რუსეთის მოქალაქეების კომპანიამ ბათუმში 13 მილიონიანი ტენდერი მოიგო

ბათუმში ღამის თავშესაფრის შენობის რეკონსტრუქციას 13-მილიონიან ტენდერში გამარჯვებული კომპანია „დს კონსტრაქშენი“ დაასრულებს, რომლის მეწილეები რუსეთის მოქალაქეებიც არიან. ქალაქის მერიამ ამ შენობის რემონტი 2021 წელს დაიწყო და დღემდე ვერ დაასრულა. ტენდერი ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს 13 686 164 ლარით ჰქონდა გამოცხადებული. „დს კონსტრაქშენთან“ კი ხელშეკრულება 13 540 019 ლარზეა გაფორმებული. შესყიდვების პორტალის მიხედვით, ტენდერში …

ღამის თავშესაფარი, ახალი საბავშვო ბაღები და სერვისცენტრები – 14 მილიონი ამჯერად 2 ტენდერში 

ბათუმში სამი ახალი საბავშვო ბაღის, მერიის სერვისცენტრების ოფისების, ჭიდაობის მოედნის მშენებლობაზე, ასევე, ურეხის ყოფილი ინტერნატის შენობის რეკონსტრუქციისა და სხვა სამუშაოებზე ქალაქის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ 14 769 915 ლარით გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. სამმართველომ იგივე მომსახურების შესყიდვაზე ამჯერად 2 ტენდერი გამოაცხადა. თანხა ჯამში წინა ტენდერისგან განსხვავებით თითქმის 29 ათასი ლარითაა გაზრდილი, თუმცა, დამატებულია შესყიდვის …

რატომ ვერ მოაწყო ბათუმის მერიამ ღამის თავშესაფარი 2 წლის განმავლობაში

ბათუმის ღამის თავშესაფრის შენობა, რომლის რემონტი 2021 წელს დაიწყო და 2022 წელს უნდა დასრულებულიყო, კვლავ დაუმთავრებელია. სამუშაოებისთვის 2,7 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. ამჟამად თავშესაფრის გარეშე დარჩენილი 50 უსახლკარო ადამიანისთვის ორი კერძო სახლია დაქირავებული და ქალაქის ბიუჯეტიდან მეორე წელია, ყოველთვიურად, ქირა, ჯამში 8 ათასი ლარი იხარჯება. ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია …

ბათუმის ღამის თავშესაფრის რეკონსტრუქცია წელს ვერ ესწრება – მერია რისკებზე წერს

ურეხის ყოფილი ინტერნატის შენობის რეკონსტრუქცია-ადაპტაციის პროექტი შეფერხდა. ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური 2022 წლის ბიუჯეტის 9 თვის ანგარიშში წერს, რომ კომპანია გეგმა-გრაფიკს ჩამორჩა. 2 მილიონ 244 996 ლარიდან, რომელიც მერიას ამ პროექტისთვის ჰქონდა გათვალისწინებული, კომპანიამ მხოლოდ 178 377 ლარის ათვისება შეძლო. ამ შენობაში მიუსაფარი ადამიანებისთვის ღამის თავშესაფარი უნდა მოეწყოს. შენობის რეკონსტრუქციის სამუშაოები ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურის სამმართველომ …

ბათუმის ცნობილი მასწავლებელი მარტოობაში – წითელი თმა და აუხდენელი ოცნება პარიზზე

5 წელია, რაც ქუჩაში არ გასულა. სამყაროს თავისი ბინის პატარა აივნიდან ეკონტაქტება. მხოლოდ აქედან შეუძლია დაინახოს, როგორ იცვლის გაავდრებისას ზღვა ფერს და მუქდება, ან როცა კამკამა ცისფერს იკიდებს. ბოლო დროს აივანზე გასვლასაც კი ვეღარ ახერხებდა. ამბობს, რომ სამი თვის წინ ოთახში დაეცა და მთელი ეს დრო საწოლში გაატარა. „მეზობლები დამეხმარნენ და ლოგინზე დამაწვინეს. შემდეგ ახლობელმა …

ქმარი ფიზიკურად ძალადობდა ჩემზე, თვალი მან დამიზიანა – მარტოხელა ქალი

„ზოგჯერ პურს ვასხამ ცხელ წყალს და მაგით ვერევი შიმშილს… ზამთარი მოდის, ისევ უნდა გადავიტანო სიცივე გათბობის გარეშე ფაცხაში, რომელიც ჩემი არ არის,“ – ამბობს ნადიკო ცეცხლაძე. ის 61 წლისაა და ბათუმში, კახაბრის დასახლებაში ცხოვრობს. „მცემდა ქმარი, ვერ მოვდიოდი ოჯახიდან და მაშინ წამოვედი, როცა თივის „ვილკა“ გამიყარა ყელში… ქუჩაში დავრჩი, ეს იყო 28 წლის წინ,“ – …

როგორ აღმოჩნდა 2 შვილის დედა თავშესაფარში – „ის დღეები რომ მახსენდება, სხეულში ახლაც მსუსხავს“

„მახსენდება, როგორ დამტოვა ექიმმა სამშობიაროდ ოთახში მთელი ღამით მარტო და მეგონა, რომ მე და ჩემი შვილი მოვკვდებოდით, როგორ ველოდებოდი გათენებას, რომ ვინმეს მაინც შემოეღო კარები. მახსენდება ის დღეები, როცა მშიერ, მძინარე ბავშვებს დავყურებდი და მეშინოდა, რომ ძილში მოკვდებოდნენ შიმშილისგან… როცა ის დღეები მახსენდება, მთელს სხეულში ახლაც მსუსხავს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ნატალია აივაზიანი, 53 წლის ქალი, …

„ციხიდან რომ გამოვედი, შვილებმა არ მიმიღეს“ – ქალი უსახლკაროდ და მარტო

„სამი შვილის დედა ვიყავი. გოგო 6 წლის იყო, ბიჭები კი – 5 და 9 წლის, როცა მეუღლის მკვლელობის გამო დამაპატიმრეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ შვილებმა ჩემთან დაბრუნება არ მოისურვეს. მას შემდეგ 21 წელი გავიდა და სულ წვალებაში ვარ, ასე უსახლკაროდ და მარტო“, – ამბობს „ბათუმელებთან“ 60 წლის გულნარა ლორთქიფანიძე. მეუღლესთან ერთად ის აჭარის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა. …

ბათუმში ღამის თავშესაფრის რეაბილიტაცია იგეგმება – სად გაათევს ღამეს 50 უსახლკარო

ბათუმში, ურეხში მდებარე მუნიციპალური ღამის თავშესაფრის ბენეფიციარებს დროებით „კარიტასი“ შეიფარებს. საუბარია 50 ადამიანზე, რომელიც ღამეს ამ თავშესაფარში ათევს. სექტემბრის ბოლოდან ურეხში მდებარე შენობის რეკონსტრუქცია უნდა დაიწყოს, რომელიც 2022 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება. „მოლაპარაკებები გავმართეთ ორგანიზაცია „კარიტასთან“, რომელსაც აქვს ასეთი თავშესაფარი ბათუმში. დაგვთანხმდნენ მიიღონ ჩვენი ბენეფიციარები – კვება ჩვენი იქნება და ფართობით თვითონ დააკმაყოფილებენ. ასე, რომ საკმაოდ …

ურეხის ღამის თავშესაფარი შესაძლოა საპატრიარქოს გადაეცეს, შენობის რემონტზე 2,7 მლნ გამოიყო

ბათუმში, ურეხის ყოფილი ინტერნატის შენობის „ხანდაზმულთა ცენტრად რეკონსტრუქცია-ადაპტაცია“ იგეგმება, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტში 2,7 მილიონი ლარია გათვალისწინებული. შენობაში დღეს ბათუმის ღამის თავშესაფარია განთავსებული. რეკონსტრუქციის პროექტი, რომელიც სამსართულიან შენობაზე ერთი სართულის დამატებას ითვალისწინებს, რამდენიმე წელია მზადაა. 4 წლის წინ კი, საუბარი იყო შენობის საპატრიარქოსთვის გადაცემაზეც და იქ სათნოების სავანეში მყოფი ხანდაზმულების გადაყვანაზე. „ურეხის ყოფილი ინტერნატის მზრუნველობამოკლებულ ხანდაზმულთა …

ღამის თავშესაფარში დღისითაც დარჩებიან, თუმცა სადილის გარეშე

ზამთრის პერიოდში ღამის თავშესაფარში მყოფ ადამიანებს  ადგილზე დარჩენა დღისითაც შეეძლებათ. ამის შესახებ ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, გუშინ, 14 იანვარს, თავშესაფარში სტუმრობის დროს თქვა. მერმა თავშესაფარში მცხოვრებ ადამიანებს საახალწლო ნობათი და ტკბილეული გადასცა. ბათუმის მერიის თავშესაფარი მხოლოდ ღამის გათევას ითვალისწინებს. ბენეფიციარებმა საუზმის შემდეგ შენობა დილის 10 საათამდე უნდა დატოვონ. თავშესაფარში ამჟამად სულ 50 ადამიანია. „არ ვიცი, …

თავშესაფრით მოსარგებლეები სადილის გარეშე

ბათუმში მესამე დღეა თოვს, ქალაქში მოქმედი ღამის თავშესაფრები კი დღისით იკეტება. სად მიდიან დღისით ადამიანები, რომლებიც ღამის თავშესაფრებით სარგებლობენ? „ჩვენთან დღისით იკეტება თავშესაფარი და საღამოს 6 საათზე იხსნება“, – გვითხრა თამაზ მღებრიშვილმა. ის საქველმოქმედო ფონდ „კარიტასის“ ბათუმის თავშესაფრის ხელმძღვანელია. მისი თქმით, თოვის გამო თავშესაფრით მოსარგებლეთა რაოდენობა არ გაზრდილა და ამჟამად იქ 28 ადამიანი ათევს ღამეს. თოვის …

Exit mobile version