ვაღიაროთ, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირია – მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ტვიტერზე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა და დაწერა, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. თუმცა, შარლ მიშელმა ევროპული საბჭოს წევრები, კანდიდატის სტატუსის მხოლოდ უკრაინისა და მოლდივისათვის მისანიჭებლად მიიწვია, როგორც ევროკომისიის რეკომენდაციაში იყო აღნიშნული. „ახლა დროა ვაღიაროთ, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირია. გიწვევთ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. პარალელურად გავაგრძელებთ …

შარლ მიშელის ვიზიტის დროს ოდესა დაბომბეს – უკრაინა

„რუსული რაკეტებით ოდესის დაბომბვა ხდება თითქმის ყოველდღე, ისევე როგორც დღეს – შარლ მიშელის ჩვენთან ვიზიტის დროს,“ – წერს უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ტელეგრამის ოფიციალურ არხზე. მისი თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ოდესაში ვიზიტის დროს, ოკუპანტებმა ოდესაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. როგორც შმიგალი წერს, შარლ მიშელთან ერთად მოინახულა დაბომბვისას განადგურებული სახლი, სადაც სამი თვის გოგონა, დედა …

ჩვენი ძალები ახლა კიდევ უფრო ერთიანია – შარლ მიშელი

დღეს, 11 მარტს, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, ვერსალში ევროსაბჭოს წევრთა მეორე, არაფორმალური შეხვედრის შემდეგ მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა იმის შესახებ, თუ რა გამოწვევები ექნება ევროპას რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შემდეგ: „მსყიდველუნარიანობის შესახებ მინდა ვთქვა. არსებული ვითარება გამოწვევა იქნება საწარმოებისთვის კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით. გამოწვევაა, ასევე, მიმდინარე პოლიტიკური თამაშები. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია თავდაცვა და საერთო უსაფრთხოება.  ჩვენი ძალები ახლა …

„დავსახეთ პრიორიტეტები, რაზეც ერთად უნდა ვიმუშაოთ“ – მიშელი ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ

„ჩვენ საქართველოს პრეზიდენტთან გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. იცით, რომ ძალიან რთული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ევროსაბჭოს აქვს ძალიან ცხადი, მტკიცე და ერთიანი პოზიცია. დარწმუნებულები ვართ, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობრებისთვისაც. ჩვენ ვართ პარტნიორები და თანამშრომლობა გვაკავშირებს ერთმანეთთან“, – განაცხადა დღეს ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ბრიუსელში, სალომე ზურაბიშვილთან გამართული სამუშაო შეხვედრის დასასრულს. სამუშაო შეხვედრაზე მიშელმა ზურაბიშვილი სპეციალურად მიიწვია …

შარლ მიშელი: სასწრაფოდ მზადდება სანქციების შემდეგი პაკეტი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ტვიტერზე წერს, რომ საჭიროა გლობალური საზოგადოების დაუყოვნებლივ მობილიზება საერთაშორისო სამართლის დასაცავად. „ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის, რადგან კიევი რუსული ძალების მუდმივი თავდასხმის ქვეშ იმყოფება. კრემლს მოვუწოდებ, სასწრაფოდ შეწყვიტოს ძალადობა. საჭიროა გლობალური საზოგადოების დაუყოვნებლივ მობილიზება საერთაშორისო სამართლის დასაცავად. მშვიდობიანი მოსახლეობის უაზრო დანაკარგები და  ტანჯვა უნდა შეწყდეს. ევროპა დგას უკრაინის ხალხის გვერდით და გააგრძელებს …

„გამორიცხულია, „ქართული ოცნება“ არ დაუბრუნდება ამ შეთანხმებას“ – ღარიბაშვილი მიშელის შეთანხმებაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე. მისი თქმით, ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა „არის ფარსი და სიყალბე“. „მათ ხელმოწერას ფასი ექნებოდა მაშინ, როცა ჩვენ ყველამ ერთად, ჩვენი დიდი მეგობრის შარლ მიშელის, ამერიკის ელჩის უშუალო მედიაციით დავასრულეთ ამ დოკუმენტზე მუშაობა და მაშინ ყველამ ერთად მოვაწერეთ ხელი, ყველა იმ …

თამარ კორძაია საპარლამენტო ბოიკოტს აცხადებს

საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმზე გადავიდა დეპუტატი თამარ კორძაია. ის პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატია. „უარს ვაცხადებ პლენარულ სხდომებზე საკითხების განხილვასა და გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობაზე“ – წერს ფეისბუქგვერდზე თამარ კორძაია. პარლამენტის წევრი აქვეყნებს წერილსაც, რომლითაც მან პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა: „მიუხედავად ჩემი არაერთი შეფასებისა, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდი არ ასრულებდა შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას, მიმაჩნდა, რომ შეთანხმების არსებობა  იყო შანსი ქართული …

„იმედია ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებთ არა ბრიუსელის გასახარად, არამედ საკუთარი ხალხისთვის“

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის საჯარო ნაწილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა დაასრულა. მიშელმა თავის სიტყვაში სამი ქვეყნის – საქართველოს, უკრაინის  და მოლდოვას პრეზიდენტებს მიმართა. შარლ მიშელმა დღეს სამი ქვეყნის ლიდერებს უთხრა, რომ ევროკავშირი კვლავაც ამ ქვეყნების სანდო პარტნიორია, ხოლო ამ ქვეყნებმა თავის მხრივ აღებული ვალდებულებები უნდა შეასრულონ, ოღონდ არა ბრიუსელის, არამედ საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის. „საქართველო, უკრაინა …

3 ქვეყნის პრეზიდენტი ბათუმში – საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

დღეს, 19 ივლისს, ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, რომელსაც 3 ქვეყნის პრეზიდენტი ესწრება – საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი და მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ. საერთაშორისო კონფერენციას ასევე ესწრება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. კონფერენციის მთავარი თემა ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის  გაღრმავებული თანამშრომლობაა. მეორე პანელზე წამყვანი ანალიტიკური ცენტრების …

„ჩვენი არჩევანი არის ევროპა“ – აქცია ბათუმში | LIVE

დღეს, 19 ივლისს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონთან“, სადაც საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, მშვიდობიან აქციას მართავენ მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წევრები. აქციის მიზანია ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისა და კონფერენციის მონაწილე მაღალი რანგის პოლიტიკოსების ინფორმირება საქართველოში 5 ივლისსა და შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე და სამოქალაქო საზოგადოების პოზიციის დაფიქსირება. „ლექსოსთვის“, „თანასწორობა და სამართლიანობა“, „ევროპა ჩვენი შანსია“, …

59 ორგანიზაცია შარლ მიშელს მიმართავს

სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები ღია წერილით მიმართავენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, რომელიც დღეს, 19 ივლისს ბათუმში საერთაშორისო კონფერენციას ესწრება. მიმართვას, რომელსაც კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ავრცელებს, ხელს აწერს 59 ორგანიზაცია, მათ შორის არიან მედიაკომპანიებიც. „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ მიმართვის ტექსტს. „ბატონო პრეზიდენტო მიშელ, დიდი მადლობა თქვენ და ევროკავშირის ელჩს იმ ძალისხმევისა და უწყვეტი ჩართულობის გამო, რასაც …

„ქართულმა ოცნებამ“ ევროპისკენ ინტეგრაციის გზას გადაუხვია – ვაშაძე

„სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ევროპისკენ ინტეგრაციის გზას გადაუხვია ან ცდილობს რომ გადაუხვიოს“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ. შარლ მიშელი ოპოზიციას დღეს, 19 ივლისს შეხვდა ბათუმში. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გააკეთეს კომენტარები მედიასთან ოპოზიციის ლიდერებმა. „ვერ დავუახლოვდებით ჩვენ ევროკავშირს, თუ საქართველოში გაგრძელდა პროცესი ისე, როგორც დღეს ვითარდება. საჯარო გამოსვლებში ქართული …

შარლ მიშელი ოპოზიციას ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის გახსნამდე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება. დღეს დილით შარლ მიშელი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე შესვლამდე კომენტარები გააკეთეს მედიასთან. „ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს ვადამდელი არჩევნების გზით და ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა ეს არის სწორედ იმ დოკუმენტის ხელმოწერა, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ, ბატონი მიშელის …

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. შეხვედრა დღეს, 19 ივლისს გაიმართა. დღესვე დაგეგმილია შარლ მიშელის შეხვედრა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. შარლ მიშელი საქართველოში გუშინ, 18 ივლისს ჩამოვიდა ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაზე – “ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია” დასასწრებად. საერთაშორისო კონფერენციას ასევე დაესწრებიან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი …

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ესწრება

დღეს, 19 ივლისს, ბათუმში, ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენცია – “ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია” იხსნება. კონფერენციას ესწრება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ. გახსნის სესიაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. შარლ მიშელი ბათუმში გუშინ, 18 ივლისს ჩამოვიდა. რაც შეეხება უკრაინის და …

ზელენსკი, სანდუ და მიშელი – ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

19 ივლისს, ორშაბათს, ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია – „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ გაიხსნება. ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციას დაესწრებიან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. ქართულ მხარეს წარმოადგენენ ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მთავრობის წევრები. კონფერენციის მთავარი თემა ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა …

ევროსაბჭოს პრეზიდენტი ხვალ ისევ ჩამოვა საქართველოში

ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ხვალ, 20 აპრილს, ისევ ეწვევა საქართველოს. „ხვალ ჩამოვალ საქართველოში და შევხვდები თითოეულ თქვენგანს… შემდეგ ნაბიჯებზე ჩვენ ერთად ვისაუბრებთ, როგორ გავაძლიეროთ კავშირები საქართველოსა და ევროკავშირს შორის,” – აღნიშნა შარლ მიშელმა. დღეს, 19 აპრილს, პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციური პარტიებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწერეს. შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს: “ლელომ”, “რესპუბლიკელებმა”, …

„ოცნება“ ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ დააბოლებს ევროპას“ – რას ცვლის შარლ მიშელის ვიზიტი

„პროგნოზირებადია ახლა უფრო ყველაფერი“, – მიიჩნევს დავით ზურაბიშვილი, რომელიც „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრია და დღეს, 1-ელ მარტს, ევროსაბჭოს პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს ადევნებდა თვალს. დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დასავლეთიდან კრიტიკის ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება, რომლის შემდეგაც „ივანიშვილს კომპრომისზე წასვლა მოუწევს“. რა ჩანს ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის და ხელისუფლების მიერ დღეს გაკეთებული განცხადებებიდან? – „ბათუმელებმა“ რამდენიმე კითხვა …

Exit mobile version