თვით პატიმრიბა შეუფარდა. 1 წლით და 8 თვით იგი პირობითი მსჯავრის ქვეშ იქნება. გაგა ბაუჟაძემ რესტორან „საჭაშნიკესთან“, გორგილაძის ქუჩაზე, სამსახურებრივი პისტოლეტიდან ჰაერში ორჯერ გაისროლა. პოლიციელმა რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ გაისროლა. პოლიციას ქუჩაში მყოფმა მოქალაქეებმა მიაწოდეს ინფორმაცია ამის შესახებ. შემთხვევიდან რამდენიმე დღეში კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს და ხულიგნობის …
Continue reading “4 თვით პატიმრობა ყოფილ პოლიციელს რესტორანთან ჰაერში გასროლისთვის”
„მანქანის დაცხრილვის საქმეზე“ ორ პირს პატიმრობა შეუფარდეს – ერთი არასრულწლოვანია
მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა „მანქანის დაცხრილვის საქმეზე“ დაკავებულ ორ ბრალდებულს. საუბარია 30 ივლისს დილით ბათუმში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე, როცა მსუბუქ ავტომანქანას რამდენჯერმე ესროლეს. ამ საქმეზე დაკავებული ორი პირიდან ერთ-ერთი არასრულწლოვანია. ამ მიზეზით აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი დახურულ სხდომაზე განიხილა სასამართლომ. ბრალდებულებს „სისხლის სამართლის კოდექსის“ 239-ე მუხლის მესამე ნაწილით ედავებიან, რაც გულისხმობს …
Continue reading “„მანქანის დაცხრილვის საქმეზე“ ორ პირს პატიმრობა შეუფარდეს – ერთი არასრულწლოვანია”
პროკურორს სასამართლო დარბაზში თავს დაესხნენ
პროკურორ გიორგი რამიშვილს ერთ-ერთი მსჯავრდებულის დედა სასამართლო დარბაზში დაესხა თავს. ქალმა აგრესია პროკურორის მისამართით მას შემდეგ გამოხატა, როცა მოსამართლე ირაკლი შავაძის გადაწყვეტილება მოისმინა. ხულიგნობაში ბრალდებულ ოთხ პირს დღეს, 19 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასმართლომ თითო წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ბრალდებულთაგან ერთს ორი წლით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, რადგან მას ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენა დაუდასტურდა. გიორგი გ. …
Continue reading “პროკურორს სასამართლო დარბაზში თავს დაესხნენ”
ბათუმში ხულიგნობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ხულიგნობის ბრალდებით ბათუმში სამი პირი დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე [საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის, მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი]. შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, ვკითხულობთ, რომ ამავე ფაქტზე ბრალი კიდევ სამ პირს წარედგინა. ერთ-ერთი მათგანი კი ამჟამად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, …
Continue reading “ბათუმში ხულიგნობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს”
ხულიგნობაში ბრალდებულების საქმე ბათუმის სასამართლოში
ბათუმის საქალაქო სასამართლოს დიდი დარბაზი დღეს მოქალაქეებმა სრულად შეავსეს. სავსე იყო სასამართლო დარბაზში ბრალდებულისთვის განკუთვნილი სპეციალური, გისოსებიანი ადგილიც – პროკურატურა ხულიგნობას ხუთ პირს ედავება. საქმის მასალების მიხედვით, გასული წლის დეკემბერში ბათუმის ერთ-ერთ სლოტკლუბში ბრალდებულები არ შეუშვეს, რასაც ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. დაპირისპირების შედეგად სლოტკლუბის დაცვის რამდენიმე თანამშრომელი დაშავდა, რაზედაც სასამართლოში წარდგენილია შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნები. …
Continue reading “ხულიგნობაში ბრალდებულების საქმე ბათუმის სასამართლოში”