ბონის დასახლებაში მდებარე რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაციაზე ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 2019 წლის თებერვალში გამოაცხადა. შპს „გზებმა“ კი სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება, რომ შპს „რეკონსტრუქცია XXI მუდმივი დაწესებულების“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაში იყო ტენდერის პირობებთან, კანონშეუსაბამოდ მიიჩნია და დავების საბჭოში იჩივლა. „რეკონსტრუქცია XXI მუდმივი დაწესებულება“ იმ რუსული კომპანიის დაწესებულებაა, რომელიც საქართველოში ადრე თავისი სხვა …
Tag Archives: ქუჩების რეაბილიტაცია
ქუჩების მოწყობა ბონის დასახლებაში – რატომ ანიჭებს რუსულ კომპანიას მერია უპირატესობას
შპს „გზების“ განცხადებით, კანონშეუსაბამოა ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება, რომ ერთ-ერთ ტენდერში შპს „რეკონსტრუქცია XXI მუდმივი დაწესებულების“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია ტენდერის პირობებთან. შპს „გზებიც“ ამ ტენდერში მონაწილეობს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, „რეკონსტრუქცია XXI მუდმივი დაწესებულება“ იმ რუსული კომპანიის მუდმივი დაწესებულებაა, რომელიც საქართველოში ადრე თავისი სხვა ფილიალით საქმიანობდა. ეს ფილიალი კი შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში მოხვდა: …
ბონი-გოროდოკში ცხრა ქუჩის რეაბილიტაციისთვის 1,7 მილიონი დაიხარჯება – ტენდერი
ბათუმში, ბონი-გოროდოკის დასახლებაში, რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაციისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 1,7 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 768 746 ლარია. ამ ტენდერის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება: ალ. ჩხაიძის ქუჩის (ფეხით სავალი ნაწილი ერთ მხარეს, ჯიბეები) და ქუჩის გაგრძელებას იაშვილის ქუჩიდან ერისთავის ქუჩამდე, იოსელიანის, ერისთვის შესახვევისა და II ჩიხის, …
Continue reading “ბონი-გოროდოკში ცხრა ქუჩის რეაბილიტაციისთვის 1,7 მილიონი დაიხარჯება – ტენდერი”
ბათუმის ქუჩების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა მერიამ ვერ დახარჯა
ბათუმის მერიამ ქუჩების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხიდან 792 ათასი ლარი ვერ დახარჯა. საუბარია ბონის დასახლების ქუჩების ნაწილზე, სადაც პროგრამით დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები არ განხორციელდა. თემის განხილვას საკრებულოს სხდომაზე დღეს, 29 ნოემბერს ხმაური მოჰყვა. „ეს არის კანონის დარღვევა. არ შეიძლება ცვლილებები სამუშაოს განხორციელების შემდეგ. თუ საჭირო იყო ეს ცვლილებები, თავიდანვე რატომ არ მოხდა მისი გათვალისწინება?“ – იკითხა ლევან …
Continue reading “ბათუმის ქუჩების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა მერიამ ვერ დახარჯა”
ქუჩა ბათუმში, სადაც ტრანსპორტი ვერ მოძრაობს
ეს ქუჩა ბათუმშია, ბარცხანის დასახლებაში. იუსუფ ფაღავას ქუჩის მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა აქვს – ამ ქუჩაზე მიკროავტობუსიც აღარ მოძრაობს და ტაქსის მძღოლებიც იკავებენ თავს, როცა იუსუფ ფაღავას ქუჩიდან იღებენ შეკვეთას. ასფალტის საფარის დაზიანების გამო ქუჩა ყოველი წვიმის შემდეგ წყლითა და ტალახით ივსება. „ფეხით გავლაც შეუძლებელია უკვე,“ – ამბობს იუსუფ ფაღავას ქუჩაზე მცხოვრები, თამაზ ხოზრევანიძე, – „ბარცხანის ხიდიდან „აჭარგაზთან“ …
Continue reading “ქუჩა ბათუმში, სადაც ტრანსპორტი ვერ მოძრაობს”
„ჭაობში“ ქუჩების რეაბილიტაცია 2019 წელშიც გაგრძელდება
მიუხედავად იმისა, რომ „ჭაობის დასახლებაში“ არაერთი ქუჩა ამორტიზებულ-გადათხრილია, ამასთან ზოგიერთ უბანში ინტენსიური სამუშაოები არ შეინიშნება, ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ რეაბილიტაციის პროცესი გეგმით მიმდინარეობს და ზოგიერთ ქუჩაზე სამუშაოები დაგეგმილზე ადრეც კი დასრულდება. „ჭაობში“ დღეს, ასე ვთქვათ, ორი ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს – მიწისქვეშა [კანალიზაციის ახალი ქსელის მშენებლობა] და მიწისზედა [სანიაღვრე არხები, კეთილმოწყობა, გარე განათება]. ქუჩების კეთილმოწყობა კი დამოკიდებულია საკანალიზაციო …
Continue reading “„ჭაობში“ ქუჩების რეაბილიტაცია 2019 წელშიც გაგრძელდება”
იყენებენ თუ არა მერიის ფილებს ივანიშვილის ხეების გადასატანად – პუშკინის ქუჩის რეაბილიტაცია ბათუმში
ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, პუშკინის ქუჩისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია 2017 წლის ზაფხულისთვის უნდა დასრულდეს. ამ დროისთვის „ჭაობის დასახლებაში“ ერთდროულად რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რის გამოც შეფერხებულია როგორც ავტომანქანების მოძრაობა, ასევე ფეხით გადაადგილება. პუშკინის ქუჩაზე არსებული მაღაზიებიდან, გასაყიდი საყოფაცხოვრებო ნივთები გადათხრილ ქუჩებშია გამოფენილი. მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის შემდეგ, პუშკინის ქუჩაზე არსებულ რკინაბეტონის ფილებს ასფალტის საფარი …
სამუშაოები პუშკინის ქუჩაზე
„მოსახლეობას აქვს წყლისა და სანიაღვრე სისტემის, ასევე გზის პრობლემა, რომელიც ძალიან მალე მოგვარდება და ვფიქრობ, ბათუმელები მოხარულები ვიქნებით ახალი ინფრასტრუქტურით,“ – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, რომელიც დღეს, 2 აგვისტოს, ბათუმის მერთან, გიორგი ერმაკოვთან ერთად, პუშკინის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. აღსანიშნავია, რომ ქუჩების რეაბილიტაციაზე ბათუმის მერიას ხელშეკრულება კომპანია „ზიმო 7“-თან აქვს გაფორმებული. სამუშაოები …
პუშკინის ქუჩა – ხაფანგი მძღოლებისთვის
დღეს, დილით, პუშკინის ქუჩაზე ავტომანქანა გადაადგილებისას ორმოში რამდენჯერმე ჩავარდა. მძღოლს მაღაზიების გამყიდველები დაეხმარნენ. პუშკინის ქუჩაზე ავტომანქანებს გადაადგილება უჭირთ და თვითმხილველების თქმით, მსგავსი შემთხვევა დღეში რამდენჯერმე ფიქსირდება. მძღოლები ქუჩაზე გამაფრთხილებელი ნიშნების დადგმას ითხოვენ. ბათუმში ზაფხულამდე პუშკინის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მხოლოდ ჯავახიშვილიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩებს შორის უნდა დასრულდეს. ასევე დასრულდება გრიბოედოვის, ლერმონტოვისა და თაყაიშვილის ქუჩების მონაკვეთები ჭავჭავაძისა …
პუშკინის ქუჩის ნაწილობრივი რეაბილიტაცია ზაფხულამდე
ბათუმში ზაფხულამდე პუშკინის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მხოლოდ ჯავახიშვილიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩებს შორის უნდა დასრულდეს. ასევე დასრულდება გრიბოედოვის, ლერმონტოვისა და თაყაიშვილის ქუჩების მონაკვეთები ჭავჭავაძისა და გიორგი ბრწყინვალის ქუჩებს შორის. რაც შეეხება ამ ქუჩების დარჩენილ მონაკვეთებს „ჭაობში“ და ასევე სხვა ქუჩებს, მათი სრული რეაბილიტაცია 2018 წლის 4 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს. გრიბოედოვის ქუჩაზე სამუშაოები გრაფიკით 29 მარტს უნდა …
Continue reading “პუშკინის ქუჩის ნაწილობრივი რეაბილიტაცია ზაფხულამდე”