ღამის კლუბები 7-9 იანვარს იმუშავებენ – მთავრობის დადგენილება

2022 წლის 7 იანვრიდან 2022 წლის 9 იანვრის 06:00 საათამდე ღამის კლუბებს მუშაობის უფლება მიეცა. მთავრობის 6 იანვრის დადგენილებით, ცვლილება შევიდა „იზოლაციისა და კარანტინის წესებში“, რომლის მიხედვითაც 2022 წლის 7 იანვრიდან 2022 წლის 9 იანვრის 06:00 საათამდე ელექტრონული მუსიკის მოსასმენ სივრცეებსა და ღამის კლუბებზე არ იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები: „აკრძალულია ნებისმიერი ტიპის გასართობი, სახელოვნებო, საფესტივალო და …

პოლიციამ ღამის კლუბი 10 -10 ათასი ლარით დააჯარიმა და დალუქა

შსს ინფორმაციით, თბილისში შპს „ინ და ჰაუსი“ 10 ათას – 10 ათასი ლარით დააჯარიმა. პოლიციის ინფორმაციით, იურიდიული პირი ღამის კლუბად მუშაობდა. „დადგინდა, რომ აღნიშნული კომპანია, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის დადგენილების მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ნოემბრის თვეში 2-ჯერ, 10 000-10 000 ლარით დააჯარიმა. ასევე …

რატომ არ დასაჯეს სუს-ის თანამშრომელი, რომელმაც ღამის კლუბში კაცი დაჭრა

სუს-ის თანამშრომელი, ლაშა გაბრიჭიძე, რომელმაც გასული წლის ზაფხულში ბათუმში, ღამის კლუბ „სექტორი 26“-ში დაცვის თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, არ დაუკავებიათ და ისევ სუს-ში მუშაობს. პროკურატურამ მის მიმართ მხოლოდ განრიდება გამოიყენა და სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტა. შემთხვევა 2018 წლის 2 აგვისტოს მოხდა – თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღამის კლუბ „სექტორი 26“-ში პოლიციელი დაჭრეს, თუმცა „ბათუმელებმა“ მაშინ …

დაზარალებული: პოლიციელებმა ფარული კამერით შემიშვეს კლუბში, სადაც ფულს მძალავდნენ

„ყველამ იცის, როგორ სძალავენ ფულს ღამის კლუბში… მე დისკოთეკებზე არ დავდივარ. ერთხელ ვიყავი ადრე და მაშინაც მასე გააკეთეს. ახლა ფარული კამერით შევედი…“ – ასე დაიწყო ამბის მოყოლა დღევანდელ პროცესზე მურატ ჩილიოღლუმ. მან დღევანდელ პროცესზე სასამართლოს მოწმის სახით ჩვენება მისცა. მურატ ჩილიოღლუ თურქეთის მოქალაქეა და ბოლო სამი წელია საქართველოში ცხოვრობს. მან პოლიციელების ოპერატიული დავალება შეასრულა და …

ხმაურისთვის 16-ჯერ დაჯარიმებული ღამის კლუბი ბათუმში

გადაჭარბებული ხმაურის გამო ბათუმში მდებარე ღამის კლუბი UP TO YOU მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ხმაურის დონის მონიტორინგის სამსახურმა 16-ჯერ დააჯარიმა .ტურისტული სეზონის დასრულების გამო ღამის კლუბის კონსტრუქციას მფლობელი უკვე შლის. „კლუბი „ჰილტონის“ წინ მდებარეობს, იქ აპარტამენტებიც არის და სასტუმროც და ხან ერთი სტუმარი იძახებდა ჩვენს სამსახურს, ხან – მეორე. ხალხს აწუხებდა იქედან გამომავალი ხმაური. არ გაჭრა …

უცხოეთის მოქალაქეს ქალის ცემისთვის ასამართლებენ

„თავს დამნაშავედ ვცნობ, ვცემე,“ – მიმართა მოსამართლე ლევან გელოვანს ბრალდებულმა გულშა ს.-მ. პროკურატურის ვერსიით, მან ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში გოგოს სცემა. მას ძალადობის მუხლით ედავებიან. მოსამართლის კითხვაზე, სად მუშაობთ? ბრალდებულმა თქვა, რომ ბათუმში არსად მუშაობს, თურქმენეთიდანაა და ტურისტია. გულშა ს. მეორე წელია, რაც საქართველოში ცხოვრობს. ის ცემისთვის ერთხელ უკვე გაასამართლეს და ჯარიმაც გადაიხადა. ბოლო შემთხვევის …

ამერიკელი მკვლევარი: ბათუმში, ღამის კლუბში თანხა გამომძალეს

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ამბობს, რომ ბათუმში ერთ-ერთ ღამის კლუბში თანხა გამოსძალეს. რობი [სახელი შეცვლილია] კალიფორნიის უნივერსიტეტის დოქტორანტია და კონკრეტული თემის საკვლევად ერთი წლით ჩამოვიდა საქართველოში. რობიმ სამეცნიერო კვლევა ბათუმში შემოდგომაზე დაიწყო. „23 ნოემბერს მეჩეთთან ახლოს თურქი ეროვნების კაცი გავეცანი. მითხრა, მურატი მქვიაო. შემომთავაზა ღამის კლუბში წავიდეთ, კარგად გავერთობითო, კლუბი ჩემია და ფულზე არ იდარდოო. …

სასჯელი ღამის კლუბში თანხის გამოძალვისთვის

ღამის კლუბ „ვოგში“ თანხის გამოძალვის საქმეზე მოსამართლე ლევან გელოვანმა გადაწყვეტილება მიიღო. ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ამ საქმეზე მსჯავრდებულ ფეიზულაჰ ერდენს 6 წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა. ის ასევე დაჯარიმდა 5 ათასი ლარით. მანუჩარ მამულაძეს და ეშრეფ კადირ ბოსტანს 4-4 წლით მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სერჰათ ბაქანს ორწელიწადნახევარი მოუწევს ციხეში ყოფნა. გამოძიება დაკავებულებს ძარცვის და თავისუფლების უკანონო …

სუს-ის თანამშრომელმა 46 დღის წინ მოქალაქეს ესროლა, მისთვის ბრალი ჯერაც არ წარუდგენიათ

2 აგვისტოს ღამის კლუბ „სექტორ 26“-ში მოქალაქე დაჭრეს. გამოძიება პროკურატურამ იმავე დღეს დაიწყო, თუმცა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ამ დრომდე არავინ მიუციათ. შესაბამისად, არც სასამართლო განხილვა დაწყებულა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კლუბში მოქალაქე სუს-ის თანამშრომელმა – ლაშა გაბრიჭიძემ დაჭრა. მისთვის ბრალი დრემდე არ წარუდგენიათ. ის დღემდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობს. „მიმდინარეობს გამოძიება და ველოდებით გამოძიების შედეგს, ამ ეტაპზე მეტს …

ლევან ბერიანიძე: პოლიციელებმა გვცემეს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო

„თავს დაგვესხნენ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო… პოლიციელები შეგვდგნენ წიხლებით,” – უთხრა ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა ლევან ბერიანიძემ ჟურნალისტებს, ვიდრე მოსამართლე სხდომათა დარბაზში შემოვიდოდა. „თანასწორობის მოძრაობის“ ხელმძღვანელი, ლევან ბერიანიძე და ამავე ორგანიზაციის წევრი, თორნიკე კუსიანი დღეს დილით დააკავეს ადმინისტრაციული წესით – წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო. ლევან ბერიანიძე და თორნიკე კუსიანი ბათუმის ბულვარში დააკავეს. …

ღამის კლუბში 17 100 ლარის გამოძალვის საქმე – რა უთხრეს დაზარალებულებმა მოსამართლეს

თურქეთის სამი  მოქალაქე დეტალურად მოუყვა მოსამართლე ლევან გელოვანს, როგორ გამოსძალეს მას ფული ბათუმში მდებარე ღამის კლუბში. ღამის კლუბ „ვოგში“ თანხის გამოძალვის საქმეზე პროკურატურამ თურქეთის სამ და საქართველოს ერთ მოქალაქეს წაუყენა ბრალი. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა ერთ შემთხვევაში თურქეთის მოქალაქეებს ხილის ასორტსა და სასმელში 9800 ლარის გადახდა მოსთხოვეს. კიდევ ერთ შემთხვევაში კი, დაზარალებულებს 17 100 ლარის გადახდას …

ომანელი ტურისტები: გამომძალველებმა ღამის კლუბიდან 800 ლარი დაგვიბრუნეს

ტურისტები ომანიდან ბათუმში 24 ივლისს ჩამოვიდნენ. იმავე ღამეს ისინი ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბს ეწვივნენ, გართობის მიზნით. როგორც ტურისტებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, შეუკვეთეს ხილის ასორტი და „ბორჯომი“. „მერე ორი გოგო მოვიდა. ერთი გოგო ჩემს მეგობარს მუხლებზე დაუჯდა, მეორე გვერდით იყო. არაყი შეუკვეთეს. თვითონ სვამდნენ, ჩვენ – არა. ცეკვას ვუყურებდით…“ – აცხადებდნენ ტურისტები, რომლებიც დასძენდნენ, …

რამდენად აზარალებს ტურიზმს ღამის კლუბებში ტურისტებისთვის ფულის გამოძალვა?

„ზოგადად, ტურიზმზე შესაძლოა არა, მაგრამ გარკვეულ კატეგორიაზე აუცილებლად იქონიებს გავლენას,“ – ასე აფასებს ტურიზმის ექსპერტი ზვიად ელიზიანი ბოლო დროს ღამის კლუბებში უცხოელი ტურისტებისთვის ფულის გამოძალვის შემთხვევებს. ომანელი ტურისტები დღეს, 24 ივლისს, მოუყვნენ „ბათუმელებს“ ღამის კლუბ „სთარში“ გუშინ ღამით  300 დოლარის გამოძალვის შესახებ. მანამდე „ბათუმელები“ კლუბ „ვოგზე“ წერდა, სადაც ერთ ბოთლ არაყში, შამპანურში, ლუდში, ხილის ასორტსა და …

რა თქვეს მოწმე პოლიციელებმა ღამის კლუბში თანხის გამოძალვის საქმეზე

ღამის კლუბ „ვოგში“ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის საქმეზე მოსამართლე ირაკლი შავაძემ მოწმეების დაკითხვა დაიწყო. დღეს, 21 აპრილს, სასამართლოს ჩვენებები პოლიციელებმა მისცეს, ვინც 25 იანვრის საღამოს დაზარალებული თურქეთის მოქალაქეები დაკითხეს და ფოტოსურათებით ამოცნობა მოაწყვეს. ღამის კლუბი „ვოგი“ ამჟამად დალუქულია. დაზარალებული თურქეთის 6 მოქალაქის თქმით, მათ სარფის საბაჟოზე გაიცნეს გოგონები, რომლებმაც კლუბში მიიყვანეს, შემდეგ კი ხილის ასორტსა …

ღამის კლუბში თანხის გამოძალვის საქმე – სასამართლო არსებით განხილვას იწყებს

ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბ „ვოგში“ თანხის გამოძალვის და ჯგუფური ძარცვის საქმეს არსებითად ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა უკვე მიიღო. მან უარი უთხრა ადვოკატებს, რომლებმაც არასაკმარისი მტკიცებულებების მოტივით, სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა და ბრალდებულების გათავისუფლება მოითხოვეს. ღამის კლუბი „ვოგი“ ამჟამად დალუქულია. დაზარალებული თურქეთის მოქალაქეების თქმით, მათ სარფის საბაჟოზე გაიცნეს გოგონები, რომლებმაც კლუბში მიიყვანეს, …

ღამის კლუბში ორი მოქალაქის სავარაუდო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ბათუმის ბულვარში, ღამის კლუბ Sector 26-ში ორი მოქალაქის სავარაუდო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. „ბათუმელების“ ინფორმაციით,  ზ.მ.-ს  და მის მეგობარს კლუბში, დაახლოებით ღამის ორ საათზე, დაცვის რამდენიმე თანამშრომელმა მას შემდეგ დაუწყო ცემა, როცა ისინი კლუბის ტერიტორიაზე მდებარე აუზში საბანაოდ ჩავიდნენ. კლუბიდან გამოსულმა ახალგაზრდებმა პოლიცია გამოიძახეს და ჩვენება მისცეს, ასევე გაიარეს ექსპერტიზა სხეულზე მიყენებულ ფიზიკურ დაზიანებებზე. ზ.მ. პროფესიით …

Exit mobile version