„ბათუმელების“ ონლაინგამოკითხვა – „თქვენი საყვარელი ადგილი ბათუმში“ – დასრულებულია. პირველი სამეული ასე გამოიყურება:
ბათუმის ძველი ბულვარი – 26% (273 ხმა)
ძველი ბათუმის ქუჩები 23.43% (246 ხმა)
ნავსადგური 13.43% (141 ხმა)
გამოკითხვაში სულ 1050 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პირველი სამეულის გარდა, ხმები ასე გადანაწილდა:
მეოთხე ადგილი – 6 მაისის პარკი (141 ხმა); მეხუთე ადგილი – პლაჟი (89 ხმა), მეექვსე ადგილი – პიაცა (57 ხმა); მეშვიდე ადგილი – ევროპის მოედანი (39 ხმა), მერვე ადგილი – ვარდების სკვერი (22 ხმა), მეცხრე ადგილი – ახალი ბულვარი (21 ხმა); მეათე ადგილი – საოცრებათა პარკი (18 ხმა) და მეთერთმეტე ადგილი – გმირთა ხეივანი იუსტიციის სახლთან (3 ხმა).
გაიგეთ მეტი ბათუმის ბულვარის ისტორიის შესახებ [გახსენით ლინკი]