„თუ ადამიანთა ჩაგვრაზე თვალს ხუჭავ, რა ფასი აქვს შენ სიტყვას“ – მთავარეპისკოპოსი ზენონი

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული დღეს, 7 იანვარს, შობის დღესასწაულს, ფეისბუქზე წერს, რომ ფასი არ აქვს სიტყვას, თუ ადამიანის ჩაგვრაზე თვალს ხუჭავ. „ცივგულა წერილების წერის ნაცვლად, უმჯობესია შობის ღამეს მაინც იმ ადამიანების გულში ჩაიხედოთ ვისაც სიცოცხლე და ცხოვრება გაუმწარეს მხოლოდ იმიტომ, რომ კონსტიტუციურ წესრიგში ქვეყნის დარჩენას მოითხოვენ. დღეს ქრისტეს შობაა და არა რაიმე სახის …

„მაცხოვარს არ განუსაზღვრავს, მოყვასი კეთილი უნდა იყოს, თუ ბოროტი“ – ილია მეორეს საშობაო ეპისტოლე

6 იანვარს, შობის დღესასწაულის დადგომამდე სამებაში ილია მეორეს ეპისტოლე წაიკითხეს, რომელიც მოგვიანებით საპატრიარქომ ფეისბუქზეც გამოაქვეყნა. ეპისტოლეს ტექსტში, ტრადიციულად, მორწმუნეები და არა მხოლოდ, ეძებენ მინიშნებებს, რაც ხშირად საპატრიარქოს პოზიციაზე მიუთითებს საზოგადოებისთვის ამა თუ იმ მწვავე, მოცემულ დროში მნიშვნელოვან თემაზე. 2026 წლის პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს ერთი ნაწილი მოყვასის სიყვარულს ეხება, ილია მეორე ახსენებს სიტყვის თავისუფლებასაც და „მის …

6 იანვარს ბათუმში პროტესტის მონაწილეები საშობაო მსვლელობას აანონსებენ

6 იანვარს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია საღამოს 22 საათზე შეიკრიბება, რის შემდეგაც აქციის მონაწილეები მსვლელობას გეგმავენ. „ერთად შევხვდეთ შობას, მსვლელობა იქნება წმინდა ბარბარეს ეკლესიამდე“ – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც სტუდენტური ჯგუფი „პერსპექტივა“ ავრცელებს. მსვლელობის გამართვის შესახებ დღეს, 5 იანვარს, საპროტესტო აქციაზეც განაცხადეს. 6 იანვარს ზუსტად 40 დღე ხდება, რაც ბათუმში, თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში …

შობის დღესასწაული ბათუმის საკათედრო ტაძარში

7 იანვარს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში საშობაო წირვა მიმდინარეობს. შობის სადღესასწაულო ღამისთევის წირვას ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს. ტრადიციისამებრ, 7 იანვარს, ბათუმის ქუჩებში მრევლის მსვლელობა – ალილო იმართება. „ხალხი დაითრგუნა მუდმივი უარყოფითი ინფორმაციით, ჩაკეტვით, სიკვდილიანობით … მართალია, მსხვერპლი დიდია და სიფრთხილენ ყოვლადაუცილებელი, …

საშობაო წირვაზე ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის თხოვნა მრევლს – “გეკეთოთ პირბადეები”

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 იანვარს, ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში საშობაო წირვა 23 საათსა 45 წუთზე დაიწყო. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია თხოვნით მიმართავს მრევლს, წირვის დასრულებამდე ეკეთოთ პირბადე და დაიცვან დისტანცია. „ხალხმრავლობის შემთხვევაში, თქვენთვის მონიშნულია ადგილები ეზოში. ამ შემთხვევაში გთხოვთ ჩაიცვათ თბილად!“ შობის სადღესასწაულო ღამისთევის წირვას ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი …

საშობაო წირვა ბათუმის სომხურ ეკლესიაში, შობის დადგომამდე 7 საათით ადრე

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესია 6 იანვარს შობის დღესასწაულს  აღნიშნავს. ბათუმის სომხურ ეკლესიაში დღეს საშობაო ჭრაგალუიცის (სანთლების დანთების) წმინდა წირვა იმართება. წირვა ბათუმში, სომხურ ეკლესიაში 5 იანვარს, ტრადიციულზე რამდენიმე საათით ადრე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, რელიგიური უმცირესობები იძულებული არიან საშობაო მსახურება კომენდანტის საათის დაწყებამდე დაასრულონ. კომენდანტის საათი 21:00 საათზე იწყება. …

საშობაო წირვა შობის დადგომამდე

ქრისტიანული სამყაროს უმეტესი ნაწილი 25 დეკემბერს შობას აღნიშნავს. საშობაო მესა გაიმართა ბათუმშიც, ბათუმის სულიწმინდის სახელობის კათოლიკურ ეკლესიაში. კომენდანტის საათის გამო საშობაო მესა სამი საათით ადრე დაიწყო. 28 ნოემბრის შემდეგ საქართველოში კომენდანტის საათი მოქმედებს. საქართველოს  მთავრობის გადაწყვეტილებით, გამონაკლისი იქნება 31 დეკემბერი და 6 იანვარი. მთავრობამ არ გაითვალისწინა არადომინანტური კონფესიების რელიგიური დღესასწაულები. თანაბარ მდგომარეობაში ჩაყენების ნაცვლად, მთავრობამ …

შობის ღამისთევა ბათუმის საკათედრო ტაძარში [ფოტო]

დღეს, 7 იანვარს, ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში, ქრისტეს შობის ღამისთევის წირვა მიმდინარეობს. სადღესასწაულო წირვა, რომელსაც ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი აღავლენს, ღამით, პირველის წუთებზე დაიწყო. ტაძარში აჭარის ხელისუფლებისა და ბათუმის მერიის წარმომადგენლებიც იმყოფებიან. დღისით ბათუმის ქუჩებში ტრადიციული მსვლელობა – ალილო გაიმართება. ამ თემაზე: ილია II-ს საშობაო ეპისტოლე  

შობის ღამე ბათუმის კათოლიკურ და პროტესტანტულ ეკლესიებში

დღეს, 25 დეკემბერს, ქრისტიანული სამყაროს დიდი ნაწილი შობას აღნიშნავს. 25 დეკემბერს ზეიმობს შობას მართლმადიდებლური ეკლესიების ნაწილიც, მათ შორის – საბერძნეთის, ბულგარეთის, კონსტანტინეპოლის, რუმინეთის, ალბანეთის და სხვა მართლმადიდებლური ეკლესიები. საშობაო  ლიტურგია ბათუმის კათოლიკურ და პროტესტანტულ ეკლესიებში 24 დეკემბერს, ღამით დაიწყო.  

„აჩვენე მათ, როგორ ზრუნავ“ – ჯონ ლუისის ახალი საშობაო ვიდეო

„იუთუბზე“ John Lewis & Partners and Waitrose & Partners-ის ახალი საშობაო ვიდეო განთავსდა. კომპანია 2007 წლიდან სთავაზობს ადამიანებს ამაღელვებელ და ემოციურ საშობაო რგოლებს, რომელსაც ყოველ წელს განსხვავებული მესიჯები ახლავს თან. წლევანდელი ვიდეოს სლოგანია: “აჩვენე მათ, თუ როგორ ზრუნავ” და მოგვითხრობს გოგონასა და დრაკონის მეგობრობაზე. 2019 წლის ვიდეო, როგორც John Lewis & Partners-ის Youtube-გვერდზე ვკითხულობთ, „მეგობრობის …

შობის სადღესასწაულო ღამისთევის წირვა ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში [ფოტო]

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 იანვარს, ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში ამ წუთებში საზეიმო ღვთისმსახურება მიმდინარეობს. შობის სადღესასწაულო ღამისთევის წირვას ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს. საკათედრო ტაძარში იმყოფებიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და მთავრობის სხვა წევრები. ქრისტესშობა (შობა) – ქრისტიანული რელიგიური დღესასწაულია, რომელიც …

7 იანვარს ბათუმში ტრადიციული ალილო გაიმართება

მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ, 7 იანვარს, ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება დღეს, ღამის 12 საათზე დაიწყება. შობის სადღესასწაულო ღამისთევის წირვას ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი აღავლენს. ხვალ კი ქალაქის ქუჩებში მრევლის ტრადიციული მსვლელობა – ალილო გაიმართება. „7 იანვარს, კვირას, დღის 12 საათზე მრევლი ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძართან შეიკრიბება, საიდანაც …

როგორ აღნიშნეს ბათუმელმა კათოლიკეებმა შობა

ქრისტიანული სამყაროს ნაწილი შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს. მათ შორის არიან ბათუმელი კათოლიკეები, რომლებიც შობის აღსანიშნავად ტრადიციულად ბათუმის სულიწმინდის სახელობის კათოლიკურ ეკლესიაში შეიკრიბნენ.  საშობაო წირვა პადრე გაბრიელ ბრაგანტინიმ ჩაატარა. „შობას წინ უსწრებს საშობაო მოსამზადებელი პერიოდი, რომელსაც ჰქვია ადვენტი. ადვენტის პერიოდი ეს არის დრო, როცა ვემზადებით დღესასწაულისთვის. თუკი შენი სურვილია, შეგიძლია იმარხულო, ფიზიკურად განიწმინდო. მაგრამ ძირითადი აქცენტი …

შობის ღამე და პროტესტანტი ქრისტიანები ბათუმში [ვიდეო]

25 დეკემბერს ქრისტიანული ეკლესიების დიდი ნაწილი ქრისტეშობას ზეიმობს. შობის მსახურება ბათუმის კათოლიკურ და პროტესტანტულ ეკლესიებში 24 დეკემბერს ღამით დაიწყო. თემის წევრების თქმით, ბათუმში ათი პროტესტანტული ეკლესია ფუნქციონირებს. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ბათუმში პირველი პროტესტანტები მე-19 საუკუნის ბოლოს გამოჩნდნენ. საარქივო მასალების მიხედვით, თემში თავდაპირველად რუსულენოვანი გვარები ჭარბობდა, თუმცა მოგვიანებით ჩნდება ქართული საკრებულოებიც. See more პროტესტანტული ეკლესიების ისტორიის …

საშობაო ნოქტიურნი

პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი (იოანეს სახარება 1-1) არა თუ იგი იყო ნათელი, არამედ რაჲთა წამოს ნათლისა                                                           …

მართლმადიდებელი ქრისტიანები ქრისტეს შობას აღნიშნავენ

7 იანვარს მართლმადიდებელი ქრისტიანები ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავენ. საზეიმო წირვა-ლოცვა გვიან ღამით ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ აღავლინა. წირვა-ლოცვას ტრადიციულად წინ უძღვოდა 6 იანვარს, 12 საათზე ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრიდან დაწყებული საშობაო ალილო, რომელსაც ბათუმის მერი, აჭარის მთავრობისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები შეუერთდნენ. ტკბილეული, ნობათი და შემოწირულობები მეალილოვეებმა შეჭირვებულ ოჯახებს გადასცეს. …

ბათუმში კათოლიკეებმა საშობაო წირვა სასტუმრო „ლეოგრანდის“ წინ აღავლინეს

ხვალ, 25 დეკემბერს, კათოლიკური ეკლესია შობას აღნიშნავს. დღეს, ღამით, ბათუმში კათოლიკეებმა საშობაო ლიტურგია არა ეკლესიაში, არამედ სასტუმრო „ლეოგრანდის“ წინ გამართეს, სადაც ერთი თვის წინ ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. მოგვიანებით საშობაო წირვა ეკლესიაში გაგრძელდა, სადაც პადრე გაბრიელე ბრაგანტინმა კათოლიკე მრევლს ქადაგებით მიმართა. წირვის დასრულების შემდეგ გაბრიელე ბრაგანტინიმ „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ ამგვარად მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს ტრაგედია …

Exit mobile version