ბათუმში ქაფშიის სეზონი დაიწყო. 16 ნოემბრის მონაცემებით, ადგილობრივი მეთევზეების მიერ შავ ზღვაში დაჭერილი 1 კგ ქაფშია [ხამსა] 5 ლარი ღირს. ბათუმის თევზის ბაზარში ასევე შეგიძლიათ იყიდოთ გარჩეული ქაფშია, კილოგრამი 10 ლარად. თევზის ბაზარშივე გთავაზობენ გარჩეული თევზის შეწვას. 1 კილოგრამი ქაფშიას შეწვა აქ 6 ლარი ღირს. ქაფშიის სეზონი გაზაფხულამდე გაგრძელდება. თევზის ამ სახეობას ბათუმში, ტრადიციულად, ბევრი …
Tag Archives: ქაფშია
წელს თურქეთმა 10 მილიონი აშშ დოლარის ხამსა გაიტანა ექსპორტზე
2022 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით თურქეთმა 10 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ქაფშია [ხამსა] გაიტანა ექსპორტზე. ამის შესახებ თურქული მედია წერს თურქეთის აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონის ექსპორტიორთა ასოციაციაზე დაყრდნობით. თურქეთიდან ხამსა 26 ქვეყანაში გააქვთ. ყველაზე მსხვილი იმპორტიორები წელს არიან: საფრანგეთი, ბელგია და აშშ. სააგენტო „ანადოლუ“ წერს, რომ წელს თურქეთიდან პირველად დაიწყეს ხამსას ექსპორტი ყაზახეთში, სირიაში, კენიასა …
Continue reading “წელს თურქეთმა 10 მილიონი აშშ დოლარის ხამსა გაიტანა ექსპორტზე”
რა ღირს ქაფშია ბათუმის თევზის ბაზარში
ბათუმის თევზის ბაზარში რამდენიმე დღეა, რაც ქაფშია გამოჩნდა. ქაფშიას ფასი 5-10 ლარია. 5 ლარად ამ სახეობის პატარა ზომის თევზს იყიდით, 10 ლარად – მოზრდილს. თევზით მოვაჭრეები ამბობენ, რომ წელს ქაფშია ბაზარზე ცოტაა, მომხმარებელი კი ამ სახეობის თევზს ბათუმში ბევრი ჰყავს. მოვაჭრეების თქმით, ქაფშიას ფასი შეიძლება ყოველდღე სხვადასხვა იყოს, რადგან ამ თევზს ისინი ყოველდღე სხვადასხვა ფასად …
ქაფშია შემცირდა, მეთევზეები საქართველოში მიდიან სათევზაოდ – თურქული მედია
თურქეთში ქაფშიას რაოდენობა სამი თვის განმავლობაში შემცირდა. თურქული მედიის ცნობით, ამის მიზეზი კლიმატის ცვლილებებია, რამაც შავ ზღვაში ტემპერატურის მატება გამოიწვია. თურქული გამოცემა „დეილი საბაჰი“ წერს, რომ სულ უფრო მეტი მეთევზე გადის საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ქაფშიას დასაჭერად. „ქაფშია თურქეთის, რუსეთის, ბულგარეთის, საქართველოს, რუმინეთისა და უკრაინის საერთო თევზია. ამ ქვეყნებმა ერთად უნდა იმუშაონ მის გადასარჩენად“- განაცხადა …
Continue reading “ქაფშია შემცირდა, მეთევზეები საქართველოში მიდიან სათევზაოდ – თურქული მედია “
შავ ზღვაში 85 000 ტონა ქაფშიას დაჭერაზე გაიცა ნებართვა – 1 წლის კვოტა
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, შავ ზღვაში 2021-2022 წლის თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების რაოდენობა დაადგინეს, მათ შორის, ქაფშიის, რომელიც 85 000 ტონას შეადგენს. თევზის მოპოვების აქტიური სეზონი ოქტომბრიდან იწყება, შესაბამისად, კვოტები მიმდინარე წლის ოქტომბრიდან მომავალი წლის ოქტომბრამდე პერიოდისთვის დგინდება. 2020-2021 წელს ქაფშიის კვოტა 109 000 ტონა იყო. ამავე თემაზე: თევზჭერის ბიზნესს ბიუჯეტიდან მილიონებს …
Continue reading “შავ ზღვაში 85 000 ტონა ქაფშიას დაჭერაზე გაიცა ნებართვა – 1 წლის კვოტა”
თევზით გარემოვაჭრეების ბრძოლა ადგილისთვის წერეთლის ქუჩაზე
„მერია ბაზარში ვაჭრობას გვაიძულებს, სადაც არავინ შედის და გადასახადი თვეში 300 ლარია. ამას ემატება კომუნალური გადასახადები,“- ამბობენ ბათუმელი გარემოვაჭრეები, რომლებიც წერეთლის ქუჩაზე ქაფშიას ყიდიან. დღეს, 3 დეკემბერს, დილით, ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციასთან დაპირისპირების შემდეგ გარემოვაჭრეებმა ეს ადგილი მხოლოდ რამდენიმე წუთით დატოვეს. „მოვიდნენ და აგვყარეს, დახლები დაგვიმტვრიეს და სანაგვე ურნებში ჩაყარეს. აი, ჩემი ხელი, ნახეთ, როგორ გადამიგრიხეს,“- …
Continue reading “თევზით გარემოვაჭრეების ბრძოლა ადგილისთვის წერეთლის ქუჩაზე”
რატომ გამოირიყა ბათუმის სანაპიროზე ქაფშია
ბათუმში, ნავსადგურის მიმდებარედ, სანაპიროზე გამორიყული ქაფშიის ვიდეო 28 მარტს გავრცელდა. ვიდეოში ჩანს, როგორ აგროვებენ მეთევზეები ხელით ნაპირზე გამორიყულ, უმეტესად ცოცხალ თევზს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ამბობენ, რომ ამ საკითხზე მათთვის არ მიუმართავთ და მოკვლევაც არ დაწყებულა. დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ამ რაიონში ქაფშია ძალიან დიდი რაოდენობითაა თავმოყრილი და შესაძლოა, ნაპირზეც გამოირიყოს. ასოციაციის „ფლორა და ფაუნას“ თავმჯდომარე, იქთიოლოგი …
Continue reading “რატომ გამოირიყა ბათუმის სანაპიროზე ქაფშია”
რატომ ვერ გადის ქაფშია ევროკავშირის ბაზარზე? – დისკუსია ბათუმის საკრებულოში
რატომ ვერ გადის აქტიურად ქართული სოფლის პროდუქტები ევროკავშირის ბაზარზე – ეს ერთ-ერთი საკითხია, რაზეც დღეს, 31 ივლისს, ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში იმსჯელეს. „ევროკავშირისა და ნატოს საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით, საკრებულოში მერიის თანამშრომლებს, საკრებულოსა და სამოქალაქო ორგანიზაციების წევრებს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი შეხვდა. დავით ბუჯიაშვილის განმარტებით, მთავარი პრობლემა ისევ არის საქართველოში წარმოებული პროდუქტის ხარისხი, შეფუთვა და ბაზარზე …
Continue reading “რატომ ვერ გადის ქაფშია ევროკავშირის ბაზარზე? – დისკუსია ბათუმის საკრებულოში”
მჭადისა და ქაფშიას კომბინაცია – ორი რეცეპტი ლაზური სამზარეულოდან
ქაფშიას, იგივე ხამსას, ძირითადად ზეთში წვავენ და ისე მიირთმევენ, თუმცა, ლაზურ სამზარეულოში ქაფშია შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც ინგრედიენტი ცალკეული კერძისათვის. ასეთი კერძებია: ქაფშიის მჭადი – ქაფშიონი მჭკიდი და ქაფშიატაღანერი – მწვანილებში შემწვარი ქაფშია. თუ ქაფშია გიყვართ, ეს ორი რეცეპტი მისი სხვა გემოვნური თვისებების აღმოჩენაში დაგეხმარებათ. მოცემული რეცეპტები ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის პროექტის – „კულტურათა დიალოგის ფესტივალის“ ფარგლებში იქნა …
Continue reading “მჭადისა და ქაფშიას კომბინაცია – ორი რეცეპტი ლაზური სამზარეულოდან”
ზღვის სარგებელი ეკონომიკაში
აჭარის ზღვის სანაპიროზე ხშირად ნახავთ ნიჟარებს, რომელთა შიდა მხარე პრიალაა და სტაფილოსფერი დაჰკრავს. ასეთი ნიჟარებისგან აჭარაში საფერფლეებს, მარტივ სამკაულებსა და დეკორატიულ ვაზებს ამზადებენ, რასაც ბათუმში, ძირითადად, ტურისტები ყიდულობენ. მოლუსკს, რომლის თავშესაფარიც ეს ნიჟარაა, რაპანა ჰქვია და საქართველოში მას შემოსავალი მხოლოდ წვრილმანებით მოვაჭრეებისთვის მოაქვს, მაშინ, როცა უცხოეთში 1 კილოგრამი რაპანას ფასი 1-7 დოლარია. რაპანა შავ ზღვაში …