„ოცნებას“ არ აწყობს ევროპა, ფულს ვეღარ მოიპარავენ“ – ყოფილი მეხანძრე და ემიგრანტი საფრანგეთიდან

„ქართულ ოცნებას“ არ აწყობს ევროპა, რადგან ფულს ვეღარ მოიპარავენ, თუ ევროპულ წესრიგს გაიზიარებენ. მაგათ უნდათ, ისე ჭამონ ხალხის ფული, როგორც ეს რუსეთში ხდება – არავინ გააკონტროლოს. საფრანგეთში იმდენად დიდია წესრიგი, ავტომატურად ყველა წესს და კანონს ემორჩილება. აი, ესაა ჩემთვის ევროპა! აქ არა მარტო ფრანგები, ჩვენ, ქართველი ემიგრანტები, თუ აფრიკის კონტინენტიდან ჩამოსული ხალხი, ავტომატურად ყველა, წესრიგს …

პარიზის ორ კონსერვატორიაში ერთდროულად ჩავირიცხე – 19 წლის ქართველი ბარიტონი

„უბრალოდ მომისმინეთ“ – ვისაც კი გავიცნობდი პარიზში, თუ მუსიკა ესმოდა, ყველას ამას ვთხოვდი. ვცდილობდი მომეძებნა ადამიანები, რომლებიც მოისმენდნენ ჩემს ნამღერს და რამეს მირჩევდნენ. მინდოდა დროზე დავრწმუნებულიყავი საკუთარ შესაძლებლობებში და მუსიკისთვის მიმეძღვნა თავი, ან რამე სხვა საქმეს შევდგომოდი. 2022 წელს წამოვედით საფრანგეთში. 16 წლის ვიყავი. სცენის მტვერი უკვე ვიცოდი რაც იყო და სიმღერისკენ მიმიწევდა სულ გული“ …

„31 წლის კაცის გადმოსვენებას ვითხოვთ საფრანგეთიდან, ის 3 თვის წინ მოკლეს“ – აქცია ბათუმში

„ჩვენ მთავრობას არც ფულს ვთხოვთ და არც საჭმელს, დაგვეხმაროს მთავრობა იმაში, რომ ცხედარი ჩამოგვასვენებინოს,“ – ამბობს გენადი შაინიძე, რომელსაც დღეს, 11 მარტს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის წინ შევხვდით. საუბარია 2023 წლის 17 დეკემბერს მომხდარ შემთხვევაზე – 31 წლის მარადი სურმანიძე საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში მოკლეს. ფრანგული მედიის ცნობით, გამოძიებას აქვს ვერსია, რომ კაცის მკვლელობას თავის ცოლს ედავებიან. …

„გვყავს პაციენტები, რომლებსაც ქუჩაში სძინავთ“ – ფრანგი ექიმი ქართველ პაციენტებზე

„სტრასბურგის სხვადასხვა საავადმყოფოს განყოფილებებში იზრდება მიგრანტების რიცხვი, მათგან უმრავლესობა ქართველია. მედპერსონალისთვის, რომლებიც მათ მკურნალობენ, ეს პოლიტიკურ არჩევანთანაა დაკავშირებული, ამ არჩევანის წინაშე ყოფნა კი მედპერსონალს არ სურს“ – წერს ფრანგული რეგიონული გამოცემა Rues 89 Strasbourg-ი. სახელმწიფო საავადმყოფოს ექიმი-ნეფროლოგი, იონას მარცლოფი გამოცემასთან ამბობს, რომ 2018-2019 წლებში დიალიზზე მყოფი ყოველი მეექვსე პაციენტი მიგრანტი იყო, ძირითადად – საქართველოდან. მარცლოფი …

5 000$ ღირს ჩემი გადარჩენა. მე ამის საშუალება არ მაქვს – საქართველოში 44 წლის კაცს ვერ მკურნალობენ

ვერ აგროვებს თანხას საფრანგეთში 3, 4 თვით რომ ბინა იქირავოს და მკურნალობის დაწყებას დაელოდოს, ამ მიზეზით 44 წლის იმედა ენდელაძის სიცოცხლე, შეიძლება ნებისმიერ წუთს დასრულდეს საქართველოში. იმედას დიაგნოზი თავის ტვინის კავერნოზული ჰემანგიომაა. ეს იმას ნიშნავს, რომ შუბლის მარცხენა მხარეს, თავის ტვინში მრავალი ჰემანგიომა აქვს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უბნებში. საფრანგეთში, ბორდოს სახელმწიფო კლინიკაში იმედას უთხრეს, რომ ქირურგიული …

ბავშვებს აქვთ ყველაფერი, წლებია მათთვის არ მიყიდია რძე, ტანსაცმელი – ემიგრანტი ქალი საფრანგეთიდან

ქრისტინე კიკაბიძე ემირაციაში 6 წლის წინ წავიდა. ნიცასა და მარსელს შორის, ლაჟვარდოვანი სანაპიროს პატარა ქალაქში ცხოვრობს ბოლო სამი წელია. თავიდან პარიზში ცხოვრობდა ქმართან ერთად, ბოლოს საფრანგეთის სამხრეთში გადავიდნენ, სადაც კლიმატი დასავლეთ საქართველოს მსგავსია – ქრისტინე ქუთაისიდანაა, ცხოვრობდა და მუშაობდა ბათუმშიც. ემიგრაციაში მეუღლესთან ერთად წავიდა. ამბობს, რომ ძირითადი მიზეზი, რატომაც გეგმავს ხანგრძლივად  საფრანგეთში ცხოვრებას, ბავშვებისთვის იდეალური …

ყველაფერი საფრანგეთში მკურნალობის შესახებ

საფრანგეთის ემიგრაციისა და ინტეგრაციის სამსახური ყოველწლიურად აქვეყნებს სტატისტიკას ქვეყანაში შესული მიგრანტების შესახებ. მიმდინარე წლის იანვარში გამოქვეყნებული პირველადი მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს 8 100-მა მოქალაქემ მოითხოვა საფრანგეთში თავშესაფარი. ამ მონაცემით საქართველო იმ ქვეყნების (ავღანეთის, ბანგლადეშის, თურქეთისა და კონგოს) პირველ ხუთეულში შედის, რომელთა მოქალაქეებიც ყველაზე ხშირად ითხოვენ საფრანგეთში თავშესაფარს. უცნობია ზუსტი სტატისტიკა, თავშესაფრის მთხოვნელ მოქალაქეთაგან რამდენს სჭირდებოდა …

რენი, პარიზი, მარსელი, სტრასბურგი – ემიგრანტები საფრანგეთიდან საპროტესტო აქციებს შეუერთდებიან

საქართველოში გუშინ, 20 ივნისს, დაწყებულ საპროტესტო აქციებს ქართველი ემიგრანტები საფრანგეთიდან შეუერთდებიან. საპროტესტო აქცია რენში სავარაუდოდ დღეს, საფრანგეთის დროით 18:00 საათზეა დაგეგმილი. პარიზში კი მანიფესტაციები შაბათ-კვირას იგეგმება. ქართველი ემიგრანტების ფეისბუქგვერდზე „ქართველები საფრანგეთში, Géorgiens en France” აქციებს ასევე აანონსებენ მარსელსა და სტრასბურგში. გუშინ, 20 ივნისს,  საქართველოს პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია მიმდინარეობდა, სადაც რუსმა …

საფრანგეთში მცხოვრები ქართველების საჩუქარი ბავშვებს ყოფილი 25-ე ბატალიონის დასახლებიდან

„ქართველები საფრანგეთში“ – ამ ასოციაციის ფინანსური დახმარებითა და „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის მეცხრე შესახვევში, ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე მცხოვრებმა 229 ბავშვმა დღეს, 14 იანვარს, პერსონალური საახალწლო საჩუქარი მიიღო. „დღეს რა ვჭამოთ? – ბავშვები 25-ე ბატალიონიდან“ – ამ სათაურით სტატია „ბათუმელებმა“ გასული წლის ოქტომბერში მოამზადა. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, „ბათუმელებს“ დაუკავშირდნენ ასოციაცია – „ქართველები …

რა პირობებში უწევთ ცხოვრება თავშესაფრის მაძიებელ ქართველებს საფრანგეთში

საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში, თავშესაფრის საძიებლად ჩასული საქართველოს მოქალაქეები ღია ცის ქვეშ, კუსტარულად მოწყობილ კარვებში ცხოვრობენ. კარვების დასახლება სტრასბურგის განაპირას, პარკშია მოწყობილი. კარვებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შორის ფეხმძიმე ქალი და მცირეწლოვანი ბავშვები არიან. როგორც „ბათუმელებისთვის“ გახდა ცნობილი, კარვების მობინადრეებს სტრასბურგში მცხოვრები ქართველები ეხმარებიან, თუმცა მათი მხარდაჭერა არ არის საკმარისი. მაია მჭედლიშვილი იმ ადამიანებს შორისაა, ვინც კარვებში …

Exit mobile version