ციხისძირში, ზღვიდან 250 მეტრში მდებარე მიწას აჭარის ეკონომიკის სამინისტრო უპირობოდ ყიდის

ქობულეთში, სოფელ ციხისძირში მდებარე 2 764 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე უპირობოდ ყიდის. ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და ის 30 მარტს დასრულდება. მიწის ნაკვეთი ზღვიდან დაახლოებით 250 მეტრითაა დაშორებული. ქონების საწყისი გასაყიდი ფასია 505 000 ლარი [1კვ.მ – 182,7 ლარი], ვაჭრობის ბიჯი კი – 10 000 ლარი. მყიდველმა საბოლოო საპრივატიზებო …

პეტრას ციხის ტერიტორიაზე შშმ პირებისთვის ლიფტებს დაამონტაჟებენ

ქობულეთში, პეტრას ციხის ტერიტორიაზე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ლიფტების დამონტაჟებას გეგმავს. ძეგლთან, შშმ პირებისთვის განკუთვნილი 5 ლიფტის შეძენა-მონტაჟისთვის, სააგენტომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 180 ათასი ლარია. პეტრას ციხესთან 2 ცალი დახურული და 3 ცალი ღია ტიპის ლიფტი დამონტაჟდება. პირველი ორი – პეტრას ციხის ადმინისტრაციულ შენობასა და ეზოში, ხოლო დანარჩენი …

 პედაგოგს, რომელმაც სიცოცხლის ფასად 10 ბავშვი გადაარჩინა, ციხისძირში მემორიალს უწყობენ 

ქობულეთის სოფელ ციხისძირში მდებარე სკვერში მარიამ კონცელიძის მემორიალი მოეწყობა. მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, კომისიამ გამარჯვებულად მოქანდაკე მინდია გურგენაძე გამოავლინა, რომელთანაც ხელშეკრულება 5 ათას ლარზე გაფორმდება. მემორიალი 2020 წლის პირველ აპრილამდე უნდა მოეწყოს. მარიამ კონცელიძემ, 33 წლის პედაგოგმა, ათი ბავშვი სიცოცხლისთვის სახიფათო სიტუაციას გაარიდა, თავად კი დაიღუპა. მარიამი ციხისძირის საბავშვო ბაღის პედაგოგი იყო. მას 2 შვილი …

ვინ არის 33 წლის პედაგოგი, რომელმაც თავისი სიცოცხლის ფასად 10 ბავშვი გადაარჩინა ქობულეთში

მარიამ კონცელიძემ, 33 წლის პედაგოგმა, ათი ბავშვი სიცოცხლისთვის სახიფათო სიტუაციას გაარიდა, თავად კი დაიღუპა. სწორედ მისი სახელობის მემორიალს მოაწყობენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში. მარიამი ამავე სოფლის საბავშვო ბაღის პედაგოგი იყო. მას 2 შვილი ჰყავდა. ქობულეთის საბავშვო ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, მარიამ კონცელიძე გასულ წელს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. მან ბაღის ეზოსთან, ფერდობიდან დაგორებული ავტომანქანისგან ბავშვები …

ქობულეთში, ციხისძირის ყოფილი რუსული სკოლის შენობას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ქობულეთის სოფელ ციხისძირში მდებარე ყოფილი რუსული სკოლის შენობას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის შესაბამისი ბრძანება 2020 წლის 17 თებერვალს შევიდა ძალაში. ბრძანების მიხედვით, ყოფილი რუსული სკოლის შენობა, რომელიც სოფელ ციხისძირში მდებარეობს, კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით [არქიტექტურულად] ღირებულ ობიექტად ჩაითვალა. შენობა XX საუკუნის დასაწყისშია აგებული. ნაკვეთი [3303 კვ.მ …

ციხისძირში საბაგირო გზა და პირსი გაკეთდება – გენგეგმა დამტკიცებულია

ციხისძირში, ავტომაგისტრალიდან პლაჟამდე საბაგირო გზისა და პლაჟზე პირსის მშენებლობის გეგმას ქობულეთის მუნიციპალიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა. ციხისძირში ველო და საფეხმავლო ბილიკების მოწყობაცაა დაგეგმილი. სამომავლოდ ამ პროექტების განხორციელებას, დაბა ჩაქვი-კურორტ ციხისძირის სანაპირო ზოლის განაშენიანების რეგულირების გეგმა ითვალისწინებს. „ციხისძირის ტერიტორიაზე დაგეგმარდა ახალი სატრანსპოტო ქსელი მისასვლელი გზებითა და შესაბამისი საპარკინგე ადგილებით. აქვე დაიგეგმა როგორც პასიური ისე აქტიური დასვენებისა და …

ჩაქვი-ციხისძირის სანაპირო ზოლისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმა დამტკიცდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაბა ჩაქვი-კურორტ ციხისძირის სანაპირო ზოლის განაშენიანების რეგულირების გეგმა დაამტკიცა. ტერიტორია, რომელზედაც ვრცელდება ახალი რეგულაციები, მოიცავს დაბა ჩაქვის, ბუკნარისა და ციხისძირის სანაპირო ზოლს – მდინარე ჩაქვისწყლის შესართავიდან ე.წ. ბობოყვათის რეზიდენციამდე. ბუკნარსა და ციხისძირში ეს ტერიტორია მოქცეულია ძირითადად ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალსა და ზღვას შორის. ამ ტერიტორიაზე რეგულირების ახალი წესები 2019 წლის 28 თებერვლიდან ამოქმედდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ …

სააგენტოში ვერ აკონკრეტებენ, სად დგას ევკალიპტის ხე, რომელიც აუქციონზე გაიტანეს

სახელმწიფო მწვანე კონცხზე მდებარე ევკალიპტის ხეს აუქციონზე ყიდის. ელექტრონული აუქციონის ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციით, ევკალიპტის ხე ბათუმში, მწვანე კონცხის დასახლებაში მდებარეობს, მისი სიმაღლე დაახლოებით 26 მეტრია, საწყისი ფასი კი  7 000 ლარია. იქვე მითითებულია, რომ ხეს „აღენიშნება სხვადასხვა სახის დაზიანებები“. „ბათუმელები“ შეეცადა დაედგინა კონკრეტულად სად დგას აუქციონზე გატანილი ხე, თუმცა გამყიდველისგან ინფორმაცია ვერ მივიღეთ. „მწვანე კონცხზე, …

რას სთავაზობს სახელმწიფო მესაკუთრეს, რომლის ისტორიული სახლი ინგრევა

ილია ევანის ოჯახი ქობულეთში, სოფელ ციხისძირში, ისტორიულ სახლში ცხოვრობს. ილია ამბობს, რომ სახლი ავარიულ მდგომარეობაშია და სახურავი თუ არ გამოიცვალა, მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული სახლი ზამთარს ვეღარ გაუძლებს. გენერალ უშაკოვის ყოფილ აგარაკს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2016 წელს მიენიჭა. სახურავის გამოცვლაზე ილია ევანს უარი უთხრა ქობულეთის მერიამ რესურსების სიმცირის გამო. „ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიზნობრივი პროგრამები არ …

ციხისძირში საქორწილო მანქანა ავარიაში მოყვა

ქობულეთში, ციხისძირში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. დაშავებული პირები, მათ შორის პატარძალი, საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გადაიყვანეს საავადმყოფოში. სასწრაფოს ინფორმაციით, დაშავებულები ქობულეთის კლინიკაში რჩებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მოქალაქე: ციხისძირში ისტორიულ სახლებს ანადგურებენ

ციხისძირში, ზღვასთან ახლოს, სასტუმრო „კასტელო მარისთან“ ახლოს მდებარე ისტორიული აგარაკები ნადგურდება. 6 აგარაკს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 2016 წელს მიანიჭა ძეგლის სტატუსი. სტატუსის მინიჭების შემდეგ აგარაკების მდგომარეობა არ შეცვლილა. პირიქით, ადგილობრივები ამბობენ, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენებულ აგარაკებს მიზანმიმართულად ანადგურებენ. „არ ვიცი, ვინ ანადგურებს, მაგრამ ამ სახლს ფანჯარა ჰქონდა და მოხსნეს, მალე ალბათ სახურავსაც გადახსნიან. …

ქობულეთში სამ ოჯახს მეწყერმა საფრთხე შეუქმნა

ქობულეთის სამ სოფელში – ციხისძირში, დაგვასა და ბობოყვათში  მეწყერი განვითარდა. მეწყერმა პრობლემები შეუქმნა საცხოვრებელ სახლებს. ქობულეთის გამგებლის, სულხან ევგენიძის ინფორმაციით, ციხისძირში, მეწყერი დუმბაძის სახლთან ახლოს და მისასვლელ გზაზე ჩამოწვა. „ტექნიკა ავიყვანეთ და მისასვლელი გზა გავწმინდეთ, ბობოყვათში ლაზიშვილის ოჯახთან არის ასევე მეწყერი, იქაც გზა არის ჩაკეტილი და ტექნიკას გავაგზავნით,“-ამბობს გამგებელი. მისი თქმით, ამ ეტაპზე ოჯახების ევაკუაცია …

სასტუმრო „კასტელო მარეს“ გახსნის ცერემონიალის სტუმრები [ფოტო]

დღეს, 25 ივნისს, ქობულეთში, სოფელ ციხისძირში მდებარე სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი “კასტელო მარე” ოფიციალურად გაიხსნა. ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. სასტუმრო რუსეთის მოქალაქეს, მოსკოვის ყოფილ ვიცე-მერს სოსო ორჯონიკიძეს ეკუთვნის. სასტუმროს გახსნაზე თავად სოსო ორჯონიკიძეც იმყოფებოდა. სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი “კასტელო მარე” შედგება 8 სხვადასხვა კატეგორიის 90 ნომრისგან. იგი მოიცავს შიდა და გარე საცურაო აუზს, სპა …

ციხისძირში პოლიციამ ენმ-ს წევრები დააკავა

ციხისძირში, ხეების გადატანის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, დაახლოებით 45 წუთის წინ, პოლიციამ ნაციონალური მოძრაობის წევრები – ქობულეთის საკრებულოს წევრი ბონდო თედორაძე და ოლეგ ბროლაძე დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ქობულეთში ორი მამაკაცი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, ანუ პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს. ამ წუთებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე, მთავრობის შენობაში ენმ-ს წევრებს, მათ შორის პეტრე ზამბახიძესა და რობერტ ჩხაიძეს …

ციხისძირში საპროტესტო აქციაზე პოლიციის ორი ეკიპაჟია მობილიზებული

ციხისძირში, სადაც ხეების გადატანის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იმართება, პოლიციელები გამოჩნდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან პოლიციის მაღალჩინოსნები, მათ შორის, ქობულეთის პოლიციის უფროსი. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას საპროტესტო აქციაზე პოლიციის მაღალჩინოსნების ყოფნის შესახებ. უწყების პრესსამსახურის ცნობით, ციხისძირის აქციაზე პოლიციის ორი ეკიპაჟია მობილიზებული საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით. ხეების გადატანის პროცესი დღეს დილიდან შეჩერებულია. სამუშაოების მწარმოებელი …

ციხისძირში ცხრასულიან ოჯახს სახლი დაეწვა

6 თებერვალს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში, ცხრასულიან ოჯახს სახლი დაეწვა. ხანძრის შედეგად ფაქტობრივად განადგურდა ორსართულიანი სახლი, რომლის მხოლოდ ქვის კედლებია დარჩენილი. ბათუმის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის ჩაქრობა მაშინ მოხერხდა, როცა ის უკვე სახლის მეორე სართულსაც იყო მოდებული. ხანძრის შედეგად ოჯახის წევრთაგან არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ მიზეზს სამართალდამცავი სტრუქტურები ადგენენ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, სულხან ევგენიძის განცხადებით, …

Exit mobile version